ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
17-05-2017
ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე, მუდ­მი­ვად შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლად ვგრძნობ თავს და იქ­ნებ, ვინ­მე რჩე­ვე­ბით და­მეხ­მა­რო­სო, ვი­ფიქ­რე, რომ მას მარ­თ­ლაც სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ მი­სი მოს­მე­ნის შემ­დეგ ვფიქ­რობ, რომ ქალ­ბა­ტონ მა­ნო­ნის მოს­წონს და­ჩაგ­რუ­ლის როლ­ში ყოფ­ნა. ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რე­ბაა და თუ ამ პრობ­ლე­მას მო­ევ­ლე­ბა, მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვ­ლე­ბა.

- უკ­ვე 10 წე­ლია, რაც ქმარ­თან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მაქვს და ამას ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­მა­ლავ, უფ­რო სწო­რედ, ქმრის ნა­თე­სა­ვებ­მა
ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, ჩე­მებს ვუ­მა­ლავ, რომ ცუ­დად ვარ. გა­რეთ რომ გავ­დი­ვარ, ბევრს ჰგო­ნია, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ არის, მაგ­რამ შინ მი­სულს ხში­რად მი­წევს დამ­ცი­რე­ბის, შე­უ­რაცხ­ყო­ფის ატა­ნა და ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც. ად­რე ცრემ­ლებს ვერ ვმა­ლავ­დი, ახ­ლა ვი­ცი, თუ ვი­ტი­რებ, შე­იძ­ლე­ბა მომ­ხ­ვ­დეს კი­დეც, რად­გან ჩემს ქმარს ჩე­მი ქა­ლუ­რი
სი­სუს­ტე მხო­ლოდ აღი­ზი­ა­ნებს.

- რის გა­მო გიბ­რაზ­დე­ბათ ხოლ­მე ან რა­ტომ ით­მენთ დამ­ცი­რე­ბას?
- რა ვი­ცი, შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ წვრილ­მან­ზეც კი გა­მიბ­რაზ­დეს. თუმ­ცა, ასე მა­შინ იქ­ცე­ვა, რო­ცა მარ­ტო ვართ. თუ სახ­ლ­ში სტუ­მა­რი ან მე­ზო­ბე­ლია, თაფ­ლი­ვით ტკბე­ბა, რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვ­ლე­ბა კა­ცი. აბა, კაი დე­დის შვი­ლი ვარ და რა­ი­მე შე­ვიმ­ჩ­ნიო, უგუ­ნე­ბო­ბა შე­მატყოს ვინ­მემ, შე­იძ­ლე­ბა იმ სა­ღა­მოს არც და­მა­ძი­ნოს. უკ­ვე არ ვი­ცი, ეს კა­ცი ჯან­მ­რ­თე­ლია თუ არა. ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. რა­ტომ ვუთ­მენ? ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მიყ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა და იმი­ტო­მაც, რომ შე­ვეჩ­ვიე მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას. ბევ­რ­ჯერ, ოც­ნე­ბებ­ში მი­მი­ტო­ვე­ბია, მაგ­რამ ყო­ვე­ლი ოც­ნე­ბა იმით დას­რუ­ლე­ბუ­ლა, რომ სახ­ლი­დან გა­მოქ­ცე­ულს, უკან დამ­დევ­ნე­ბია, მომ­ფე­რე­ბია და მას მე­რე ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა დაწყე­ბუ­ლა. ჩემს ოც­ნე­ბა­შიც კი, მის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი წუ­თიც გა­უ­საძ­ლი­სია. შე­იძ­ლე­ბა ახ­ლა ვი­ღა­ცამ ჩემ­ზეც თქვას, ეს ქა­ლი ავად­მ­ყო­ფია, რა­ებს ლა­პა­რა­კობ­სო, მაგ­რამ მარ­თ­ლა მიყ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლა­დობს ჩემ­ზე. ბო­ლოს და ბო­ლოს, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან გვიყ­ვარ­და ერ­თ­მა­ნე­თი. წლე­ბია, ერ­თად ვცხოვ­რობთ. თა­ვი­დან ასე­თი კი არ იყო. ძა­ლი­ან კარ­გი შე­ყვა­რე­ბუ­ლი და მე­რე კარ­გი ქმა­რი გახ­ლ­დათ.

- აბა, შემ­დეგ რამ შეც­ვა­ლა?
- ცხოვ­რე­ბამ. მა­ტე­რი­ა­ლურ­მა პრობ­ლე­მებ­მა და იმა­ნაც იქო­ნია გავ­ლე­ნა, რომ შვი­ლი არ გვე­ყო­ლა. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თ­ვის, რომ პა­ტა­რა გვყო­ლო­და, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვი­და. მე­რე გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ბავ­შ­ვი აგ­ვეყ­ვა­ნა. ავიყ­ვა­ნეთ კი­დეც და ახ­ლა ჩვე­ნი ბი­ჭი 10 წლი­საა. თა­ვი­დან ბავ­შ­ვი კარ­გად მი­ი­ღო, მაგ­რამ მე­რე არ ვი­ცი, რა ბზიკ­მა უკ­ბი­ნა და მის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, სმა და­იწყო, მე­რე ჩემ­ზეც აუც­რუვ­და თით­ქოს გუ­ლი. თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, ეტყო­ბა, სხვა ქა­ლი ჰყავს და აღარ ვუყ­ვარ­ვარ-მეთ­ქი, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი და ახ­ლა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემ გარ­და არა­ვინ ჰყავს. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ისევ გვაქვს. რო­გორც უმუ­შევ­რებს, სა­ხელ­მ­წი­ფო გვიხ­დის სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ის თან­ხა არ არის, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ოჯა­ხი თა­ვის რჩე­ნას და სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას შეძ­ლებს. ჰო­და, ვწვა­ლობთ ისე, რო­გორც ბევ­რი სხვა ქარ­თ­ვე­ლი.

- და­მი­კავ­შირ­დით თხოვ­ნით: მინ­და, ჩემ შე­სა­ხებ და­ბეჭ­დოთ და იქ­ნებ, ვინ­მე რჩე­ვით მა­ინც და­მეხ­მა­რო­სო, ახ­ლა კი მიყ­ვე­ბით ამ­ბავს და თან ცდი­ლობთ, გა­ა­მარ­თ­ლოთ იმ ადა­მი­ა­ნის საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც გაწ­ვა­ლებთ... ანუ გე­ში­ნი­ათ მი­სი და­კარ­გ­ვის და ჩე­მი აზ­რით, რაც უნ­და გირ­ჩი­ონ, არა­ვის აზრს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ.
- იცით, მე რჩე­ვა ქმარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი არ მინ­და, არა­მედ, მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩვენს ოჯახ­ში ეს კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი რო­გორ უნ­და დავ­ძ­ლი­ოთ. ვინ­მე თუ ყო­ფი­ლა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­ცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა ყელ­ში უჭერ­და და რო­გორ დას­ძ­ლია ეს მდგო­მა­რე­ო­ბა? უფუ­ლო კაც­მა, რო­გორ უნ­და წა­მო­იწყოს რა­ი­მე ბიზ­ნე­სის მაგ­ვა­რი? ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად მზად ვარ, იმ საქ­მეს მოვ­კი­დო ხე­ლი, ად­რე და­მამ­ცი­რებ­ლად რომ მი­მაჩ­ნ­და. (გააგრძელა)
lol
18 მაისი 2017 16:41
დებილი და უთავმოყვარეო ქალები მეტს არც იმსახურებთ
Optimisti
18 მაისი 2017 00:03
Gaeyare

რედაქტორის რჩევით