"16 წლის შემდეგ შვილებმა დამაბრუნეს"
16-01-2017
"16 წლის შემდეგ შვილებმა დამაბრუნეს"
ძალიან მძიმეა ამდენი წლის შემდეგ უშენოდ გაზრდილი შვილების ნახვა. ეფერები, ეძებ ნაცნობ შტრიხებს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში თვალებიდან არ ამოგდიოდა და ვეღარ პოულობ, რადგან ისინი გაიზარდნენ. ამას ემატება გაუცხოება, მათთვის სხვები უფრო ახლობლები გამხდარან, ვიდრე დედა, და ძალიან დიდი სითბოსა და სიყვარულის მიუხედავად, სახლში თავს იმ სტუმარივით გრძნობ, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ. მე თავიდან ვიწყებ ჩემს ოჯახში ცხოვრებას, შვილებს ვეცნობი

"შვილები 16 წლის წინ დავტოვე საქართველოში და რომ მეგონა,
იმედისა და ოცნებების ასრულების გზას დავადექი,­ თურმე... 2017 წლის დადგომისას შინ დავბრუნდი, უფრო სწორად, შვილებმა დამაბრუნეს, მათ, ვისთვისაც გადავიხვეწე, მაგრამ დიდი ვერაფერი გავუკეთე", - ამბობს ქალი, რომელიც დიდხანს ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, თუმცა ამ თემაზე საუბარს ერიდება.

ლეილა: -
ძალიან მძიმეა ამდენი წლის შემდეგ უშენოდ გაზრდილი
შვილების ნახვა. ეფერები, ეძებ ნაცნობ შტრიხებს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში თვალებიდან არ ამოგდიოდა და ვეღარ პოულობ, რადგან ისინი გაიზარდნენ. ამას ემატება გაუცხოება, მათთვის სხვები უფრო ახლობლები გამხდარან, ვიდრე დედა, და ძალიან დიდი სითბოსა და სიყვარულის მიუხედავად, სახლში თავს იმ სტუმარივით გრძნობ, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ. მე თავიდან ვიწყებ ჩემს ოჯახში ცხოვრებას, შვილებს ვეცნობი.

- სად იყავით ამ ხნის მანძილზე?

- 16 წლის წინ საბერძნეთში არალეგალურად გადავედი. ვინც წამიყვანა, მისი ვალი მქონდა და ვიღაც მის ნაცნობთან რესტორანში მამუშავებდა - ვალაგებდი, ვრეცხავდი... როგორც კი ვალი გავუსტ­უმრე, მიმაგდო. მუხლებში ჩავუვარდი, ვთხოვე, მიშველე, ხომ იცი, რატომაც წამოვედი, სახლში სიმსივნით დაავადებული ქმარი, ორი ბავშვი და მოხუცი დედამთილი დავტოვე-მეთქი. ნეტავ ქუჩაში მათხოვრად გავსულიყავი.­.. მითხრა, ერთი კვირა მაცალე და ყველაფერი კარგად გექნებაო და კოშმარიც დაიწყო...
რამდენიმე დღის შემდეგ გვიან ღამით მოვიდა, მანქანა გველოდება, ჩაიბარგე და წამოდიო... სამი წელი არ ვიცოდი, სად ვიყავი. ჯერ პროსტიტუციაში ჩაბმა შემომთავაზა - კარგ ფორმაში ხარ, ბევრი კლიენტი გეყოლებაო. თავის მოკვლა რომ დავაპირე, მითხრა, მაშინ ქალებს ჩაგაბარებ და მათ მოვლაში მომეხმარეო. ასე გავხდი ბორდელის ადმინისტრატორი.

- ვინ იყო ის კაცი თქვენი?

- ნათესავი. ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი გახრწნილი იყო. მეუბნებოდა, რომ ფულს ჩემს ოჯახს უგზავნიდა, მე კი ოჯახთან კონტაქტის საშუალებას არ მაძლევდა. მხოლოდ 6 წლის შემდეგ შევძელი შინ პირველად დარეკვა. ჩემი მეუღლე სიმსივნისგან გარდაცვლილიყო. ოჯახს მეც მკვდარი ვეგონე, რადგან ჩემგან არაფერი სმენოდათ და არც ფული მისვლიათ. იმ გარეწარს ჩემებისთვის თავიდან უთქ­ვამს, კარგად მოვაწყვე და შეგეხმიანებათო, მერე თურმე იცრუა, იმ რესტორანში რაღაც დაიკარგა და შიშის გამო ლეილა იქიდან გაიპარა, მის გზა-კვალს ვერ მივაგენიო.

- მისგან თავი როგორ დააღწიეთ?

- ბორდელში ერთი ქართველი ქალი დადიოდა... ჩემს ამბებს ვუყვებოდი და ძალიან ვეცოდებოდი. მერე ის არაკაცი ავარიაში დაიღუპა. ამ ქალმა­ დამაყენა ფეხზე, თავშესაფარი მიშოვა, შვილებთან დამაკავშირა, მალე ფულის გაგზავნაც დავიწყე.

- რატომ აქამდე არ დაბრუნდით?

- უკიდურეს სიღარიბეში იყვნენ ჩემი შვილები და ნახევრად დავარდნილი დედამთილი, რომელსაც ჩემი სახელის გაგონებაც აღარ უნდოდა... შარშან ბავშვებმა თვითონ მომძებნეს და ახალი წლის დადგომამდე ჩამომაკითხეს, დაბრუნდიო...

სოფო გამრეკელი
14 ივლისი 2018 00:41
რა სისულელეა 16 ცელი ბავსჰვებს რო არ დაელაპარაკა როგორ გაზლო

დეა
11 აპრილი 2018 23:57
რა ზღაპრებს წერთ , არ გეზარებათ წერააა.;;; თუ თემები შემოგელიათ .;;
vika
08 აპრილი 2017 01:54
Upleba gaqvt ki shvilebs siyvaruli mostxovot???

რედაქტორის რჩევით