"გაბოროტებული მემუდარებოდა, მითხარი, ჩემმა ცოლმა ხომ არ მიღალატაო"
29-05-2017
"გაბოროტებული მემუდარებოდა, მითხარი, ჩემმა ცოლმა ხომ არ მიღალატაო"
"როცა დერეფ­ნიდან ხალხის წივილ-კივილი­ მომესმა, ოთახიდან გავვარდი და დავინახე, როგორ უძალიანდ­ებოდა თემო დაცვის თანამშრ­ომლებს, რომლებიც მის გაყვანას ცდილობდნენ. თურმე იმ ღამეს ნათიას ნომერში შეუვარდა და ახრჩობდა..."

რამდენიმე წელი შვებულება არ ამიღია, ამიტომ იმ წელს ბათუმში­ დასასვენებლად წასვლა მარტომ გადავწყვიტე. ეჭვიანი მეუღლე არა მყავს და უპრობლემოდ გამიშვა, მხოლოდ რამდენიმე რჩევა-დარიგება მომცა და მატარებლის ბაქნამდე გამაცილა. გემრიელად დასვენებას ვგეგმავდი, ამიტომ იმდენი ფული მოვაგროვე, რომ საუკეთესო სასტუმროს ნომერი მექირავებინა და საკუთარი თავი გამენებივრებინა.

ნათიაც მარტო იყო ჩამოსული. პირველად ერთმანეთს სასტ­უმროს რესტორანში გამოვ­ელაპარაკეთ, ლამაზი გოგო იყო, ქერა, გრძელი თმით. მალე დავ­მეგობრდით. ისიც ჩემსავით დასა­სვენებლად მარტო ჩამოსულიყო.

ნათია ქმარს გაშორებული იყო. როგორც მივხვდი, მისი გახსენება არ სიამოვნებდა, თუმცა იმ საღამოს ცოტა ლუდით შევზარხოშდით და ქმარზე მიამბო. ზღვის ნაპირზე დაგვაღამდა,­ ქვებზე
დავსხედით და ქალურად ავჭუკჭუკდით. თემოს როგორ გაჰყვა, თვითონაც უკვირდა, ალბათ, გარეგნობამ მომატყუაო. ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. თემო ერთი ავარდნილი ქუჩის ბიჭი ყოფილა, ისეთი, უბანში რომ "სტოსი" მიჰყავთ. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ნათიას თავს ევლებოდა, სურვილებს შეძლებისდაგვარად უსრულებდა. იცოდა, ნათიას ბევრი მთხოვნელი ჰყავდა და ეამაყებოდა, არჩევანი მის სასარგებლოდ რომ გააკეთა.

ეს ბედნიერი პერიოდი დიდ­ხანს არ გაგრძელებულა. ერთ საღამოს თემო სახლში არ მოვიდა. ნათიას დედამთილი ეზო-ეზო დარბოდა და შვილის ამბავს კითხულობდა. საცოდავი ჩია ქალი იყო, ნათიას ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ არც ჭკუა უჭრიდა დიდად, თუმცა კეთილი ქალი იყო. როგორც აღმოჩნდა, იმ საღამოს თემოს უბანში ჩხუბი მოსვლია, ვიღაცას პოლიციაში დაურეკავს და დაიჭირეს.

ერთი წელიწადი ცხოვრობდა ნათია დედამთილთან ერთად. თემო ციხიდან შეცვლილი დაბრუნდა. ახლა ნათიას იმდენ ყურადღებას აღარ აქცევდა, თვალი სულ ქუჩისკენ ეჭირა. ხშირად შინ მთვრალი ბრუნდებოდა. მათი სახლიდან მუდამ ჩხუბისა და წივილ-კივილის ხმა გადიოდა, ოღონდ ნათია ჩხუბში არ მონაწილეობდა, დედა-შვილი ჩხუბობდა. ნათიას ეს აღარ მოსწონდა და გულის სიღრმეში ქმართან დაშორებას ფიქრობდა, მაგრამ ფრთხილობდა, მომენტს ელოდებოდა. თემო იმდენად არაადეკვატური იყო, არავინ იცის, სამაგიეროს როგორ გადაუხდიდა.
ბოლოს ერთ-ერთი ჩხუბის დროს აღარც ცოლი დაინდო, - ნათია დედამთილს გამოესარჩლა, თემოს თვალებზე ბინდი ჰქონდა გადაკრული და ცოლს საფერფლე ესროლა.
ეს ბოლო წერტილი იყო. იმ საღამოსვე ჩანთა ჩაალაგა და ქმრისგან წამოვიდა. ახლა უკვე იცოდა, რომ თავს არავის გაუყადრებდა, იცოდა, რასაც იმსახურებდა - ჭკვიანი, მატერიალურად უზრუნველყოფილი, წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი სჭირდებოდა.

ნათია მშობლებთან დაბრუნდა, მაგრამ ქმარი მოსვენებას არ აძლევდა, ურეკავდა, შეტყობინებებით იკლებდა, სახლთან დარაჯობდა, ერთ დღესაც ღამე სახლში შეუვარდა - შერიგებას სთხოვდა და თან ემუქრებოდა.
ნათია აზრს არ იცვლიდა, დაბრუნება არ უნდოდა. დროთა განმავლობაში ყოფილი ქმარი დაშოშმინდა და მარტოობას შეეგუა, ნათიაც დაწყნარდა და ზღვაზე დასასვენებლად წამოსვლა გადაწყვიტა.

იმ საღამოს მეც ქმარსა და ბავშვებზე ვუამბე და სასტუმროში გვიან დავბრუნდით.

დილით კარზე მომიკაკუნა, ყავა დავლიოთო. ჩავიცვი და ბარში ჩავედით. რადგან ამდენი­ გიამბე, ბარემ ბოლომდე გეტყვიო, მითხრა. ყურები ვცქვიტე, კიდევ რა არის-მეთქი. თურმე­ სასტუმროს მეპატრონე ეარშიყებოდა. მოგვიანებით გამაცნო.­ გიო ოცდათხუთმეტი წლის იყო, წარმოსადეგი, გარუჯული და ნავარჯიშები ტანი მზეზე ულაპლაპებდა. როგორც ნათიამ მითხრა, მასზე გიჟდებოდა, ვითომ ერთი სული ჰქონდა, თავის მკლავებში­ მოექცია, მაგრამ ნათია ამის ჩიტი იყო? სად აღარ ეპატიჟებოდა და მასთან ერთად მეც ყველგან დამატარებდა.
პაემნებზე ზოგჯერ უჩემოდაც დადიოდნენ, გიო ძალიან გულუხვი იყო, რესტორანში გვიანობამდე რჩებოდნენ და ათას რამეზე მუსაიფობდნენ, მაგრამ როგორც ნათია ამბობდა,"ბიჭი "დესერტის" გარეშე რჩებოდა. მოკლედ, ახირებული გოგო იყო, რაღაცნაირი, თითქოს მარტო საკუთარი თავი უყვარდა. მერე გავიგეთ, რომ გიოს საზღვარგარეთ ცოლ-შვილი ჰყოლია და დროდადრო მათ სანახავად მიემგზავრებოდა.

ნათიამ ამ ამბის შეტყობის შემდეგ გიოსთან ურთიერთობა შეწყვიტა, თან ისე, რომ არაფერი­ აუხსნია. ბიჭი ვერაფ­ერს ხვდებოდა და ძველებურად შეხვედრას ემუდარებოდა, მაგრამ ამაოდ.
შვებულება დასასრულს უახ­ლოვდებოდა, ჩემი წამოსვლის დრომაც მოაწია, რომ დერეფანში უცხო მამაკაცმა გამაჩერა და ნათიას მეგობარი ხართო, მკითხა. დამალვას აზრი არ ჰქონდა,­ ეტყობოდა, ყველაფერი ისედაც იცოდა. კარგი ნაცნობები ვართ-მეთქი. დავინტერესდი­, ვინ იყო და, მითხრა, ქმარი ვარო. გავო­გნდი. მთხოვა, თქვენთან დალაპარაკება მინდაო. თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ არ მომეშვა, სულ ხუთი წუთითო. მოკლედ, სასტუმროს გარეთ შევხვდი.

თემოს გაბოროტებული კაცის მზერა და ცივი თვალები ჰქონდა. მემუდარა, მითხარი, ვინმე ხომ არ ჰყავს, ხომ არ მიღალატაო. რა თქმა უნდა, ვიუარე და არც მომიტყუებია, მაგრამ არ სჯეროდა, მაფიცებდა, სიმართლე­ მითხარიო. გავბრაზდი და დავემშვიდობე.

მეორე დილას თბილისში ვბრუ­ნდებოდი. ის იყო, დასაძი­ნებლად მოვემზადე, რომ ჩემმა­ ქმარმა დამირეკა, კარგა ხანს ველაპარაკებოდი, როცა დერეფ­ნიდან ხალხის წივილ-კივილი­ მომესმა, ოთახიდან გავვარდი და დავინახე, როგორ უძალიანდ­ებოდა თემო დაცვის თანამშრ­ომლებს, რომლებიც მის გაყვანას ცდილობდნენ. თურმე იმ ღამეს ნათიას ნომერში შეუვარდა და ახრჩობდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ეს ტერორი არასდროს დამთავრდებაო, მითხრა ნათიამ, როცა ვემშვიდობებოდი.

ამას წინათ სოციალურ ქსელში ნათიას ფოტოს წავაწყდი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე­ იყო გად­აღებული - ვიღაც ახალგაზ­რ­დას ხელში ჰყავდა აყვანილი­ და ორივეს ბედნიერებისგან გა­სხ­ი­­ვოსნებული სახე ჰქონდა. გამ­იხარდა. ალბათ, მეტად ვეღარც ვნახავ, ის ავადმყოფურ სიყვარულს სხვა კონტინენტზე­ გაექცა.

ლევანი
22 იანვარი 2018 01:09
უბრალოდ სასაცილოა თითქოს იმ ბიჩს არც გაეკარა და რომ გაიგო ცოლი ყავდა დაშორდა ეგეთები ისეთები გამიგია გოგოებისგან შემიძლია ერთი წელუ ვწერო გოგოების მონაყოლზე სულ ტყუილებს ამბობდნენ და თავის ფანტაზიებს ისე ამბობდნენ მაჯერებდნენ მაგრამ მეირე მხრივ რაც ვიცოდი და რაც ჩემი თვალით მქონდა ნანახი იმას უარყოფდნენ და მისი აზრით მაჯერებდნენ გოგოები დგეს არის ქარაფშუტები
jimsherra
20 ივლისი 2017 17:27
ტუ გატხოვდა ოფიციალურად ჩემი ყოფილი ცოლი ოფიციალურად კიბატონო...მარა თუ ვინმე გაიჩინაააააა ..........
0012
06 ივნისი 2017 15:38
იმიტომ ჩემო კარგებო, აღარ უნდა გათხოვდე სკოლის მერხიდან და დაფიქრდე ბეზრდებაათ ქმრები? ჩემი სიკვდილი?

რედაქტორის რჩევით