"ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვა კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო"?
"ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს,  იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვა კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო"?
ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­ა­ტო­ვა. რო­გორც ამ­ბობს, მან ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლო ტკი­ვილს, ჭო­რებს, ბა­რი­ე­რე­ბიც გა­და­ლა­ხა და პრობ­ლე­მებს ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმ­კ­ლავ­და:
- ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­მა­ტო­ვა. დავ­რ­ჩი ორ ბავ­შ­ვ­თან ერ­თად. მათ გაზ­რ­და­ში ხე­ლის შემ­შ­ვე­ლებ­ლე­ბი კი მყავ­დ­ნენ, მაგ­რამ ხომ იცით, რო­ცა ქალს ქმა­რი უდ­გას მხარ­ში, რო­გო­რი უვარ­გი­სი კა­ციც უნ­და იყოს, მა­ინც გგო­ნია, რომ ძლი­ე­რი ხარ, მა­ინც სხვა­ნა­ი­რად ამა­ყი და­ა­ბი­ჯებ ამ ქვე­ყა­ნა­ზე... ფრთა­მო­ტე­ხი­ლი­ვით დავ­რ­ჩი ქმრის სახ­ლი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ. თავს ვიტყუ­ებ­დი, რომ და­მიბ­რუნ­დე­ბო­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, მა­მამ­თი­ლის სახ­ლი­დან არ­სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მით უმე­ტეს, რომ ქა­ლის ხე­ლი სჭირ­დე­ბო­დათ. დე­დამ­თი­ლი
ცოცხა­ლი არ იყო და ვუვ­ლი­დი მო­ხუცს, არც მაზლს ვტო­ვებ­დი უყუ­რადღე­ბოდ, რო­მელ­საც არც ცო­ლი ჰყავ­და და არც შვი­ლე­ბი. თა­ვი­დან ყვე­ლა მა­ქებ­და, მაგ­რამ გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წე­ლი და და­იწყეს ჩურ­ჩუ­ლი: ეს გო­გო ან შტე­რია, ან წა­სას­ვ­ლე­ლი არ­სად აქვს. აბა, მაზლს და მა­მამ­თილს მო­სამ­სა­ხუ­რედ რა­ტომ უდ­გა­სო? არა­და, მშვე­ნივ­რად იცოდ­ნენ, რომ ძლი­ე­რი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვი და ჩე­მი წაყ­ვა­ნა მშობ­ლე­ბის­თ­ვის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, ენას ხომ ძვა­ლი არ აქვს და ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, - იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვა კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო?

- ამ ჭო­რებ­მა თქვე­ნამ­დე რო­გორ მო­აღ­წია?
- მე­ზო­ბელ­მა
გო­გომ მითხ­რა, შენ­ზე ძა­ლი­ან ვდარ­დობ და ვერ და­გი­მა­ლავ, რა­საც უბან­ში ამ­ბო­ბე­ნო. გავ­მ­წარ­დი. ბევ­რი ჩუ­მად ვი­ტი­რე, მაგ­რამ ბო­ლოს სი­მარ­თ­ლე ვერ დავ­მა­ლე და რო­ცა მა­მამ­თი­ლი ჩა­მა­ჯინ­და, - ქმრის გარ­და, კი­დევ რა სა­დარ­დე­ბე­ლი გაქვს? ხომ არა­ფე­რი გაწყე­ნი­ნე­თო? - ვერ და­ვუ­მა­ლე და ვუთხა­რი, რა­საც სა­მე­ზობ­ლო­ში ამ­ბობ­დ­ნენ. გა­და­ი­რია ეს ავად­მ­ყო­ფი კა­ცი და იმ ღა­მეს მი­სი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში წაყ­ვა­ნა მოგ­ვიხ­და, გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა. მად­ლო­ბა უფალს, გა­დარ­ჩა და მე არ გავ­ხ­დი მი­სი სიკ­ვ­დი­ლის მი­ზე­ზი. შინ რომ მო­ვიყ­ვა­ნეთ, მარ­თა­ლია, სუს­ტად იყო, მაგ­რამ მე­ზობ­ლე­ბი მის სა­ნა­ხა­ვად რომ მო­დი­ოდ­ნენ, ყვე­ლას ელა­პა­რა­კე­ბო­და ჩემს სათ­ნო­ე­ბა­ზე: ვე­ცო­დე­ბი, ავად რომ ვარ. თან, შვი­ლის სახ­ლი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ და­ვუ­ჩო­ქე, რომ არ მი­ვე­ტო­ვე­ბი­ნე და აჰა, ხომ ხე­დავთ, რო­გო­რი კე­თი­ლია, გვერ­დი­დან აღარ მშორ­დე­ბა. თუმ­ცა, ახ­ლა ვხვდე­ბი, ჩვენ გა­მო მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბა არ ღირს. ჩემ­მა შვილ­მა ქა­ლის გა­მო მი­ა­ტო­ვა და ახ­ლა, ამა­ნაც უნ­და იფიქ­როს სხვა ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ბი­ნას ვუ­ყი­დი ქა­ლაქ­ში და გა­ვუშ­ვებ და­ლოც­ვილ­სო. არ ვი­ცი, მის­მა სიტყ­ვებ­მა ხალხს გუ­ლი მო­ულ­ბო თუ არა, მაგ­რამ ერ­თი რამ ფაქ­ტია, მო­ხუც­მა სიტყ­ვა შე­ას­რუ­ლა: ცო­ტა და­ნა­ზო­გი ჰქო­ნია, ცო­ტაც და­ა­მა­ტა - ძრო­ხა გა­ყი­და, ღო­რიც და ერ­თო­თა­ხი­ა­ნი, კოხ­ტა ბი­ნა მი­ყი­დეს რა­ი­ონ­ში. ჩემს მაზ­ლ­ზე აუგი არ მეთ­ქ­მის. ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, სახ­ლი­დან რომ უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ერ­თხე­ლაც არ დას­ც­დე­ნია საყ­ვე­დუ­რი იმის გა­მო, რომ მა­მამ ძრო­ხა ან ღო­რი გა­ყი­და ჩვენ­თ­ვის... მითხ­რეს, - ვი­ცით, მშობ­ლე­ბიც გი­პატ­რო­ნე­ბენ, მაგ­რამ შვი­ლი­ა­ნი ქა­ლის­თ­ვის ძნე­ლია თუნ­დაც, დედ-მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა და ვი­ღა­ცის და­მად­ლე­ბუ­ლი ლუკ­მა. ჯო­ბია, მარ­ტო იყო და ყვე­ლა­ნი და­გეხ­მა­როთ, ვიდ­რე ჩვენ გვერ­დით იცხოვ­რო და უმა­დუ­რე­ბი ვი­ყოთ იმით, რა­საც აკე­თე­ბო. თუმ­ცა, ამ ოქ­რო ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის უმა­დუ­რო­ბა არას­დ­როს შე­მიტყ­ვია და არც არა­ს­დ­როს და­უ­მად­ლე­ბი­ათ რა­მე...

- სა­ო­ცა­რი მა­მამ­თი­ლი გყო­ლი­ათ, ძა­ლი­ან გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და გა­ბე­დუ­ლიც.
- ასეა. მა­მა­ჩე­მი გიჟ­დე­ბო­და, - გათხო­ვი­ლი ქა­ლი ცალ­კე რა­ტომ უნ­და ცხოვ­რობ­დე­სო? მას ჩემ­ში ეჭ­ვი ეპა­რე­ბო­და, მა­მამ­თილ­მა კი ეს ნა­ბი­ჯი თა­მა­მად გა­და­მად­გ­მე­ვი­ნა. ის მე­გობ­რუ­ლა­დაც ამო­მიდ­გა მხარ­ში და მა­მაშ­ვი­ლუ­რა­დაც. თვე­ში ერ­თხელ, სოფ­ლის პრო­დუქ­ტებს გვიგ­ზავ­ნი­და. მეც არ ვი­ვიწყებ­დი ამ კე­თილ მო­ხუცს და ვიდ­რე ცოცხა­ლი იყო, შვი­ლებ­თან ერ­თად, კვი­რა­ში ერ­თხელ მა­ინც ჩავ­დი­ო­დი სო­ფელ­ში, სახლს ვუ­ლა­გებ­დი, თბილ საჭ­მელს ვუმ­ზა­დებ­დი. რო­ცა ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და, ჩემ­თან წა­ვიყ­ვა­ნე და ბი­ნა­ში ვუვ­ლი­დი. რო­გორც მე­რე თა­ნა­სოფ­ლელ­მა მე­გო­ბარ­მა მითხ­რა, სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­ჯე­რეს მე­ზობ­ლებ­მა ჩე­მი სათ­ნო­ე­ბა და ირ­წ­მუ­ნეს, რომ კე­თი­ლი გუ­ლი არ მიშ­ვებ­და ქმრის ოჯა­ხი­დან, თო­რემ საქ­მე გა­საქ­ცე­ვად ნამ­დ­ვი­ლად მქონ­და. მა­მამ­თი­ლი ჩე­მი სახ­ლი­დან გა­ვას­ვე­ნეთ და მად­ლი­ერ­მა მაზ­ლ­მაც, ხალ­ხის გა­სა­გო­ნად მა­ქო და მა­დი­და. მა­მის გას­ვე­ნე­ბა­მაც ვერ მი­იყ­ვა­ნა სა­კუ­თარ სახ­ლ­ში ჩე­მი ქმა­რი. არა­და, ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იყო და ჩვენ შე­სა­ხე­ბაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ფე­რი იცო­და.

- შე­იძ­ლე­ბა გკითხოთ, თქვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი რა იყო?
- კი, ბა­ტო­ნო, გეტყ­ვით: მი­ზე­ზი ქა­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მე და ელ­გუ­ჯამ ერ­თ­მა­ნე­თი ავ­ტო­ბუს­ში გა­ვი­ცა­ნით. (გაგრძელება)
რაგაცა
03 მარტი 2017 03:42
ვინც როგორია სხვაზეც მას იფიქრებს...ყველა თქვენაირ ადამიანს ვაფასებ..
...
02 მარტი 2017 16:15
სიკეყის კეთება ვისაც უანგაროდ არ.შეუძლია.ასეთი ბინძური.აზრები.იმიტომ აწუხებთ
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თვის კითხვადი სტატიები