რატომ მშურს დედაჩემის?
რატომ მშურს დედაჩემის?
ვიცი, შურიანობა ცოდვაა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვერევი. ჩემი შურის საგანი სხვისი კარგი ქმარია...  გაგიკვირდებათ და, ყველაზე მეტად დედაჩემისა მშურს.

მან და მამაჩემმა ორმოც წელზე მეტი იცხოვრეს ერთად, გასაჭირიც შეხვედრიათ, არაერთი დაბრკოლებაც, მაგრამ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და თანადგომით დაუძლევიათ.

საოცარია, როგორ ახერხებდნენ პრობლემების მოგვარებას ისე, რომ ჩვენ, შვილებს, არაფერი გვეგრძნო. ახლა, როგორც კი ოჯახში პატარა დაბრკოლება ჩნდება, ჩემს შვილებს ყველაფერში ხელი ეშლებათ... და ეს მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა არ გახლავთ. ბევრი რამ არის
ისეთი, რაც მე და ჩემს ქმარს შორის უთანხმოების მიზეზი ხდება.

ხომ არ შეიძლება 20 წელი ქრონიკულად იტანდე ქმრის უხეშობას, ალაგ-ალაგ მუშაობას, არასტაბილურობას, საშინელ სიმთვრალეს, უსაქციელობას და ღირსების დაკარგვას? მშურს ჩემი მშობლებისა, რადგან მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ეს გრძნობა კი ჩვენთვის უცხოა, შვილები ამას ხედავენ და
განიცდიან. ფაქტია, რომ მე და ჩემს ქმარს ხასიათების შეუთავსებლობა გვჭირს და სიყვარული კი არა, პატივისცემაც აღარ გვაქვს ერთმანეთისა.

მაშ, რაღა გვაძლებინებს ერთად? ალბათ, ისევ ის ყბადაღებული და ამაზრზენი "რას იტყვის ხალხი" და კიდევ ის, რომ ვაითუ ჩვენს შვილებს ვინმემ წამოაძახოს, - თქვენმა მშობლებმა ერთმანეთს ვერ გაუძლესო... არადა, ეს ყველაფერი სისულელეა. ქმართან 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ ასეთი დასკვნა გამომაქვს: პატარ-პატარა შეცდომებზე, რა თქმა უნდა, შეიძლება თვალების დახუჭვა, მაგრამ საკუთარი ღირსების გათელვისთანავე ქალმა უნდა არჩიოს ცალკე ცხოვრება, რადგან მისი ქმარი აღარასოდეს გამოსწორდება.

ამიტომ, რაც უფრო ადრე დაშორდება ცოლ-ქმარი ერთმანეთს, მით ნაკლებად დაზარალდებიან ბავშვები. კაცმა თუ დაინახა, რომ ცოლმა მნიშვნელოვანი რაღაც აპატია, მერე დაიჯერებს, რომ პატიება ქალის მოვალეობაა, კაცს კი შეუძლია ყველაფერი აურ-დაურიოს და ოჯახის წევრებს გული ატკინოს. მიმტევებლობა გამართლებულია შეგნებულ ადამიანთან, ვინც აღიარებს თავის შეცდომებს, თორემ ღირსებადაკარგულთან ურთიერთობა მგლის თავზე სახარების კითხვაა.

თამარ დ., თბილისი

20 აპრილი 2017 17:54
Gasashvebi sisxli droze unda gaushvaa..wavida is zveli dro hemo kargoo sakutar tavze da shvilebis momavalze unda ifiqro da ara vin eas ityvis da ifiqrebs xalxis enas shen ver moerevi,xalxma miis ojaxs da mis pirad cxovrebas mixedos,xolo sxvis saqmeshi yvela brzenia..gaxsovdes hemo kargo tqven araxart aravis sakutreba mixedet tqvens tavs da jamrtelobas romelic arsad ar iyideba.KUZIANS SAMAREC VER ASWOREBS...sulier simshvides gisurveb
...
20 აპრილი 2017 12:24
ცუდ ადამიანთან ნუ იცხოვრებთ,ღორს მარგალიტის ფასსს ვერ გააგებინებ
მაკა
20 აპრილი 2017 11:01
სისულელეა თავი შეაკლა ადამიანს, რომელიც არანაირ პატივს არ გცემს, თუნდაც ეს შენი შვილების მამა იყოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები