"...შენი ჭკუის დარიგებაღა მაკლიაო, ისე მიღრიალა დედამთილმა, კარგა ხანს გონს ვერ მოვედი"
13-03-2017
"...შენი ჭკუის დარიგებაღა მაკლიაო, ისე მიღრიალა დედამთილმა, კარგა ხანს გონს ვერ მოვედი"
რძალი ჩივის, რომ მის დედამთილს ამქვეყნად არავის დანახვა­ არ უნდა საკუთარი ძაღლის გარდა, რომლის გამოც შვილი, რძალი და პატარა შვილიშვილი სახლიდან გაყარა.

ნატა კ.: -
ჩემს დედამთილს ერთი ბებერი მეტისი ჰყავს, დიდი კაპასი რამეა. მათ ოჯახში შესვლის დღიდან ვერ მიტანს, საკბენადაც არაერთხელ გამოიწია. ჩემი დედამთილი ყოველთვის მე მტუქსავდა, ძაღლი გრძნობს, რომ არ გიყვარს, ცოტა თბილად მოექეცი და ისიც დაგიტკბებაო. ვიტანდი ამ ტერორს, იმასაც, რომ დედამთილი თავის დაქალებთან მჭორავდა - ძაღლები
რახან არ უყვარს, ადამიანებიც არ ეყვარებაო.

- თქვენი მეუღლე რას ამბობდა?

- ისიც მე მამშვიდებდა, ხომ ხედავ, ძაღლი ბერდება, ცოტაც მოითმინეო.

- სახლიდან რატომ გაგაგდოთ?

- როცა სადეკრეტო შვებულება ამომეწურა და სამსახურში გავედი, ბავშვს დედამთილს ვუტოვებდი. ძალიან ბევრჯერ მე და ჩემს მეუღლეს გვინახავს, ძაღლის ბეწვში
იწვა ჩვილი. მე ვერ ვბედავდი ამის გამო ხმის ამოღებას, ჩემმა ქმარმა კი უსაყვედურა. კინაღამ გაგიჟდა - თუ აქ არ მოგწონთ, სადაც გინდათ, იქ იცხოვრეთ. ეს სახლი ჩემია და თქვენ არ გკითხავთ, როგორ უნდა ვიცხოვრო, რა უნდა მყავდესო. მოკლედ, გაგვლანძღა, - ნეტავ თქვენ უვლიდეთ შვილს ისე, როგორც მე ჩემს ბუსუსას ვუვლიო.
იმ ქალისგან, რომელიც შვილს და შვილიშვილს შინიდან ყრის, ძაღლზე ასე თანგადაყოლა გულისამრევია. ყოველ საღამოს თვითონაც იფენს თვალებზე გვირილის ნაყენის სალბუნებს, ძაღლსაც აფენს.

- თუ ასეთი მოვლილია და საშიში არაფერია, არ სჯობდა, დამშვიდებულიყავით?

- როგორ? ექიმმა გვითხრა, ძაღლი ბავშვთან საშიშიაო. ვთხოვე დედამთილს, როდესაც ბავშვთან მარტო დარჩებით, ძაღლი აივანზე გაიყვანეთ-მეთქი. შენი ჭკუის დარიგებაღა მაკლიაო, ისე მიღრიალა, კარგა ხანს გონს ვერ მოვედი.

- ახლა სად ცხოვრობთ?

- მამამთილმა ბინა გვიქირავა - ის დიდი ხანია გაცილებულია ჩემს დედამთილთან და მეორე ცოლთან ცხოვრობს. ჩემმა დედამთილმა ოჯახს ძაღლი ამჯობინა.

სოფო გამრეკელი
inga
24 მაისი 2018 11:54
აუ! "ვისაც ცხოველი არ უყვარს ადამიანს ვერ შეიყვარებს" ... ცხოველი შეიძლება გიყვარდეს მაგრამ ცხოველთან ცხოვრება არ მოგწონდეს! "იმიტომ გეზრდებათ სადისტი შვილები"-ვიღაც "გენიოსი" წერს :) ჰიტლერი გიჟდებოდა ძაღლებზე-ეს რაც ყველამ იცით, ისე მე ბევრი ვიცი, ძაღლი და კატა რომ ძალიან უყვარს და ადამიანები სძულს და ბოროტებაზეც არ იხევს უკან ... ასეთი არანორმალური დამოკიდებულება უკვე გადახრა და ავადმყოფობაა
...
24 დეკემბერი 2017 11:19
berdznuli gamonatkvamia..shors da sikvarulito. daushvebelia ckvili shvilebis garda sva vinmestan cxovtobdnen..mashi kvela kmakobili da gaxarebulia
მარია
24 დეკემბერი 2017 02:09
ბებია ძაღლს რომ ამჯობინებს შვილიშვილს ის იმ ძაღლის ჯიშისაა .! და იმ ბებიას ვინც დაიცავს ისიც ცხოველის დონეზეა.!

რედაქტორის რჩევით