"ქმარმა ექიმების მოქრთამვა სცადა, თქვით, ბავშვი მკვდარი დაიბადაო"
"ქმარმა ექიმების მოქრთამვა სცადა, თქვით, ბავშვი მკვდარი დაიბადაო"
"ექიმმა მითხრა, 10-11 წლამდე იცოცხლებსო. ჯერ სამისაა. მინდა, როცა წასვლის დრო დაუდგება, ერთმანეთის გვესმოდეს და სჯეროდეს, რომ დედას სულ ეყვარება..."

23 წლის ქეთი ლ. შემთხვევით გავიცანი - ქუჩაში მიმავალს ვიღაც ველოსიპედით დაეჯახა. ის ბიჭი არც შეჩერებულა, გაიქცა. წაქცეულს სანამ მივვარდებოდი,­ უკვე ფეხზე იდგა, ტანსაცმელს იფერთხავდა და საბავშვო ეტლში გატრუნულ პატარას ელაპარაკებოდა, - კიდევ კარგი, შენ არ დაგეჯახა, დედიკოო. ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, არასოდეს არავისთან შეეძლება კონტაქტი. ქეთის მშობლებმა ბიჭუნა ევროპის საუკეთესო კლინიკებში წაიყვანეს, არაფერი დაიშურეს. უშედეგოდ. ბავშვს გენეტიკური პრობლემა მემკვიდრეობით
მამისგან ერგო და დაბადებამდე ერთბაშად რამდენიმე მძიმე დაავადების განვითარების მიზეზი გახდა. მამამ ჯერ შეიცხადა­ თურმე, მერე - სხვა ქალთან გავაჩენ შვილს და ჯანმრთელი იქნებაო, უთქვამს და ცოლი განწირულ შვილთან ერთად მიუტოვებია.

ქეთი: - როდესაც ჩემი ქმარი გაიქცა, ტკივილიც კი არ მიგრძნია. მეტიც, ისიც კი ვიფიქრე, - კიდევ კარგი, რომ მე გავაჩინე­ ეს ბავშვი, რომელიც შესაძლოა, ბევრს სამშობიაროშივე დაეტოვებინა-მეთქი. რომ მიდიოდა, ღრიალებდა, - ასი ბავშვი მეყოლება და ყველა ჯანმრთელი, ავადმყოფი შენ და შენი ოჯახი ხართო. უცხოელი ექიმების მოთხოვნით სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ურჩია მამაჩემმა. როდესაც პასუხები მივიღეთ,
აყვირდა, - ეს ჩემს გასამტყუნებლად გააკეთეთ, ყალბი ცნობა იყიდეთო.

- შეიძლება ყველა ბავშვი გენეტიკური­ პრობლემით გაუჩნდეს?

- არა. შესაძლოა, ბავშვი პრობლემის­ მატარებელი იყოს ისე, როგორც ჩემი ქმარია.­ მას გარეგნულად არაფერი ეტყობა.
ძალიან ახალგაზრდა დავქორწინდი. 5 თვის ორსული ვიყავი, ექიმებმა რომ გვითხრეს, ნაყოფი, სავარაუდოდ, პრობლემებით დაიბადებაო. ქმარმა მომთხოვა, - აბორტი გაიკეთეო. უარი ვუთხარი. გაცხარდა. მერე ჩაწყნარდა და მაპარებდა, - თუ ისეთი პრობლემები ექნება, რასაც არ ეშვ­ელება, სამშობიაროში დავტოვოთო. ვერ დამითანხმა და ექიმების მოქრთამვა სცადა,­ - უთხარით, თითქოს ბავშვი მკვდარი დაიბადაო...
იმ აზრთან შეგუება გამიჭირდა, რომ ჩემი შვილი ვერასოდეს გაივლიდა, ვერასოდეს დამიძახებდა დედას, მაგრამ ისევე მიყვარს, როგორც მეყვარებოდა, ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, მეტადაც, რადგან ის თავისი სიჩუმით, მდუმარებით ჩემში ადამიანს ძერწავს. იქნებ მიგებს კიდეც, ესმის კიდეც ჩემი, მაგრამ მე ვერ ვხვდები.

ექიმმა მითხრა, შეიძლება 10-11 წლამდე იცოცხლოსო. ჯერ სამისაა. ვიცი, ამ უბედურებას ვერ ავცდები, მაგრამ მინდა ისე გავძლიერდე, როცა წასვლის დრო დაუდგება, ერთმანეთის გვესმოდეს და სჯეროდეს, რომ დედას სულ ეყვარება...

სოფო გამრეკელი
naira
15 სექტემბერი 2017 12:26
Upali zlieria ar gagsiravs.sascaulebis gjerodes.kovel dge upals madloba utxari.seni svilis hukebistvis,mere ra rom maseti daibada,dedis jvari zlieria ilose xvtisoblis losva uzlieresia. Upali gagazlierebs. Seni kmari ro mixvdeba vvin miatova,bevrs inanebs.vai ro sinanuli zogjer sosxlad ganadgurebs.+
მმმ
14 სექტემბერი 2017 15:39
რამდენი დიდი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს გარშემო ისე, რომ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ მათ არსებობას. უფალი ფარავდეს ამ პატარას, უფალს ყველაფერი შეუძლია. რწმენით ცხოვრება სასწაულებს ახდენს
Nino
15 აგვისტო 2017 17:36
Ufali gfaravdes shenc da shens patarasac shvili rogor unda datovo ar mesmis mec mase moviqceodi is xo sheni sisxli da xorcia gmertma mogivlinos iseti sascauli ro gamojamrteldes da bednierta icxovrot
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა