"დამლაგებელი ვარო, არადა, ჩვეულებრივი მჩხიბავი აღმოჩნდა"
15-08-2016
"დამლაგებელი ვარო, არადა, ჩვეულებრივი მჩხიბავი აღმოჩნდა"
"მინდა, ოჯახი შევინარჩუნო და ვიღაც კუდიანი კახპის გამო არ დამენგრეს"

"კარგ, ლამაზ ქალს ოჯახი თუ დაენგრეოდა, მისი ახლობლები სხვასთან გაქცეულ ქმარზე იტყოდნენ ხოლმე, ნეტავ რა აჭამა იმ ოხერმაო. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა - იმ ოხერმა ქმარი წამართვა. არ მჯეროდა ჯადო-თილისმებისა, თუმცა, ცხოვრებამ ფაქტის წინაშე დამაყენა", - მიყვება ნანა და ამბობს, რომ ოჯახში დამლაგებლის სახელით შესულმა ქალმა მის ქმარს გონება დაუბინდა და ოჯახი დანგრევის პირას მიიყვანა.

ნანა: - სამსახურში იმდენად მოუცლელი
ვარ, რომ დრო შვილების მოსაფერებლად და მოსავლელად ძლივს მრჩება. ჩემი ქმარიც ძალიან დაკავებულია, მაგრამ რახან საკუთარი ბიზნესი აქვს და თვითონ არის კომპანიის უფროსი, თავს უფლებას აძლევს,­ რომ ჩემზე მეტი ხანი გაატაროს სახლში. ფაქიზი, წესრიგის მოყვარული კაცია და ერთ დღეს შემომთავაზა, არ მინდა, ასე გაწამაწიაში იყო,
სჯობს, დამხმარე ავიყვანოთ სახლ-კარის მისახედადო. გამიხარდა და ვთქვი, ნეტავ ეს აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე-მეთქი. მით უფრო, რომ მატერიალურად არ გვიჭირს.

- როგორც ხშირად ხდება, ალბათ თქვენც ახლობლების რეკომენდაციას ენდეთ.
- არა, თავდაპირველად გაზეთებსა და ინტერნეტში დავიწყე სასურველი კანდიდატურის ძებნა. რამდენიმე მოვიდა, მაგრამ თითქოს რაღაც ჩამძახოდა, - უცნობი შინ როგორ უნდა შემოუშვაო... მოკლედ, დავიტანჯე და ისევ ახლობლებში ვიკითხე, ვინმე კარგი ქალი ხომ არ გეგულებათ-მეთქი. მალე ერთმა ახლობელმა დამირეკა, - გერმანიაში ნამუშევარი გოგოა, დამლაგებელიც იყო, ძიძაც. ხომ იცი, ევროპული გამოცდილება ყველაფერში კარგია და შენთანაც ივარგებსო. რამდენჯერმე თვითონ ჰყოლია სახლის დასალაგებლად მიყვანილი და კმაყოფილი იყო. დავიბარე ეს გოგო. დიდად კი არ მეჭაშნიკა - ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ვენდე ახლობლის რეკომენდაციას. ღირსეულად ეჭირა თავი. ლამაზიც იყო. მოვლილი ხელები ჰქონდა. გაოცებულმა რომ შევხედე, მითხრა, ყველაფერზე ხელთათმანს ვხმარობო.

- ეჭვიანობამ ხომ არ დაგრიათ ხელი თავიდანვე?
- მსგავსი არაფერი გამივლია გულში, მაგრამ დაახლოებით სამი კვირის შემდეგ არ მომეწონა ის, რომ დილით ჩემს წასვლამდე მოვიდა, მე, ჩვეულებრივ, ოფიციალურად მომესალმა, ჩემი ქმარი კი შინაურულად მოიკითხა.­ გურამიც უჩვეულოდ ლაღად, მეგობრებულად შეხვდა. სანამ სახლიდან გავიდოდი, მესმოდა, როგორ ეკითხებოდა დამლაგებელი, დღეს რომელი პერანგი გაგიმზადო, საღამოს რა დაგახვედრო, რას შეჭამო. იმ ქალის საქმე არ იყო არც ჩემი ქმრის პერანგების შერჩევა და არც სადილ-ვახშმის მომზადება. ვიფიქრე, შევალ და ვალდებულებებს შევახსენებ-მეთქი, მაგრამ იმ დღეს გადავიფიქრე. ასეთივე დილა კიდევ რამდენჯერმე დადგა.

- ქმარს შეატყვეთ თქვენ მიმართ გულგრილობა?
- კი. უკვე ყველაფერი თვალში, ყურსა და გულში საცემი იყო... მიხვდა ის ვერაგი გოგო, რომ გავაგდებდი და დამასწრო - ბავშვის მომვლელად შემომთავაზეს მუშაობა, უკეთესი პირობებია და იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით, რომ წავიდეო. ვიფიქრე, რადგან თავისით მიდის, ჯანდაბას-მეთქი, აღარაფერი ვთქვი ჩემი ქმრის მიმართ უადგილოდ გამოჩენილი მზრუნველობის გამო...

მისი წასვლის შემდეგ ერთი ძალიან საყვარელი ქალი მოვიყვანეთ. ახლაც ჩვენთან მუშაობს. სახლის დალაგებისას ქვეშაგებლებიდან, კარადებიდან თმის, თივის, ფოთლების, უცნაურად ნაწერი ქაღალდები გამოიღო. უზომოდ შემეშინდა. ვთქვი, დავწვათ-მეთქი. ის ქალი ეკლესიურად ცხოვრობს და მითხრა, ეკლესია გირჩევს, რომ დიდ წყალს გაატანოო. ერთად წავედით და მტკვარში გადავყარე ყველაფერი. მერე თავიდან გადმოვატრიალეთ მთელი სახლი, თუ სადმე რამე საეჭვო კვალი ვნახეთ, ყველაფერი ჯერ ვხეხეთ და ვრეცხეთ, მერე ნაკურთხი წყალი მოვასხით.

- თქვენი ქმარი როგორ იქცეოდა ამ დროს?
- საშინლად გაცეცხლდა, - ის გოგო რატომ გააგდეო. ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. გავიგე, რომ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენი შვილები ჩაერივნენ საქმეში - სერიოზული როლი ითამაშეს და ჩემი ქმარი ჯერ კიდევ ჩემია, მაგრამ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. მე ეჭვიანობა დავიწყე, რაც ბოლოს მიღებს. არადა, მინდა, ოჯახი შევინარჩუნო და ვიღაც კუდიანი კახპის გამო არ დამენგრეს.

სოფო გამრეკელი
შორენა
29 ივნისი 2017 22:31
ევროპული გამოცდილების შედეგიც ეგარის.....
...
29 ივნისი 2017 21:16
Zaan znelia mag yvelafris gadatana
mmmmmmmmmmmm
29 ივნისი 2017 17:34
მჩხიბავი ხარ შენ საიდან ჩხიბავ ამ ამბებს, არ თქვა რატომ კითხულობო, ავტორს ბოლოს ვბხედავ

რედაქტორის რჩევით