"ვერ გამიგია, რატომ მტოვებენ ქალები"
01-08-2016
"ვერ გამიგია, რატომ მტოვებენ ქალები"
მეგობრები ხშირად ვკამათობთ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე და ბოლოს ვასკვნით: შესაძლოა დედამიწაზე ყველა პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ ქალსა და მამაკაცს შორის გაუგებრობა ყოველთვის იქნება. ირაკლი 34 წლის არის. თავი ხანდაზმული და დიდად გამოცდილი კაცი ჰგონია, განსაკუთრებით ქალებთან ურთიერთობაში. ამბობს, ქალების 99% მატყუარაა და კაცი არ უნდა ენდოსო.

ირაკლი: - ვერ გამიგია, რატომ მტოვებენ ქალები. მათ ყოველთვის თან ვყვებოდი, მაგრამ თავში უვარდებოდათ, ამიტომაც ვშორდებოდი. ერთხელ მშვენიერი გოგონა გავიცანი. ვიფიქრე, ამისთვის ღირს ცხოვრება-მეთქი.
არაფერს ვიშურებდი, მაგრამ მანაც, სხვებივით, თავზე დაჯდომა მომინდომა.

- იქნებ თქვენ ცდებოდით, გადამეტებული ყურადღებით აშინებდით, ან ისე ანებივრებდით ქალებს, იღლებოდნენ.

- როგორ შეიძლება ყურადღებით და სიყვარულით დაიღალო, არ მოგწონდეს, როდესაც კაცი განსაკუთრებულ საჩუქრებს გიძღვნის?

- არ გიკითხავთ, რა არ მოსწონდათ?

- როდესაც საჩუქრებს მიბრუნებდნენ და
მეუბნებოდნენ, უნდა დავშორდეთო, ცხადია, მიზეზს ვეკითხებოდი, მპასუხობდნენ, დავიღალეთო, მეტი არაფერი.

- ვისზეც იფიქრეთ, რომ სიცოცხლე ღირდა, იმას რატომ დასცილდით?

- მისი გული ვერაფრით მოვინადირე და მეგობართან დავიწუწუნე, - ეს გოგო თავს მომაკვლევინებს-მეთქი. იმან მირჩია, ყურადღება არ მიაქციო და თვითონ გამოგეკიდებაო. მაშინ ვიფიქრე, იქნებ უზომო ყურადღებით მართლაც ვღლი-მეთქი. ასეც მოვიქეცი. ორი თვის შემდეგ სხვას გაეკიდა - უქონელს, უბინაოს, უსამსახუროს.

- ამიტომაც ფიქრობთ, რომ ის გოგო ცუდია?

- ვფიქრობ, მე ვარ სულელი, იმ გოგოს იმ არარაობისკენ გზა გავუხსენი.

- იქნებ იმაზე გეფიქრათ, იმ "ცარიელ-ტარიელმა" ბიჭმა რით შეძლო იმ გოგოს მოხიბვლა?

- ერთ დღეს ქუჩაში შემხვდა ხელში მძიმე ჩანთებაკიდებული. ჩემი ცოლი რომ გამხდარიყავი, ასე ხომ არ იწანწალებდი ქუჩა-ქუჩა-მეთქი. იმიტომაც არ გავხდი შენი ცოლი, რომ ფიქრობ, ჩემი ასე, ოჯახისთვის გარჯა დამამცირებელიაო.

- ამ სიტყვების შემდეგაც არ გიგრძნიათ თავი დამნაშავედ?

- არა, ასე იმართლა თავი, თორემ დარწმუნებული ვარ, ახლა ძალიან კარგად ხვდება, რაშიც გაყო თავი... ერთ დღეს კი გამოჩნდება ისეთიც, ვინც ჩემს შესაძლებლობებს შეაფასებს და მიხვდება, რომ ჩემი ცოლობა სრულ ბედნიერებას მოუტანს. მე თითქმის არაფერს ვითხოვ ქალისგან, გარდა იმისა, რომ იყოს ლამაზი, მშვიდი და შეძლოს ქმრისთვის მყუდრო გარემოს შექმნა.

Vika
11 სექტემბერი 2016 01:28
Arseboben ki namdvilad aseti mamakacebi..pirikitaa yvelaferi kargi cudisken garbis cudi ki kargisken..ase mgonia aseti ambebi realoba araatqo
tamo
10 სექტემბერი 2016 15:37
arc shen iqnebi maincdamainc cidan chamovardnili rogoradac tavi mogaqvs da imitomac dagshorda yvela
nata
09 სექტემბერი 2016 21:38
ვაი ნეტა სჰენაირი კაი ადამიანი სჰემხვდეს ტუ როდესმე მივატოვო,,, მე ცჰემ ქმარს ტან ვყვებოდი მაგრამ სამწუხაროდ სამუდამოდ მიმატოვა , ეს ყოფილა ცჰემი ბედისწერა,,, ასეტი ქმარი რომ შემხვდეს ხელისგულზე ვატარებ

რედაქტორის რჩევით