"ახლა ჩემი ყოფილი ცოლის ვირტუალური დაქალი ვარ"
03-10-2016
"ახლა ჩემი ყოფილი ცოლის ვირტუალური დაქალი ვარ"
სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო ცოლს დავცი­ლდი და ყველაფერი თავზე დამენგრა, ვიფიქრე, რამენაირად ჩამეხედა ჩემი ყოფ­ილი მეუღლის ტვინ­ში. საბოლოოდ, მივ­აგენი მექანიზმს, რომლის საშუალებით შემიძლია გავ­არკვიო, რა სურთ ქალებს, - მითხრა ანდრიამ, რომელსაც ნაცოლარის დაბრუნების იმედი აქვს.

ანდრია: - ყოფილი ცოლის ფეისბუკფრენდი ვარ, ოღონდ არა როგორც ყოფილი ქმარი, არამედ როგორც მისი ვირტუალური დაქალი. უკვე ბევრი რამ მითხრა ყოფილი ქმრის, ანუ ჩემ შესახებ, გამიმხილა, რითი იყო უკმაყოფილო, საერთოდ, რას ითხოვს ცხოვრებისგან და დავასკვენი­,
რომ ჭირვეული გოგო მყავდა ცოლად.

- რატომ გაგეყარა?

- გამოაცხადა, ორსულობის შემდეგ ქმარი შემზიზღდაო. საქმეში ჩაერივნენ ფსიქოლოგები, მეგობრები, არამეგობრები, პროფესიონალები, მაგრამ ტატა გაიძახოდა, - მაგის დანახვაც არ მინდაო. ბავშვი ისე იტანჯებოდა დედამისის გამოხდომებით, რომ ვთქვი, - ოღონდ ჩემმა შვილმა მშვიდად იცხოვროს და მზად ვარ, დედამისისგან
ყველაზე დიდი ცილისწამებაც კი დავიბრალო, რომ სწრაფად გამცილდეს-მეთქი. შემდეგ, როცა უკვე მისი დაქალი"გავხდი, მითხრა, - ვერ ვიტანდი, ქმარს სულ საქმე რომ ჰქონდა. დილით ადრე გადიოდა შინიდან, საღამოს გვიან ბრუნდებოდა. ჩემთვის მხოლოდ საწოლში ეცალაო. ამის გაგებამ გული მატკინა. მე მართლა ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემს ცოლ-შვილს არაფერი მოჰკლებოდა, ზოგჯერ არც მეძინა ხოლმე და შინაც მიმქონდა სამუშაო (რის გამოც არაერთხელ ფარულად დამდგომია თავზე, ეჭვებით შეპყრობილი - ვის ეჩათავებიო).

- არ შეეცადეთ, როგორც "დაქალს" ,შეგეპარებინათ, რომ ცდებოდა?

- ცხადია. მაგრამ ნერვები მეშლება, როდესაც ასეთ სიტყვებს მწერს: "მაკ, შენ რა სხვანაირად დამანახე ის დებილი ბიჭი (ანუ მე, ყოფილი ქმარი). მომენატრა, ხომ არ დავურეკო?"

- როგორც დაქალს, შეხვედრას არ გთხოვს?

- რამდენჯერმე შინ დამპატიჟა. ძალიანაც მინდოდა მისვლა, მაგრამ აბა, როგორ? მართლა ტუტსივით ხომ ვერ გადავიცვამდი!.. სანამ ჩემი ცოლი იყო, მის დაქალებს ვერ ვიტანდი. მეგონა, ისინიც ურევდნენ თავგზას. ახლა, როცა მეც მისი "დაქალი" ვარ, ხშირად ჩათში ყველას ერთდროულად ჩაგვრთავს ხოლმე. როდესაც ყოფილ ქმარზე­ ჭორაობას წამოიწყებს, ყველა მეგობარი კიცხავს, - ცუდად მოიქეცი, რომ არ დაგვიჯერე და ისეთ კარგ ბიჭს გაეყარეო.

- ახლა ურთიერთობის რა ეტაპზე ხართ?

- მე, როგორც დაქალი, ვცდილობ, შევაგნებინო, რომ ქმარს უნდა შეურიგდეს. შედეგი მაქვს. შუამავლის გარეშე ვხვდები ბავშვს, მივდივარ მათთან სახლში და მომყავს. კარს ყოველთვის ტატა მიღებს, გვაცილებს, როცა ბავშვს ვაბრუნებ, კეთილი მეგობარივით მემშვიდობება.
ჩვენ ოჯახური პასუხისმგებლობა არათანაბრად გვქონდა განაწილებული და იმის შედეგია, რაც მივიღეთ. ვიმედოვნებ, ჩემი მცდელობა შედეგს გამოიღებს. ალბათ ერთხანს დავრჩები მის ვირტუალურ ცხოვრებაში, მერე კი გავქრები. მთავარია, მიზანს მივაღწიო და ტატა დავიბრუნო. მას ახლა ისე კარგად ვიცნობ, როგორც არასდროს.

იხილეთ ასევე: "მითხრა, სანამ მოგკლავ, გამშორდიო"
სოფო გამრეკელი
111-t.m-ს
19 ოქტომბერი 2016 11:36
ვერ გამოიცანი,1 ცოლიანი ვარ,მაგრამ ზუსტად ვიცი,არცერთი ქალი არ ღირს თავის დამცირებად,არ გინდივარ კარგად იყავი,ქალების მეტი რა არის? ეხლავე რომ დავშორდე ცოლს 3 პრეტენდენტი მერე გამოჩნდება,ასე რომ მართლა სულელია ეგ პერსონაჟი, ცოლიც არ ამბობს "დებილიო"? თუმცა ამ სიტყვას ვერ ვიტან, დიაგნოზია.
t.m.
16 ოქტომბერი 2016 17:50
ეს რა კომენტარია აშკარად 3 ცოლიანი კაცის დაწერილია...ძალიანაც სწორად იქცევა უყვარს თავისი ცოლშვილი. იმედი მაქვს ერთ დღესაც მიადგება როგორც დაქალი და როგორც ქმარი ყვავილებით ხელში და ხელახლა თხოვს ხელს ახალი ბეჭდით :-)
111
10 ოქტომბერი 2016 14:54
ჰოო,დიდი პრობლემები გაქვს. სხვა კაცს რომ მოეწონოს შენი ყოფილი ცოლი,დაუდაქალდეს და კიდევ უფრო სხვა რაკურსში აჩვენოს შენი თავი,მერე რას იზავ?! კაი რა ძმაო,ქალის გულისთვის რამდენს წვალობ,საქმე ნახე რა,თანაც თანამედროვე ქალისათვის:))))

რედაქტორის რჩევით