"ჩემს მამამთილს ცოლის მოყვანა უნდა და შინიდან გვყრის"
"ჩემს მამამთილს ცოლის მოყვანა უნდა და შინიდან გვყრის"
"ჩემი მამამთილი ოთახიდან ოთახში დადის და ძაღლივით იღრინება"

რძალ-დედამთილიანზე არა ნაკლები ყოფილა რძალ-მამამთილიანი. ქეთის თქმით, მამამთილი სახლიდან გაგდებას მხოლოდ იმის გამო უპირებს, რომ თვითონ შეირთოს ცოლი.

ქეთი: -მე და ლევანი 12 წლის წინ დავქორწინდით. სამი შვილი გვყავს და ერთმანეთი ძალ­იან გვიყვარს. მყავდა ძალიან კარგი დედამთილი, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა. მამამთილი მანამდე ერთხელ ვნახე, ჩვენს ქორწილზე. მას მერე სულ რუსეთში იყო. როგორც კი დაქვრივდა, საქართველოში დაბრუნდა და იმ დღიდან ოჯახში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყველაფერი­ თავდაყირა დადგა. პატარა ბინაში ვცხოვრ­ობთ­. დედამთილს და ბავშვებს ერთ ოთახში ეძინათ. უხეში კაცი კი ვერ იგუეს შვილიშვილებმა. ჩემმა მეუღლემ მამამისს სთხოვა, მისაღებ ოთახში დაეძინა. გაგიჟდა, - ეს როგორ გამიბედე, ბინა ჩემით
რომ გაქვს, დაგავიწყდაო? საქმე იქამდე მივიდა, რომ ლევანმა უთხრა, - სახლი ჩემს სახელზეა და უფლებებიც მე მაქვს, თუ არ დაწყნარდები, ბინას გიქირავებო. მოკლედ, ბოლო წელიწად-ნახევარია, ჩვენს ოჯახში საღამომ მშვიდად თუ ჩაიარა, ბედნიერები ვართ. ჩემი მამამთილი კი ოთახიდან ოთახში დადის და ძაღლივით იღრინება.

- თქვენი ოჯახის დანგრევას როგორ და
რატომ ცდილობს?

- თურმე იმისთვის, რომ სახ­ლი გათავისუფლდეს, მე და ბავ­შვები უნდა წავიდეთ. ლევანი­ სამსახურიდან რომ ბრუნდება, ისეთ სიტუაციას ქმნის, თითქოს მე მთელი დღე ვავიწროებდი­ და შვილს ეუბნება, -როგორ არ გეცოდები, რომ ამ გომბიოს ჩემზე ბატონობის უფლებას აძლევო.

- რამდენი წლის არის?
- 72-ის. ოღონდ ასაკზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება.­ ცოლის შერთვა განუზრახავს. შეურჩევია კიდეც ჩვენს მეზობლად ჯიხურში მოვაჭრე ქვრივი ქალი. იმას უთქვამს, სახლი არ გაქვს და
სად წამოგყვეო? სასიძოდ შეღერებული ჩემი მამამთილი უფრო გამეცადინდა ჩვენი სახლიდან გაყრით და პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობს ლევანის გასაგიჟებლად.

- შენს ქმარს და-ძმა არ ჰყავს?
- კი, უფროსები, დაოჯახებულები არიან. მულს ვთხოვე, იქნებ დაგვეხმარო და მამაშენი ცოტა ხნით გაგვარიდო-მეთქი. სად წავ­იყვანო, მაგას ჩვენთან თითქმის მთელი ცხოვრება არ ჰქონია ურთ­იერთობაო. ჩემი მაზლის ცოლმა კი - მაგ ავყიას სიცოცხლეს არ გავამწარებინებო.
მოკლედ, შავ დღეში ვართ. ეს ბინაც იმხელა არ არის, რომ გავყიდოთ და ცალ-ცალკე ვიყიდოთ. არც ნაქირავებ ბინაში უნდა გადასვლა, ჩემი ქმარი ეხვეწება, ვისთან ერთადაც გინდა, იმასთან იცხოვრე ქირით, მე გადაგიხდიო. არ მიდის, გამოსავალიც ვერ მოვძებნეთ და უკვე მამამთილზე გამწარებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვუღრენთ. მეშინია, ამ სასტიკი და ბოროტი კაცის განზრახვა არ ასრულდეს და ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ.

სოფო გამრეკელი
17 აპრილი 2017 17:00
ისროლეთ სახლიდან საიდანაც ჩამოვიდა ისევ იქ დაბრუნდეს,
ტტტ
06 აპრილი 2017 15:08
ბინა თუ თქვენს სახელზეა ვერ წაგართმევთ და იმ ქალს ვერ გადაუფორმებს.ასე რომ თქვენ გადადით ქირით და იცხოვრეთ მშვიდად, იცხოვროს მოხუცმა თავისთვის.ასე სჯობია...თუ არადა შეიძლება ოჯახიც დაგინგრიოთ.
Rrrr
22 იანვარი 2017 23:08
Rato ggoniat ROM mamamtilma unda gadavides naqiraveb binashi???! Ketili inebebet da sheeguet gamonaxet saerto ena mamaktiltaan. Dzalian xo gindat misi shromit shedzenili bina?! Xoda amas damsaxureba undaaaaa. An tviton gadabrdzandiit naqiraveb binashii.
nnnn
22 იანვარი 2017 13:51
me dedamtili mkavs egeti verafers izav unda daikidoo
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?