როგორ დავაბრუნოთ ქმარი ოჯახში?
22-05-2017
როგორ დავაბრუნოთ ქმარი ოჯახში?
"ადრე თუ გვიან, დგება მომენტი, როცა ხვდებით, რომ მრისხანებისას წარმოთქმული სიტყვები მუდამ სამართლიანი როდია და გაყრის მიზეზად არ ივარგებს"

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება­ში­ ოჯახი მთავარია. სამ­წუ­ხაროდ, ადამიანებს ყოველთვის როდი შეუძლიათ, მთელი ცხოვრება შეინარჩუნონ სიყვარული, ნდობისა და ერთგულ­ების განცდა, ამიტომ ზოგჯერ ერთ-ერთი მათგანი ოჯახიდან მიდის. თუ მზად არა ხართ საყვარელ ქმართან­ გამოსამშვიდობებლად, მაშინ მის დაბრუნებას უნდა შეეცადოთ.
მაშ ასე, როგორ დავაბრუნოთ ქმარი ოჯახში?

რასაკვირველია, ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენი განშორების მიზეზებზე. ყოფითი
უთანხმოების მოგვარება არცთუ რთულია, ხოლო, თუ პრობლემა გაცილებით ღრმა და სერიოზულია, მაშინ მოთმინებას უნდა მოუხმოთ და ძალ­ისხმევა არ დაიშუროთ მის ოჯახში
დას­აბრუნებლად.

თქვენ კვლავ იჩხუბეთ ქმართან? უთხარით თქვენი განცდების შესახებ, მან კი ყურიც არ გათხოვათ? თქვენთვის გაუგებარია, რატომ წავიდა?

ურთიერთობების გარკვევის შემდეგ, როცა ყველა პრეტენზია და საყვედური გამოთქმულია, ძნელია, საკუთარ თავს დათმობებზე წასვლა აიძულო. თუმცა, ადრე თუ გვიან, დგება მომენტი, როცა ხვდებით, რომ მრისხანებისას წარმოთქმული სიტყვები მუდამ სამართლიანი როდია და გაყრის მიზეზად არ ივარგებს.

ფსიქოლოგის რჩევები:

თავდაპირველად დამშვიდდით და სიტუაციას ფხიზელი თვალით შეხედეთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, უწინდებურად გიყვართ თუ არა ქმარი. როცა გულწრფელად აღიარებთ, რომ ვერავითარი მიზეზი ვერ გააცივებს თქვენს გრძნობებს, დაიწყეთ ოჯახში ქმრის დასაბრუნებელი გეგმის შემუშავება.

გახსოვდეთ, რომ ცოლ-ქმრის კონფლიქტში მუდამ ორივეა დამნაშავე. ასე რომ, მაშინვე ნუ გადაულოცავთ თქვენს დანაშაულს სხვას. ყველაზე სწორი საშუალება ყველაფრის გასარკვევად დიალოგია. მშვიდი საუბარი ცრემლებისა და ზედმეტი ემოციების გარეშე დაგეხმარებათ საერთო ენის გამონახვაში და იმის ახსნაში, რა გსურთ მისგან.

ყურადღებით მოუსმინეთ მის სიტყვებს.­ შეეცადეთ, რაღაცაში დათმობაზე წახვიდეთ. თუ მეუღლე სიტუაციის განხილვაზე დაგთანხმდათ, ესე იგი, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ ყოფილა. შესაძლოა, ქმარი ჭოჭმანობს, არ იცის, სწორია თუ არა მისი გადაწყვეტილება გაყრის თაობაზე და მაშასადამე, გაქვთ შანსი, დაარწმუნოთ, რომ დაბრუნდეს.

არ ღირს მეგობრებისთვის რჩევის კითხვა. მსგავსი სიტუაცია მკვეთრად ინდივიდუალურია და ზოგჯერ მეგობრის რჩევებსა და პირად გამოცდილებას შეუძლია საბოლოოდ გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
ქმარს ვერ დაიბრუნებთ მასში ეჭვის გაღვივებითაც. ამ გზით მხოლოდ ნავთს დაასხამთ ცეცხლზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენდამი გულგრილია, დროსაც ტყუილუბრალოდ დაკარგავთ.

თუ ქმარი სხვა ქალთან წავიდა, ნუ მიეცემით კაეშანსა და წუხილს. თქვენი ამოცანაა, მისთვის ახლობელ და საყვარელ­ ადამიანად დარჩეთ. იყავით გულღია, ყურადღებიანი, მაგრამ თავსაც ნუ მოაბეზრებთ. ნუ უსაყვედურებთ, ნუ წაუყენებთ პრეტენზიებს (თქვენი მეტოქე ხომ სწორედ ასე იქცევა). თავი მოიწესრიგეთ და სახლსაც მიხედეთ. დაე, იგრძნოს, რომ სწორედ თქვენ აკლიხართ, თქვენი მყუდრო სახლი, თქვენი ყურად­ღება და ზრუნვა.

ნანა ჩარკვიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით