"ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ იცი­ან, რომ მათ მა­ლე დავ­ტო­ვებ"
20-11-2016
"ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ იცი­ან, რომ მათ მა­ლე დავ­ტო­ვებ"
ამ წე­რილ­მა ცხა­რე ცრემ­ლე­ბით ამა­ტი­რა. რამ­დე­ნი­მე დღე ვფიქ­რობ­დი, ღირ­და თუ არა მი­სი და­ბეჭ­დ­ვა, რად­გან ძა­ლი­ან მძი­მე წა­სა­კითხია. მი­სი ავ­ტო­რის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ან მი­სა­მარ­თი რომ ვი­ცო­დე, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი და ვკითხავ­დი: რა­ტომ აკე­თებთ ამას? რა­ტომ უმა­ლავთ ოჯახს სი­მარ­თ­ლეს? იქ­ნებ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა?.. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ქალ­ბა­ტო­ნის­თ­ვის კითხ­ვე­ბის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მეძ­ლე­ვა...

თუმ­ცა, არც წე­რი­ლის და­უ­ბეჭ­და­ო­ბა ივა­რგებს: ეს ხომ მი­სი, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბო­ლო სათხო­ვა­რია.
წე­რი­ლის ავ­ტო­რი სიმ­სივ­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ აქამ­დე არას­დ­როს
არა­ფე­რი სტკი­ო­და. და­ა­ვა­დე­ბამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად იჩი­ნა თა­ვი და დი­აგ­ნო­ზიც ძა­ლი­ან მძი­მეა. იცის, რომ მა­ლე უნ­და და­ტო­ვოს ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და ახ­ლა, ყვე­ლას­გან მა­ლუ­ლად, სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა...

წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:
"გა­მარ­ჯო­ბა. მე ავად ვარ. დი­დი ხა­ნია (უკ­ვე სა­მი თვე­ა) ვი­ცი, რაც მჭირს, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­მა­ლავ. არ მინ­და, დარ­ჩე­ნი­ლი
დღე­ე­ბი მათ ცრემ­ლი­ან თვა­ლებს ვუ­ყუ­რო. არა­და, უკ­ვე ძა­ლი­ან მი­ჭირს ტკი­ვი­ლე­ბის ატა­ნა. ეს წე­რი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, ბო­ლო გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის. მხო­ლოდ ჩემ­მა უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა იცის, რაც მჭირს. მას ყვე­ლა­ფერს და­უ­ფა­რა­ვად ვუ­ზი­ა­რებ. მხო­ლოდ ისაა ჩე­მი ტკი­ვი­ლე­ბის ატა­ნის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და გუ­ლი დარ­დით მაქვს სავ­სე, მა­საც რომ სტკი­ვა ჩემ გა­მო. ვცდი­ლობ, დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი ისე ვიცხოვ­რო, რომ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი გა­მო­ვას­წო­რო და იმ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­ახ­ლოვ­დე, რომ­ლებ­მაც ად­რე მაწყე­ნი­ნეს ან მე ვაწყე­ნი­ნე. მინ­და, ვალ­მოხ­დი­ლი წა­ვი­დე და არა­ვინ თქვას, სიკ­ვ­დი­ლის ღირ­სი იყოო. სიკ­ვ­დილს მხო­ლოდ ის იმ­სა­ხუ­რებს, ვინც თა­ვად კლავს. მე კი არა­ვინ მო­მიკ­ლავს და არც ცუ­დი მი­სურ­ვე­ბია სხვის­თ­ვის...

ეს ავად­მ­ყო­ფო­ბა კი დი­დი გან­საც­დე­ლია, რო­მე­ლიც უფალ­მა ალ­ბათ, იმის­თ­ვის მო­მივ­ლი­ნა, რომ ცოდ­ვე­ბი გა­მო­მეს­ყი­და, სიკ­ვ­დი­ლამ­დე დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემს წარ­სულ­ზე და ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ სა­ბო­ლო­ოდ, გან­წ­მენ­დი­ლი გა­დავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი იმ­ქ­ვეყ­ნი­ურ სამ­ყო­ფელ­ში.
ძა­ლი­ან ვდარ­დობ, ჩე­მი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ ოჯა­ხი რო­გორ გა­ნაგ­რ­ძობს ცხოვ­რე­ბას? რო­გორ აიტა­ნენ უჩე­მო­ბას? არ მინ­და, ძა­ლი­ან დარ­დი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ და შავ ძონ­ძებ­ში გა­მოწყო­ბი­ლებ­მა იარონ. მინ­და, ისე­თი­ვე ხა­ლი­სი­ა­ნე­ბად დარ­ჩ­ნენ, რო­გო­რე­ბიც ახ­ლა არი­ან. ჩე­მი დღე­ე­ბი დათ­ვ­ლი­ლია, მაგ­რამ ამას არ ვნაღ­ვ­ლობ, კარ­გა ხანს ვიცხოვ­რე და ამ­ქ­ვეყ­ნად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სე­ნებს თავს ყო­ველ წუ­თას. ამ ცხოვ­რე­ბა­ში და­ვიმ­სა­ხუ­რე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი. იშ­ვი­ა­თად, მოწ­მენ­დილ ცა­ზე ღრუბ­ლე­ბი რომ გა­მოჩ­ნ­დე­ბა, ისე - იყო წყე­ნაც სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ა­ნის მხრი­დან, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი. მთა­ვა­რია, კაც­თ­მო­ძუ­ლე არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ და ვერც მაქ­ცია ასე­თად წუ­თი­სო­ფელ­მა. (გაგრძელება)
tea
25 იანვარი 2017 05:22
Gmerto shen gadmoxede da daubrune jamrteloba
მარინას
30 ნოემბერი 2016 16:52
ქალბატონო მარინა არა მგონია თქვენ თქვენი თავის გარდა რამე გაწუხებდეთ ამ ქვეყნად .
მარინა
21 ნოემბერი 2016 12:07
მინდა ამ ქალბატონს ვუსურვო რაც შეიძლება სიციცხლისგახანგრძლივება, მაგრამ მინდა სტატიის ავტორ ვთხოვო რომ ასეთ სტატიების გამოქვეყნება რა აუცილებელია? რატომ გრუზავთ სხვებს ისედაც ცხოვრება რთულია, ვინ იცნობს ეხლა მ ქლაბატონს ცნბადია? ვის რაში აინტერესებს ან რა დრიგება მისცა ისეთი რაც სხვამ არ იცოდა და ამ დროს ძალიან დავიგრუზე, კარგით რა...

რედაქტორის რჩევით