ჩემი ტკბილი ქართველი ნენე
10-04-2017
ჩემი ტკბილი ქართველი ნენე
"მაპატიოს ჩემი ბიოლოგიური დედის სულმა, მაგრამ სულ მგონია, იმას რომ არ გავეჩინე, გულნარას შვილად დავიბადებოდი"

გულნარა საქართველოს ერთ-ერთი მთიანი სოფლიდან არის. მრავალი წელია, თურქეთში ცხოვრობს და ერთ ოჯახში უკვე მეორე თაობას ზრდის.­ ოჯახის უფროსს რომ ჰკითხოთ, გულნარა თქვენი მოსამსახურეაო, ძალიან შემოგწყრებათ. გულნარა თურქი ბიჭის გურჯი ნენეაო, - დამტვრეული ქართულით გეტყვით მურათი.

ქვეყანა რომ აირია, დაქვრივებული ქალი შვილების გადასარჩენად ლაზი ნათესავის
დახმარებით თურქეთის ერთ პატარა ქალაქში მოსამსახურედ დაუდგა ოჯახს. სახლს ალაგებდა და საჭმელს ამზადებდა, პატარა ბიჭი, მურათი, საბავშვო ბაღში დაჰყავდა. ერთხელაც პატარა ავად გამხდარა. დედას სამსახურიდან გათავისუფლება გასჭირვებია და ბიჭი გულნარასთვის მიუნდვია. გულნარა ერთი კვირა უვლიდა სიცხიან პატარას, გამოჯანმრთელებულმა ბაღში სიარულზე უარი განაცხადა, - შინ გულნარასთან ერთად დავრჩებიო.

მურათი: -
ჩვენს ოჯახში მისი მოსვლიდან ორი წლისთავზე
ჩემი მშობლები ავტოკატასტროფაში მოყვნენ. მამა მაშინვე დაიღუპა. დედამ 8 თვე იცოც­ხლა, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ბოლო სამი თვე შინ გვყავდა. გულნარა­ უვლიდა. დედის გარდაცვალების შემდეგ ბებიამ და ბაბუამ სტამბოლში წაყვანა დამიპირეს. გულნარა დაითხოვეს. ისტერიკა დამემართა. დავკარგე მშობლები და ვკარგავდი გულნარასაც. მაღალი სიცხეები მწვავდა. ექიმებმა ვერაფერი მომიხერხეს, თქვეს, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვსო.
კარგად მახსოვს, გულნარა "ნანას" როგორ მიმღეროდა, იტყოდა, ანგელოზებმა მოუარონ ჩემს ბიჭებს - მურათს, ალეკოს და დათუნასო. ვეკითხებოდი, ის ორი ბიჭი ვინ არის-მეთქი. მპასუხობდა, ვინც საკუთარი დედა გამოგიგზავნესო. მოგვიანებით ისინიც გავიცანი და ახლა ძმებივით ვართ.

- საქართველოში რომ მოდიოდა, გიჭირდა მასთან განშორება?

- სანახევროდ საქართ­ველოში გავიზარდე, ჩემს ძმებთან ერთად. არა მგონია, უფრო ტკბილი ნენე ვინმეს თუ ჰყავს. ახლა ჩემს შვილებს­ უვლის. მისი შვილიშვილებიც ჩვენთან იზრდებიან... გოგო რომ შემიყვარდა და ცოლად მოყვანა გავიფიქრე, ნენეს გავაცანი, - დააკვირდი-მეთქი. რას დავაკვირდე, ცოლი შენთვის მოგყავს, შენ უნდა შეგაბერდეს, მე კი არაო. შვილების გამზრდელად ივარგებს თუ არა, ქმარს მოუვლის თუ არა, ხომ მიხვდები-მეთქი? შვილებს მე გაგიზრდი, ნენა, შენი მოვლა კი შენვე უნდა მოანდომოო. ასეთია, აუგს ვერავისზე დააცდენინებ.

- მის შვილებს ხომ არ უეჭვიანიათ?

- ბაბუა მეუბნებოდა, გულნარას­ შვილები ჰყავს, ან მათთან ერთად უნდა იცხოვრო, ან დედა შვილებთან გავუშვა ხოლმეო. ერთხელ წავიდა უჩემოდ და ავად გავხდი. მაპატიოს ჩემი ბიოლოგიური დედის სულმა, მაგრამ სულ მგონია, იმას რომ არ გავეჩინე, გულნარას შვილად დავიბადებოდი.

სოფო გამრეკელი
hm
20 აპრილი 2017 20:41
დავდნი, ნეტა ეგეტი გულნარა მეც მქავდეს
გვარი რომ დაცეროტ ტუ ეს სიმარტლეა, აკი ცერტ ხოლმე, ახლა კი არა, ალბატ მოგონილი ისტორიაა
...
20 აპრილი 2017 10:10
რამხელა სიყვარული აქვს
❤️ლამარა ინაიშვილი
18 აპრილი 2017 08:43

რედაქტორის რჩევით