როგორი ცოლები არსებობენ
03-04-2017
როგორი ცოლები არსებობენ
ოჯახი! რამდენ რამეს იტევს ეს სიტყვა! ჯანსაღ აზრსა და სიგიჟეს, ბობოქარ სიყვარულს, გაუცხოების სუსხს, სიმშვიდესა და ცხარე ცრემლებს, სიხარულსა და კაეშანს. ოჯახი ორი ადამიანია, პერსპექტივაში კი სამი, ოთხი, ხუთიც... ყველაფერი ცოლისა და ქმრისგან იწყება, რომლებსაც დაქორწინებისას გააჩნიათ უფლებები და ერთმანეთის, საზოგადოების წინაშე ვალდებულებებს იღებენ, ურთიერთობები ხომ უამისოდ ლიტონი სიტყვებია, ოჯახის ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ცოლ-ქმარი. რადგან სწორედ ოჯახში გვერდიგვერდ სუფევს სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, კეთილგონიერება და
სიბრიყვე, მატერიალური სიმდიდრე და სულის სიღატაკე.

დღეს ცოლებზე ვისაუბრებთ. როგორი არიან ისინი? შესაძლოა ქვემოთ ჩამოთვლილ ტიპებში საკუთარი თავიც ამოიცნოთ, შესაძლოა, დაუყოვნებლივ მოისურვოთ რაიმეს შეცვლა საკუთარ თავში. ცოლების კლასიფიკაცია საკმაოდ ფართოა:

ცოლი - მმართველი


არ უყვარს მუშაობა, მომეტებულ დროს უსაქმურობაში ატარებს, მისი საუკეთესო მეგობარი კი სიზარმაცეა.
ძალიან მომთხოვნია ქმრისადმი, მიაჩნია, რომ ყველა მის წინაშეა ვალდებული. ოჯახში არანაირი სიახლის შეტანა არ სურს და ქმრის მიერ გაკვალულ გზაზე მიაბიჯებს.

ცოლი - მძარცველი


ყველაფერში უმაქნისია - მეურნეობაში, ვაჭრობაში, თუმცა თავისი საქციელით მიანიშნებს, რომ ქმრის ქონების მფლობელია. მამაკაცი ამას ეწინააღმდეგება, მაგრამ ადრე თუ გვიან ასეთი ცოლი მაინც მიაღწევს, რომ ქმარმა მისი უპირატესობა აღიაროს.

ცოლი - მკვლელი


ქმრისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, პატივისცემასა და სათნოებას არ ამჟღავნებს. ნებისმიერი შესაძლებლობისას ქმრის შეცდომებს გამოეკიდება, ზურგს უკან კი მის ნაკლოვანებებზე მეგობრებთან ერთად იცინის.

ცოლი - დიასახლისი


ასეთი ცოლის ქმარი მუდამ დანაყრებული, სუფთა და მოვლილია. დიასახლისი მზადაა, დღე და ღამე რეცხოს, აუთოოს, კერძები ამზადოს, სექსისთვის არ სცხელა, რადგან სხვა პრიორიტეტები აქვს: დარეცხილი ჭურჭელი, გახამებული პირსახოცები, ქათქათა თეთრეული, გემრიელი სადილი. სამწუხაროდ, ასეთი ცოლების ქმრები ალერსსა და ინტიმს სხვაგან ეძებენ. კარგია, როცა ქმარი დანაყრებულია, თუმცა ბედნიერი ოჯახის წინა პირობა დანაყრებული და დაკმაყოფილებული ქმარია. ასე რომ, დიასახლისო ცოლებო, ურიგო არ იქნებოდა, პრიორიტეტები შეგეცვალათ.

ცოლი - მოსამსახურე


მუდამ ემორჩილება ქმარს, არასოდეს ბრაზობს, მაშინაც კი, როცა აწყენინებენ. მუდამ მშვიდია და წონასწორობიდან მის გამოსაყვანად დიდი ძალისხმევაა საჭირო.

ცოლი - საქმიანი

ყველგან და ყოველთვის სამსახურზე ფიქრობს. შინ ან კომპიუტერს უზის, ან ტელეფონით საუბრობს. ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მუდამ დაძაბულია, მის ტვინში კი ბობოქარი და რთული პროცესები მიმდინარეობს, აზრებითაც მუდამ შორსაა. ასეთ ცოლს მისნაირი საქმიანი ქმარი სჭირდება.

ცოლი – საყვარელი ბავშვი

ესაა ცოლი, რომელიც "სასათბურე" პირობებში გაიზარდა. ყმაწვილქალობაში სასიყვარულო რომანებს კითხულობდა, შედეგად კი მოწიფული ცხოვრებისათვის სრულებით მოუმზადებელი და მიამიტი აღმოჩნდა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას და როგორ გადაწყვეტს ქმარი.

ცოლი - დედიკო

ერთგული, თბილი, სათნო და მეტისმეტად მზრუნველია. ასეთ ოჯახში ქმრისადმი დამოკიდებულება დედა-შვილის ურთიერთობას უფრო ჰგავს. გამუდმებული ზრუნვა ქმარ - ვაჟიშვილზე, მისი ყოველდღიური მოხსენება იმის შესახებ, თუ სად იყო, რას აკეთებდა, რა ჭამა... არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ ცოლი-დედიკოს ქმარი ინფანტილურ, ახირებულ, ჯიუტ ბიჭუნად გადაიქცევა.

ცოლი - ახლო მეგობარი

ასეთი ქალი იქცევა მეგობარივით, რომელიც ქმარს დიდი ხანია არ უნახავს.­ მას ახარებს ქმრის ყოველი გამოჩენა, სულით–ხორცამდე ერთგულია.

ცოლი - საყვარელი

ასეთი ცოლი მზადაა, დღე და ღამე საწოლში იწვეს ბობოქარი ჟინის დასაკმაყოფილებლად. ძილსა და კვებას სექსი ურჩევნია. ოჯახურ საქმეებში მაინცდამაინც ხელმარჯვე ვერ არის. ქმრებს უყვართ ასეთი ცოლები, თუმცა უმეტესად, პირველი ორი დღე, შემდეგ კი ან ტელევიზორის ყურება მოუნდებათ, ანდა საუბარი.

ცოლი - ტანჯული

უბედურია ყველგან და ყველაფერში. ეჩვენება, რომ ქმარს არასაკმარისად, ანდა საერთოდ არ უყვარს, შვილები ცუდად იქცევიან და იმედს უცრუებენ, სამსახურში არ აფასებენ, მეგობრებს მისი არ ესმით, ბინა საკმარისად ფართო არ არის, თითზე კი ისეთი ბეჭედი არ უკეთია, მას რომ უნდოდა. მოკლედ, ყველაფერი ცუდადაა, პერსპექტივაში კი - უარესად.

ცოლი - დედოფალი

ცისფერსისხლიანი ქალია, ამიტომ ძალიან მომთხოვნიცაა. მან ხომ უზარმაზარი მოწყალება გაიღო, როცა ცოლად ჩვეულებრივ მოკვდავს გაჰყვა. თანაც, ამას ქმარს წამდაუწუმ ახსენებს. ის ახირებული, მომთხოვნი და მფლანგველია.

ცოლი – კრიტიკოსი


ასეთი ცოლი დღე და ღამე ჭკუას არიგებს, აკრიტიკებს, აკონტროლებს და ნოტაციებს უკითხავს ქმარს. ხშირად სრულებით უმიზეზოდ გამოუსწორებელ ნაკლოვანებებზე მიუთითებს. დარწმუნებულია, რომ მისი რჩევა-დარიგებები ოჯახისთვის მხოლოდ სასიკეთოა.

ძვირფასო ქალებო, შემთხვევით საკუთარი თვისებები ხომ არ შენიშნეთ ზემომოყვანილ ტიპოლოგიაში? მართალია, ასე მკვეთრად გამოკვეთილი ტიპები ცოტაა, თუმცა ყველა ჩვენგანს რაღაც თვისება მათგან მაინც გვაქვს ნასესხები. არადა, ძალიან გვინდა, რომ სტერეოტიპები დავამსხვრიოთ და ჩვენმა ქმარმაც კითხვაზე: როგორი ცოლები არსებობენო, მიუგოს - კარგი, ისეთები, როგორიც ჩემი ცოლია...
:)))
09 მაისი 2017 13:50
იმიტომ ვერ ნახე,რომ არ არსებობ.
ნონა
16 აპრილი 2017 17:30
ჩემი კატეგირია ვერ ვიპოვე.3 ადგილზე რომ მუშაობ,სახლშიც რომ მუშაობ და საოჯახო საქმეებსაც რომ აკეთებ.საღამოს ქმარი რომ ეუბნება რატომ არ მეფერებიო და დღისით თუ ვნახე,სახლი რატომ არაა დალაგებულიო

რედაქტორის რჩევით