"ახლა ჩემი ყოფილი ცოლის ვირტუალური დაქალი ვარ"
"ახლა ჩემი ყოფილი ცოლის ვირტუალური დაქალი ვარ"
სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო ცოლს დავცი­ლდი და ყველაფერი თავზე დამენგრა, ვიფიქრე, რამენაირად ჩამეხედა ჩემი ყოფ­ილი მეუღლის ტვინ­ში. საბოლოოდ, მივ­აგენი მექანიზმს, რომლის საშუალებით შემიძლია გავ­არკვიო, რა სურთ ქალებს, - მითხრა ანდრიამ, რომელსაც ნაცოლარის დაბრუნების იმედი აქვს.

ანდრია: - ყოფილი ცოლის ფეისბუკფრენდი ვარ, ოღონდ არა როგორც ყოფილი ქმარი, არამედ როგორც მისი ვირტუალური დაქალი. უკვე ბევრი რამ მითხრა ყოფილი ქმრის, ანუ ჩემ შესახებ, გამიმხილა, რითი იყო უკმაყოფილო, საერთოდ, რას ითხოვს ცხოვრებისგან და დავასკვენი­,
რომ ჭირვეული გოგო მყავდა ცოლად.

- რატომ გაგეყარა?

- გამოაცხადა, ორსულობის შემდეგ ქმარი შემზიზღდაო. საქმეში ჩაერივნენ ფსიქოლოგები, მეგობრები, არამეგობრები, პროფესიონალები, მაგრამ ტატა გაიძახოდა, - მაგის დანახვაც არ მინდაო. ბავშვი ისე იტანჯებოდა დედამისის გამოხდომებით, რომ ვთქვი, - ოღონდ ჩემმა შვილმა მშვიდად იცხოვროს და მზად ვარ, დედამისისგან
ყველაზე დიდი ცილისწამებაც კი დავიბრალო, რომ სწრაფად გამცილდეს-მეთქი. შემდეგ, როცა უკვე მისი დაქალი"გავხდი, მითხრა, - ვერ ვიტანდი, ქმარს სულ საქმე რომ ჰქონდა. დილით ადრე გადიოდა შინიდან, საღამოს გვიან ბრუნდებოდა. ჩემთვის მხოლოდ საწოლში ეცალაო. ამის გაგებამ გული მატკინა. მე მართლა ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემს ცოლ-შვილს არაფერი მოჰკლებოდა, ზოგჯერ არც მეძინა ხოლმე და შინაც მიმქონდა სამუშაო (რის გამოც არაერთხელ ფარულად დამდგომია თავზე, ეჭვებით შეპყრობილი - ვის ეჩათავებიო).

- არ შეეცადეთ, როგორც "დაქალს" ,შეგეპარებინათ, რომ ცდებოდა?

- ცხადია. მაგრამ ნერვები მეშლება, როდესაც ასეთ სიტყვებს მწერს: "მაკ, შენ რა სხვანაირად დამანახე ის დებილი ბიჭი (ანუ მე, ყოფილი ქმარი). მომენატრა, ხომ არ დავურეკო?"

- როგორც დაქალს, შეხვედრას არ გთხოვს?

- რამდენჯერმე შინ დამპატიჟა. ძალიანაც მინდოდა მისვლა, მაგრამ აბა, როგორ? მართლა ტუტსივით ხომ ვერ გადავიცვამდი!.. სანამ ჩემი ცოლი იყო, მის დაქალებს ვერ ვიტანდი. მეგონა, ისინიც ურევდნენ თავგზას. ახლა, როცა მეც მისი "დაქალი" ვარ, ხშირად ჩათში ყველას ერთდროულად ჩაგვრთავს ხოლმე. როდესაც ყოფილ ქმარზე­ ჭორაობას წამოიწყებს, ყველა მეგობარი კიცხავს, - ცუდად მოიქეცი, რომ არ დაგვიჯერე და ისეთ კარგ ბიჭს გაეყარეო.

- ახლა ურთიერთობის რა ეტაპზე ხართ?

- მე, როგორც დაქალი, ვცდილობ, შევაგნებინო, რომ ქმარს უნდა შეურიგდეს. შედეგი მაქვს. შუამავლის გარეშე ვხვდები ბავშვს, მივდივარ მათთან სახლში და მომყავს. კარს ყოველთვის ტატა მიღებს, გვაცილებს, როცა ბავშვს ვაბრუნებ, კეთილი მეგობარივით მემშვიდობება.
ჩვენ ოჯახური პასუხისმგებლობა არათანაბრად გვქონდა განაწილებული და იმის შედეგია, რაც მივიღეთ. ვიმედოვნებ, ჩემი მცდელობა შედეგს გამოიღებს. ალბათ ერთხანს დავრჩები მის ვირტუალურ ცხოვრებაში, მერე კი გავქრები. მთავარია, მიზანს მივაღწიო და ტატა დავიბრუნო. მას ახლა ისე კარგად ვიცნობ, როგორც არასდროს.

იხილეთ ასევე: "მითხრა, სანამ მოგკლავ, გამშორდიო"
სოფო გამრეკელი
ლალე ლალე
29 აგვისტო 2019 11:54
მინდა გიტხრა ერთი მთლად ვირტუალშიც ნუ დარცები დრო დაგეკარგება ტყუილად და მერე ინანებ წლების ტყუილად დაკარგვაში..მსრომელ მამაკაცს პატივს ვცელ რომ არზის ცოლის კისერზე და ცოტა ქალებს ყურადრება რომ გვიყვარს ნუ გავიწყდებათ..და კიდევ სახვეწარი კაცს ტუ არააქვს არც ქალებს გვაქვს სახვეწნი რამე..ქალები თუ არ დაილია ქვეყანაზე არც კაცებია დალეული თქვენ თუ ნახავთ ქალიც ნახავს ნუ გავიწყდებატ
ვ100კო
27 აგვისტო 2019 10:14
არასდროს არავინ არავის არ უნდა ეხვეწოს... ყველაზე სულელურია სიტყვები "სიყვარულისთვის უნდა იბრძოლო"!
როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი, რომელიც დებილად გათვლის? ხო, "ექსპერტები" ნუ შემედავებით, ერთცოლიანი ვარ 30-წელია და რა დღესაც არ ვენდომები ან არ მენდომება, იმ დღეს დავშორდებით (ღმერთმა დამიფაროს) და მორჩა! პატარა არ ვარ და ჩემი დიდი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ვინც ეხვეწა, ყველას თავზე დააჯდნენ, ქალსაც და კაცსაც...
ლილი
25 აგვისტო 2019 18:47
ღმერთმა დაიფაროს სამყარო ისეთი კაცებისგან,აქ რომ.წერენ," ქალი, ამდენ წვალებად არ ღირსო".ეს ის ხალხია,ვისაც სიყვარულის და ერთგულების გრძნობა არ გააჩნია,ან,არ სწვევია ეს გრძნობა." სიყვარული
ნიჭია...." და რას იზამ,ყველა ნიჭიერი ვერ იქნება. თუ არ გიყვარს ქალი,მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობით ოჯახს ვერ შეინარჩუნებ,დაიტანჯებით ორივე + ბავშვი.ბავშვი,,ყველაზე ცოდვა პერსონაჟი ,მაგრამ, ოჯახში აყალმაყალს,ისევ სიმშვიდე სჯობს. ყოველთვის შეიძლება კომპრომისის გამონახვა,ბავშვი რომ მიხვდეს,როგორ უყვართ. ის კაცი კი ვისაც ეზარება შრომა,საყვარელი ქალის შესანარჩუნებლად,რამდენიმე ოჯახს გამოიცვლის და ჩემოდნით დარჩება ბოლოს რომელიმე კარების წინ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა