ყველაზე პოპულარული დიეტა
20-03-2017
ყველაზე პოპულარული დიეტა
გაზაფხულის მოსვლისთანავე დიეტების თემა აქტუალური გახდა. ხშირად წონაში კლება ორგანიზმისთვის სტრესულია, არასწორმა დიეტამ, შესაძლოა, შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვიოს. რა არის ის მთავარი წესები, რომელიც დიეტის დროს უნდა დავიცვათ, ამ საკითხზე დიეტოლოგი ლაშა უჩავა გიამბობთ:

- დიეტა გულისხმობს სწორ, დაბალანსებულ, ჯანსაღ, რაციონალურ კვებას და მისი, ანუ სწორი კვების პრინციპების დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში აუცილებელია. თუმცა არსებობს სამკურნალო, ასევე სხვადასხვა დიეტოლოგისა და უბრალოდ, ცნობილი ადამიანის სახელობითი დიეტებიც. მაგალითად, ჯულია რობერტსის, ანჯელინა
ჯოლის, პენელოპა კრუსის, ნიკოლ კიდმანის და ა.შ..
არსებობს ატკინსის, მეიოს კლინი­კის, კემბრიჯის, პალეოს, ბერგის, დუკანის (საქართველოშიც ძალიან პოპულარულია) სამკურნალო დიეტებიც. თუმცა ყველას თავისი ჩვენება და უკუჩვენება აქვს...

ჯულია რობერტსის დიეტა:

გაღვიძებისთანავე: 350 მლ მინერალური წყალი.
საუზმე: 100 გ მოხარშული ორაგული,­ 150-200 გ ჰერკულესის ფაფა (წყალზე
მომზადებული), მწვანე ვაშლი, 350 მლ მინერალური წყალი.
მეორე საუზმე: 250 გ მოხარშული ორაგული, მწვანე სალათა (ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით), 350 მლ წყალი.
სადილი: 50 გ მოხარშული ქათმის მკერდი, 4 ნიგვზის ლებანი, მწვანე ვაშლი, 350 მლ მინერალური წყალი.
სამხარი: 250 გ მოხარშული ორაგული, მწვანე სალათა (ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით), 350 მლ მინერალური წყალი.
ძილის წინ: 50 გ მოხარშული ქათმის ხორცი, 4 ნიგვზის ლებანი, მწვანე ვაშლი, 350 მლ მინერალური წყალი.

"სუხიშვილების" ახალი თაობის დიეტა

საქართველოში ყველაზე პოპულარულია "სუხიშვილების" დიეტა:
0,5 ლ მაწონი; 1 ს/კ ხსნადი ყავა; 1 ს/კ თაფლი; 1 ს/კ არაყი ან კონიაკი.
ეს ინგრედიენტები ერთმანეთს გადაურიეთ და მიიღეთ მთელი დღის მანძილზე მაქსიმუმ 6 დღის განმავლობაში.

"ყველაზე ეფექტიანი ცილოვანი დიეტაა, თუმცა..."


- რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასწორად შერჩეულმა დიეტამ?

- სავალალო შედეგებამდე. სანამ მას მივმართავთ, აუცილებელია კვლევების ჩატარება, რათა ორგანიზმის მდგომარეობა შეფასდეს.
ყველაზე ეფექტიანია ცილოვანი დიეტა, თუმცა მისი დიდი ხნით დაცვა არ შეიძლება, ხოლო გარკვეული დაავადებების დროს - გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, თირკმლის პათოლოგიების - საერთოდ აკრძალულია.

- რომელ დიეტას ურჩევდით ქალებს,­ ზაფხულს სასურველი წონით რომ შეხვდნენ?

- ყველაზე კარგი დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობაა, რაც გულისხმობს, რომ კვების რაციონში უნდა შედიოდეს ყველა საყუათო ნივთიერება, რაც ორგანიზმს სჭირდება: ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მიკრო-მაკროელემენტები, ვიტამინები, წყალი.
ჩემთვის მისაღებია კვების შემდეგი პრინციპი: 9 საათზე - საუზმე; 12 საათზე - ხილი; 15 საათზე - სადილი (ხორცი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი); 18 საათზე - ხილი; 20 საათზე - რძის ნაწარმი ან ბოსტნეული.

ყველაფერი უშაქროდ და უმარილოდ, პური, მაქსიმუმ, სამი ნაჭერი. დღის განმავლობაში უნდა დავლიოთ 2 ლიტრი წყალი. 10 დღეში ერთხელ სასურველია განტვირთვის დღე: 500 მლ მაწონი ან 1.5%-იანი კეფირი, 1კგ კიტრი ან ხილი.

ნინო წიფურია
Rusa Machutadze
27 მარტი 2017 12:08
მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის

რედაქტორის რჩევით