"თოთხმეტი წლის შემდეგ მოღალატე ქმარს ვუბრუნდები"
05-09-2016
"თოთხმეტი წლის შემდეგ მოღალატე ქმარს ვუბრუნდები"
"ცოლყოფილს ჩემი თანდასწრებით დაურეკა, ყვიროდა, იგინებოდა. ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება ვინ მოგცა, ქეთის არ გაეკაროო"

მეუღლეს, რომელიც უზომოდ მიყვარდა, 14 წლის წინ ეჭვიანობის გამო დავშორდი. ერთ დღეს გამოვუცხადე, სამუდამოდ მივდივარ-მეთქი და წავედი კიდეც. მას შემდეგ მეც და ჩვენი ვაჟიც აღარ გავხსენებივართ. მხოლოდ ახლახან ელექტრონულ ფოსტაზე მომწერა წერილი - იდიოტი ვარ, შენზე რომ ვეჭვიანობდიო. არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, რომ ვაპატიე.

ქეთი:
- როდესაც დავშორდით, ჩემი ძმის სახლში მომივარდა, ძალით
უნდოდა ჩემი და ბავშვის შინ დაბრუნება. ბიძაშვილი გვყავდა სტუმრად, ის ჩადგა შუაში. ამან ისე გააცოფა, რომ დანით რამდენიმე ადგილას დაჭრა. მაშინ ეს ამბავი არ გახმაურებულა. ამის შემდეგ კიდევ ვიღაცას ეჩხუბა და იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო. გავიგე, რომ პირველ ცოლ-შვილთან ერთად წავიდა. თურმე ის ქალი ყველანაირად
ცდილობდა, ჩვენი ოჯახის დანგრევას და ნაქმრევის დაბრუნებას, არადა, მე არ წამირთმევია მისი თავი, გოგა რომ გავიცანი, ცოლს გაცილებული იყო. როდესაც დაქორწინება გადავწყვიტეთ, მაშინ დამირეკა იმ ქალმა - ჩემს ქმარს თავი დაანებე, თორემ არ გაგახარებო. ეს გოგას ვუთხარი. ჩემი თანდასწრებით დაურეკა, ყვიროდა, იგინებოდა. ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება ვინ მოგცა, ქეთის არ გაეკაროო. ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ქორწინებიდან ორი წლის თავზე გოგამ ეჭვიანობა დაიწყო. მეტყოდა ხოლმე, აქ ამასთან და ამასთან გნახეს, ხომ იცი, ჩემი თვალი ყველგან გიყურებს, არაფერი შეგეშალოსო. მეგონა, სულ თან დამყვებოდა, ამიტომაც ქუჩაში ვინმე თუ რამეს შემეკითხებოდა, შეშინებული პასუხგაუცემლად გავრბოდი. დამაავადმყოფა. ღამეები არ მეძინა. თვალს თუ ვხუჭავდი, მესიზმრებოდა, რომ გოგა უკან მალულად დამსდევდა და მოკვლას მიპირებდა.

- ვიღაც აქეზებდა?

- რას ვიფიქრებდი, რომ მისი პირველი ცოლი მიგზავნიდა ვიღაცებს, რომ მერე ზედმიწევნით აღეწერა გოგასთვის ვის ველაპარაკე, ვის სად შევხვდი და ა.შ.

- ახლა რას აპირებთ, წახვალთ მასთან?

- დიახ. შვილმა მითხრა, მინდა მამას ვიცნობდე და მასთან ერთად ვიცხოვროო. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ბავშვი არ მოუკითხავს, მამაზე ავი არასდროს მითქვამს. ახლა, როცა მამა გამოჩნდა, ხომ ვერ ვეტყვი, რაც ხდებოდა სინამდვილეში.
გოგასთან მივდივართ, მაგრამ არ ვიცი, როგორ წავა ჩვენი ცხოვრება. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ვცდები-მეთქი. 14 წელია, ერთმანეთი არ გვინახავს. მართალია, ძალიან მიყვარდა, მაგრამ თითქმის წაიშალა ჩემს ცნობიერებაში. იმასაც კი ვერ ვხვდები, რატომ ვიქცევი ასე, გულის სიღრმეში მინავლული სიყვარული გამოფხიზლდა და ვაპატიე, თუ შვილის გამო მივდივარ დათმობაზე.

- მისი პირველი ცოლ-შვილი სად არის?

- როგორც მითხრა, მათ ბევრი პრობლემა შეუქმნეს. სახლი გააყიდვინეს და ქუჩაში დააგდეს. ასეთი აწეწილი ცხოვრების მქონე კაცს მაინც ვპატიობ და მასთან მივდივარ. ჩემმა ძმამ კი მითხრა, რამე რომ გაგიჭირდეს, დასახმარებლად ჩვენკენ არ გამოიხედოო. არც ვფიქრობ ამაზე. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

სოფო გამრეკელი
თიკო
20 აგვისტო 2017 02:19
ყველამ მიატოვა და იმიტომაც გაახსენდით.როცა კარგად იყო და ბედნიერად გრძნობდა თავს მაშინ ეს ბავშვი მისი შვილი არ იყო?
Dato
23 იანვარი 2017 15:52
ასეთი უტვინო ქალები საიდან იბადებიან , მერე თანაც უკვირტ რატომ ვარტ უბედური და რატომ გვაქვს პირადი ცხოვრება არეულიო
maka
05 იანვარი 2017 14:52
კარგი რა 14წელი არაა პატარა ხანი,ის კი ბოროტია მარა შენ ქმარს არ აქ ტვინი თავში.ასეთთან არც ვისურვებდი შერიგებას და არამც დაბრუნებას

რედაქტორის რჩევით