"მშობლებმა მხოლოდ იმიტომ მომიძულეს, რომ ქვრივს გავყევი ცოლად"
05-12-2016
"მშობლებმა მხოლოდ იმიტომ მომიძულეს, რომ ქვრივს გავყევი ცოლად"
"ძაღლმა და ბავშვმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, ითამაშეს, ორივე ბედნიერი იყო, რამაც უფროსებიც გაგვამხიარულა"

"მშობლები იმის გამო შემომწყრნენ, რომ ცოლად ქვრივს გავყევი, რომელიც ორ შვილს მარტო უვლიდა. ჩვენი ქორწინებიდან რვა წელი გავიდა. საერთო შვილებიც გვყავს, მაგრამ ჩემიანების გული ვერ მოვიგე, - გულისტკივილით მიყვება ნატა.

- ყველაფერი 9 წლის წინ დაიწყო. მე ძაღლს ვასეირნებდი, ნიკა - უმცროს ვაჟს. ძაღლმა და ბავშვმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, ითამაშეს, ორივე ბედნიერი იყო, რამაც უფროსებიც გაგვამხიარულა. ასე მოხდა რამდენჯერმე.
რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი, ძაღლი სასეირნოდ რომ მიმყავდა, ნიკასა და იმ პატარა "ღილაკთან" (ასე ვეძახდი პატარა ლუკას მაშინ) შესახვედრად მივისწრაფოდი. ერთხელ ნიკას ვკითხე, სულ მარტო რომ ხართ, ალბათ მეუღლე ძალიან დაკავებულია-მეთქი. სევდიანად მიპასუხა, - ლუკას დაბადებას გადაჰყვაო.

ერთ დღეს ბავშვმა დედა რომ დამიძახა, ძარღვებში სისხლი
ჯერ გაჩერდა, მერე კი ისე დაიძრა გულისკენ, რომ კინაღამ გავიგუდე. გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთისგან შორს ყოფნას სჯობდა, მათთან გადავსულიყავი. იმ საღამოს მშობლებს ვუთხარი, რასაც ვაპირებდი, ისიც - ნიკამ თქვენთან მოსვლა და ჩემი ხელის თხოვნა გადაწყვიტა-მეთქი. მამაჩემმა მომახალა, - მოსულიყო, რასაც მიღებდა, ნახავდაო. ავდექი და წამოვედი. დილით დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, - შენი ნივთები მაქედან წაიღე და ბინის გასაღები გამოგზავნეო. თურმე მამაჩემმა გადაწყვიტა, ჩემთვის ნაჩუქარი ბინა წაერთმია. ნიკამ იმ დღესვე გადამატანინა ბარგი თავისთან და მამაჩემს გასაღები გავუგზავნე.

- შენმა დედმამიშვილებმა რა თქვეს?

- ჩემს და-ძმასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მშობლებმა ოჯახში ჩემზე ლაპარაკი აუკრძალეს. ვერ გამიგია, რატომ - ქვრივს ცოლად რომ გავყევი და ორ ობლად დარჩენილ ბავშვს­ დედობას ვუწევ?
ერთ დღეს დედაჩემს ქუჩაში გადავეყარე ჩემს პატარა გოგონასთან ერთად. არ შეგვხედა, ისე აგვიარა გვერდი. მაშინ გულში საშინელმა ტკივილმა დაისადგურა და როცა გამიარა, მივხვდი, რომ მშობლებისადმი სიყვარული დავკარგე.

- ნიკას მშობლები როგორი ადამიანები არიან?

- არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს და მათი დამოკიდებულება მივსებს იმ სიცარიელეს, დედ-მამის გულქვაობის გამო რომ გამიჩნდა გულში.

სოფო გამრეკელი
ხოხ დაასკვნეს მოგონილიაო. და იქნებ რეალობაა
06 სექტემბერი 2018 12:30
ცოტააა ქვრივს გაყლილი ქალი? ცოტაა განაწყენებული მშობელი? მაგრამ კარგით რა მშობლებო გავიდა წლები ეხლა მაინც გაუღიმეთ თქვენს შვილს და შვილიშვილს
ნაკა
16 იანვარი 2017 13:15
მოგონილია თუ არა არ ვიცი,მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რომ ბევრი მშობელი სცოდავს,ფაქტია და თან ვერაფრით ვერ დაარწმუნებ,რომ ბევრი რამ ეშლებათ.რას იზამ.მათი ბშობლის სტატუსიდან გამომდინარე,როგორც შვილი ფიქრობ რომ ,,ჩათრევას ჩაყოლა,, სჯობია
fiso
13 იანვარი 2017 13:13
კი, მოგონილია, მაგრამ კარგი დასასრული რომ აქვს მეც მიხარია.
ცხოველები ძალიან მიყვარს, ხედავთ რამხელა სიკეთე გააკეთა ცუგრიკელამ?

რედაქტორის რჩევით