"ჩემს მამამთილს ცოლის მოყვანა უნდა და შინიდან გვყრის"
"ჩემს მამამთილს ცოლის მოყვანა უნდა და შინიდან გვყრის"
"ჩემი მამამთილი ოთახიდან ოთახში დადის და ძაღლივით იღრინება"

რძალ-დედამთილიანზე არა ნაკლები ყოფილა რძალ-მამამთილიანი. ქეთის თქმით, მამამთილი სახლიდან გაგდებას მხოლოდ იმის გამო უპირებს, რომ თვითონ შეირთოს ცოლი.

ქეთი: -მე და ლევანი 12 წლის წინ დავქორწინდით. სამი შვილი გვყავს და ერთმანეთი ძალ­იან გვიყვარს. მყავდა ძალიან კარგი დედამთილი, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა. მამამთილი მანამდე ერთხელ ვნახე, ჩვენს ქორწილზე. მას მერე სულ რუსეთში იყო. როგორც კი დაქვრივდა, საქართველოში დაბრუნდა და იმ დღიდან ოჯახში
ყველაფერი­ თავდაყირა დადგა. პატარა ბინაში ვცხოვრ­ობთ­. დედამთილს და ბავშვებს ერთ ოთახში ეძინათ. უხეში კაცი კი ვერ იგუეს შვილიშვილებმა. ჩემმა მეუღლემ მამამისს სთხოვა, მისაღებ ოთახში
დაეძინა. გაგიჟდა, - ეს როგორ გამიბედე, ბინა ჩემით რომ გაქვს, დაგავიწყდაო? საქმე იქამდე მივიდა, რომ ლევანმა უთხრა, - სახლი ჩემს სახელზეა და უფლებებიც მე მაქვს, თუ არ დაწყნარდები, ბინას გიქირავებო. მოკლედ, ბოლო წელიწად-ნახევარია, ჩვენს ოჯახში საღამომ მშვიდად თუ ჩაიარა, ბედნიერები ვართ. ჩემი მამამთილი კი ოთახიდან ოთახში დადის და ძაღლივით იღრინება.

- თქვენი ოჯახის დანგრევას როგორ და რატომ ცდილობს?
- თურმე იმისთვის, რომ სახ­ლი გათავისუფლდეს, მე და ბავ­შვები უნდა წავიდეთ. ლევანი­ სამსახურიდან რომ ბრუნდება, ისეთ სიტუაციას ქმნის, თითქოს მე მთელი დღე ვავიწროებდი­ და შვილს ეუბნება, -როგორ არ გეცოდები, რომ ამ გომბიოს ჩემზე ბატონობის უფლებას აძლევო.

- რამდენი წლის არის?
- 72-ის. ოღონდ ასაკზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება.­ ცოლის შერთვა განუზრახავს. შეურჩევია კიდეც ჩვენს მეზობლად ჯიხურში მოვაჭრე ქვრივი ქალი. იმას უთქვამს, სახლი არ გაქვს და სად წამოგყვეო? სასიძოდ შეღერებული ჩემი მამამთილი უფრო გამეცადინდა ჩვენი სახლიდან გაყრით და პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობს ლევანის გასაგიჟებლად.

- შენს ქმარს და-ძმა არ ჰყავს?
- კი, უფროსები, დაოჯახებულები არიან. მულს ვთხოვე, იქნებ დაგვეხმარო და მამაშენი ცოტა ხნით გაგვარიდო-მეთქი. სად წავ­იყვანო, მაგას ჩვენთან თითქმის მთელი ცხოვრება არ ჰქონია ურთ­იერთობაო. ჩემი მაზლის ცოლმა კი - მაგ ავყიას სიცოცხლეს არ გავამწარებინებო.
მოკლედ, შავ დღეში ვართ. ეს ბინაც იმხელა არ არის, რომ გავყიდოთ და ცალ-ცალკე ვიყიდოთ. არც ნაქირავებ ბინაში უნდა გადასვლა, ჩემი ქმარი ეხვეწება, ვისთან ერთადაც გინდა, იმასთან იცხოვრე ქირით, მე გადაგიხდიო. არ მიდის, გამოსავალიც ვერ მოვძებნეთ და უკვე მამამთილზე გამწარებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვუღრენთ. მეშინია, ამ სასტიკი და ბოროტი კაცის განზრახვა არ ასრულდეს და ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ.

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (13)
17 აპრილი 2017 17:00
ისროლეთ სახლიდან საიდანაც ჩამოვიდა ისევ იქ დაბრუნდეს,
ტტტ
06 აპრილი 2017 15:08
ბინა თუ თქვენს სახელზეა ვერ წაგართმევთ და იმ ქალს ვერ გადაუფორმებს.ასე რომ თქვენ გადადით ქირით და იცხოვრეთ მშვიდად, იცხოვროს მოხუცმა თავისთვის.ასე სჯობია...თუ არადა შეიძლება ოჯახიც დაგინგრიოთ.
Rrrr
22 იანვარი 2017 23:08
Rato ggoniat ROM mamamtilma unda gadavides naqiraveb binashi???! Ketili inebebet da sheeguet gamonaxet saerto ena mamaktiltaan. Dzalian xo gindat misi shromit shedzenili bina?! Xoda amas damsaxureba undaaaaa. An tviton gadabrdzandiit naqiraveb binashii.
nnnn
22 იანვარი 2017 13:51
me dedamtili mkavs egeti verafers izav unda daikidoo
dato
22 იანვარი 2017 10:23
რას იზავტ ასეა ცხოვრება უნდა გაუზლოტ
hmmm
07 იანვარი 2017 08:57
მოხუცი არც დედამტილი უნდატ და არც მამამტილი. ასეტ ოჯაახსს მეც ვიცნობ . გადასახადსს პენსიონერს ახდევინებენ და მას საავადმკოპოსჰიც არ მიჰყვებიან . დაბინდზურებული დადის კაცი სარეცხის საშვალებებს აყიდვინებენ მაგრამ ტანსაცმელს არ ურეცხავენ. გატბობის და სინატლის პულს ახდევინებენ მაგრამ გატბობას არ ურტავენ . მოკლედ კაცი ტავის სახლში რძლის ,შვილის და შვილიშვილების ხელში ზედმეტია. ამ მსაწყალ მოხუცს ძმა ჰყავს და უსაყვედურა ძმისშვილებს ტუ გული შეგტკივა წაიყვანე და შენს სახლში მოუარეო . აი ესაა შვილს მხოლოდ შენი ქონება უნდა რომ დაბერდები ზედმეტი ხარ .არ არიან შვილები ვალდებულნი მოხუცი შობლების მოვლის მაგრამ არც მშობლები არიან ვალდებულნი დარჩენილი ქონება მხოლოდ მატ მისცენ.
ქ-ნი მარინა
16 დეკემბერი 2016 12:10
ყველაფრის მიზეზი რომ ისევ მატერიალური მდგომარეობაა, ხომ ხვდები?
ჯობია მოიყვანოს ეგ ქვრივი ქალი, წინ ორი პარასკევი დარჩენია, თან მომვლელი მაინც ეყოლება და გადარჩები მაგის რეცხვა -ხეხვას.. (ისე, იმისთვისაც მზად იყავი, 3-4 წელში უკან დაგიბრუნდეს შარდის შეუკავებლობით ან სხვა რამე უარესით)
მთავარია, ეს ბინის ამბავი ისეთი იურიდიული კუთხით მოაგვაროთ, ყველანაირი ოფიციალური გაფორმებებებით, რომ მერე ახალი "სამანიშვილის დედინაცვალი" არ გამოგივიდეთ :)
მწარეა, მაგრამ სიმართლეა
მაკა
21 ნოემბერი 2016 19:09
თუ მამამთილისთვის აპირებს ქირის გადახდას, ამდენი ნერვების გლეჯვას ახალგაზრდები გადავიდნენ ქირით მაშინ
Eka
21 ნოემბერი 2016 11:18
Es imis bralia rom chventan kacebi 40 clis asakshic bavshvebi Arian da dedastan cxovroben, tavisi araferi gaachnuat, xoda adeqit da tqven gadadit naqieavebshi, sanam adamiani cocxalia unda cols moikvans da unda katas tavis saxlshi. Rac ar unda ikos mis gaketebuldhi cxovrobt, da arc imis mjera rom ojaxs gingrevt, rusetshi isev tqvens gamosakvebad iqneboda casuli, rogorc dges amas qalebi aketeben.
Gaizardet bolo bolo da morchit erti adgilis fxanvas da sxvis xelebshi kurebas
nuki
20 ნოემბერი 2016 18:33
ისე ამ კაცებმა რა იციან,მიატოვებენ ოჯახს წლები,მერე რომ გაუჭირდებათ ისევ ბრუნდებიან და აწყობილ და აშენებულ ოჯახს თავდაყირა აყენებენ....ამ ოჯახს კი ვეტყვი,როცა დედამთილი ყავდათ ცოცხალი და როცა იმ ქალს ქმარი ჭირდებოდა გვერდით,ის კაცი თურმე რუსეთში ერთობოდა ხოდა უთხრან ახლა ამ კაცს რომ არაფერში ჭირდებათ ჩაულაგონ ჩანთა და მიაბრძანონ სახლიდან თუ უნდათ რომ მათი ოჯახიც გადარჩეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?