"მითხრა, სანამ მოგკლავ, გამშორდიო"
"მითხრა, სანამ მოგკლავ, გამშორდიო"
"ახლა მე უნდა მეღიარებინა ჩაუდენელი დანაშაული. ვიღაც ვიგინდარების ჭორებს იჯერებ და მე არაფერს მეკითხები-მეთქი? - ვუთხარი ჩემს ქმარს და ტირილი წამსკდა"

ორი წლის წინ ჩვენს ქუჩაზე ახალგაზრდა ოჯახი გადმოვიდა, ორი პატარა შვილით. კაცს შაბათ-კვირასღა ვხედავდით. ქალი იმდენად ლამაზი იყო, რომ სამეზობლოში ყველა მასზე ლაპარაკობდა. დაახლოებით ნახევარი წლის წინ ოჯახი მოულოდნელად გაქრა. რამდენიმე დღის წინ იმ გოგოს სკვერში წავაწყდი, ბავშვებს ასეირნებდა. შეცვლილი ჩანდა, თვალებჩაცვენილი. ვერ მოვითმინე და გამოველაპარაკე, თავი შევახსენე.
You must have Flash Player installed in order to see this player.
სევდიანად გამიღიმა, თვალები აუწყლიანდა. ხომ მშვიდობა გაქვთ-მეთქი. ჯერ ჩუმად იყო. მერე გული გამიხსნა.

თათა: - ჩვენი უბნის ბიჭებთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. მაგრამ ერთ ავყიას და ტრაბახას, რომელსაც არაერთი გოგოსთვის გაუტეხავს სახელი, ჩემზეც დაუქადია, - ჩემი გახდებაო. სხვებს უთქვამთ, მაგარი ქმარი ჰყავს, გოგოც ისეთია, არაფერი გამოგივაო...
თურმე ჩემი ფეისბუკის გვერდიდან აღებული ფოტოები დაუმონტაჟებია,
ვითომ ერთად გადაგვეღოს. მისი ტყუილი დაიჯერეს და ფანტაზიებით გაბუქეს - რა ბოთე ქმარი ჰყოლია, ცოლი რქებს ადგამს და ვერაფერს ხვდებაო. ამ ამბავმა ჩემი ქმრის მეგობრების ყურამდეც მიაღწია. ვითომ კეთილისმყოფელებმა ლექსოს უთხრეს, - თათას ყურადღება მიაქციე, რაღაც არასასიამოვნო ხდებაო. გადარეულა ლექსო - რა ხდება, მითხარითო. იმათაც უთქვამთ, თუ როგორ გადავდიოდი ბირჟის ბიჭების ხელიდან ხელში. ვერ წარმოიდგენთ, რა უბედურება
დატრიალდა იმ საღამოს. მამაჩემმა დამირეკა - ბავშვები წამოიყვანე და მოდიო. ისეთი ხმა ჰქონდა, ვერც კი ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ლექსო იქ დამხვდა...

მოკლედ, ლექსოს მამაჩემისთვის მოუყოლია ძმაკაცების ნათქვამი და ახლა მე უნდა მეღიარებინა ჩაუდენელი დანაშაული. ვიღაც ვიგინდარების ჭორებს იჯერებ და მე არაფერს მეკითხები-მეთქი? - ვუთხარი ჩემს ქმარს და ტირილი წამსკდა.
ცხადია, ჩემს მშობლებს ეს არ სჯეროდათ. ჩემმა ძმამ ლექსოს უთხრა, - სჯობდა, ჯერ ეგ ჭორები გაგერკვია, ჩემი დის ცოცხლად დამარხვა რა
კაცობააო. იმან - შენი და მღალატობს და კიდევ ჩემს კაცობას ეხებიო? ატყდა გაწევ-გამოწევა... მე ბავშვებიანად მშობლებთან დავბრუნდი.

- იმ ბიჭებს შერჩათ ეს საქციელი?

- არა, ჩემმა ძმამ ლექსოს წინ აალაპარაკა ყველა.

- ქმარმა ბოდიში არ მოგიხადა?

- დამიჩოქა, მაგრამ გული ისე მტკივა, მისკენ გახედვაც არ მინდა. კაცმა ასე ხელაღებით როგორ შეიძლება დაიჯერო ჭორი. იმ საშინელ საღამოს ასე მითხრა, სანამ მოგკლავდე, გირჩევნია, გამშორდეო.

- ახლა შენი ძმა რას ამბობ?

- მითხრა, თუ გიყვარს და გჯერა, რომ პატივს გცემს, შეურიგდი ქმარს, მაგრამ თუ ფიქრობ, პატრონი არ გყავს და ჩვენთან რამე მოგაკლდება, ეს ნაბიჯი არ გადადგაო. ლექსომ თვალის დახამხამებაში ყველაფერი წყალში ჩაყარა და ასეთი კაცის გვერდით როგორ ვიცხოვრო?

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (7)
ზაზა
14 ივნისი 2017 01:14
დედალი სხვა კიარაფერია
ლალი დეიდას
25 ოქტომბერი 2016 16:59
,,ძმა რომ არ გყოლიყო” - რა ქართულია? სწორია ,, ძმა რომ არ გყოლოდა ” იმეტყველეთ ქართულად, ლამაზი ენა გვაქვს და ნუ ამახინჯებთ !!!
ნინო
25 ოქტომბერი 2016 16:34
ფაქტია, რომ შენი ქმარს საშინელი ეჭვი ჩაუნერგეს, თან უახლოესმა მეგობრებმა, მესმის , რომ გადაირეოდა და რეაქციაც ექნებოდა. ეს იყო ცხელ გულზე ნამოქედარი. თუკი სიმართლე გაირკვა და ეს სიმართლე მიიღო შენმა ქმარმა , თან მოგიბოდიშა და ინანა, რატომ არ უნდა შეურიგდე?ცხოვრების თავიდან დაწყება ორი შვილით და ათასი ჭორებით იქნება ძალიან რთული. შენს ძმას როცა შილები წამოეზრდება, დისშვილებზე მამასავით ვეღარ იზრუნებს. დაფიქრდი და ყველა ჭორიანს , ბოროტს და დაბოღმილს დაანახე, რომ ოჯახი მაინც ვერ დაანგრიეს და თავაწეულმა განაგრძე ცხოვრება. ეს სიცრუე და ჭორები ყველას დაავიწყდება და შენ ამ სიცრუის გამო, რატომ უნდა დარჩე მარტო.
ლალი დეიდა
24 ოქტომბერი 2016 19:19
ძმა რომ არა გყოლიყო,მაშინ?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები