ქალი, რომელიც ყველას შინაბერა ეგონა, დედა ყოფილა და შვილს ფარულად ზრდიდა
ქალი, რომელიც ყველას შინაბერა ეგონა, დედა ყოფილა და შვილს ფარულად ზრდიდა
"დედა-შვილი ცრემლებს იწმენდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. როგორც გაირკვა, გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ დაწერა წერილი, სადაც შვილობილს მისი ბიოლოგიური დედის შესახებ უამბო"

ისეთი ამბავი უნდა გითხრა, რომ შესაძლოა, დამუნჯდე, - ჭორების მოყვარული მეგობრის შემოთავაზებას, მასთან მივსულიყავი, სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი მეგობრის დეიდამ, რომელიც ერთი წლის წინ მძიმედ იყო ავად, თურმე საოცარი საიდუმლო გასცა. ქალი, რომელიც ყველას შინაბერა ეგონა, დედა ყოფილა
You must have Flash Player installed in order to see this player.
და შვილს ფარულად ზრდიდა. ქეთიმ გულაჩუყებულმა მიამბო ეს ამბავი.

- დედაჩემი და
მისი და-ძმები ძალიან მკაცრ ოჯახში გაიზარდნენ. ხუთივე შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ნინო დეიდას გარდა ყველას თავისი ოჯახი ჰყავდა, პაპაჩემის მორჩილები იყვნენ. ნინო დეიდა საოცრად მშვიდი ქალი იყო, მისგან არასდროს მსმენია, რომ ვინმე გაეკილოს, ან ხმა აემაღლებინოს.

- შვილი ჰყავსო, მითხარი.

- სკოლის დამთავრების შემდეგ პაპაჩემს გავლენიანი მეგობრების წყალობით ნინო იმდროინდელ ლენინგრადში მოუწყვია სასწავლებლად და მოხუც ქალთან დაუბინავებია, სადაც ხუთი წელი იცხოვრა. როგორც ახლა გაირკვა, ერთ ზაფხულს იმ ქალს პაპაჩემისთვის დაურეკავს და უთხოვია, გთხოვთ, ნინო ზაფხულშიც ჩემთან დავიტოვო, შეუძლოდ ვარ და მისი დახმარება მჭირდებაო. პაპაჩემი დასთანხმებია. ამ დროს ნინო ორსულად ყოფილა. პოლონელ სტუდენტთან ჰქონია რომანი. ბიჭს უარი უთქვამს ბავშვის და ქალის პატრონობაზე და თავის სამშობლოში დაბრუნებულა. მოკლედ, მშვენიერი ბიჭი გაჩნდა და
ნადეჟდას სიმარჯვის წყალობით თბილისში გაუშვილებიათ. გამზრდელები და ბიოლოგიური დედა შეთანხმებულან, რომ პატარას ერთად გაზრდიდნენ და სამარეში წაიყოლებდნენ საიდუმლოს. მშობლებს ვერ გაეგოთ, მათმა ქალიშვილმა სპეციალობით მუშაობის მაგიერ რატომ მოინდომა ვიღაცის ოჯახში ძიძად მუშაობა, თუმცა, დიდად არ შეწინააღმდეგებიან. მოკლედ, დეიდა იმ ოჯახში დაბერდა, სადაც მისი შვილი გაიზარდა. ბიჭს ჯერ აღმზრდელი მამა დაეღუპა, შემდეგ დედა, მაგრამ ჰყავდა ნინო დედა (ასე ეძახის).

ნინო დეიდას სიმსივნის დიაგნოზი რომ დაუსვეს, სწორედ იმ დღეს, იმ ბიჭმა, ვისაც
ზრდიდა, მოაკითხა და გვთხოვა, ნინოსთან მარტო დამტოვეთო. ცოტა ხანში ოთახიდან სიცილის ხმა გავიგონეთ. მერე ნინომ დაგვიძახა. ორივენი ერთმანეთს ეხვეოდნენ. როგორც გაირკვა, გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ დაწერა წერილი, სადაც შვილობილს ყველაფერი უამბო. მოვიდა ის ბიჭიც, უკვე კაცი, ოთხი შვილის მამა და დედა, რომელიც სულ გვერდით ჰყავდა, მაგრამ ძიძა ეგონა, შინ გადაიყვანა და ახლა ავადმყოფს თავს ევლება. მართლაც საოცარი ქალი აღმოჩნდა დეიდაჩემი, მიკვირს როგორ შეძლო მთელი სიცოცხლე ეტარებინა უმძიმესი ქალის ტვირთი და როგორ მოახერხა, რომ მის შვილს თითქმის წუთითაც არ მოსცილებოდა გვერდიდან.

სოფო გამრეკელი
ხატი
15 აგვისტო 2017 00:32
შვილი გაწირა მამამისისთვის რომ არ ეწყენინებინა...მშიშარა ადამიანი
ნინი
17 აპრილი 2017 16:44
გაიხარონ ასეტმა დედებმა
კლარა
05 მარტი 2017 16:21
ქალიც ის ყოფილააა
ცრემლები გადმომცვივდა
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა