"ეტყო­ბა, აღარ ვუყ­ვარ­ვარ" - რას ნა­ნობს ემიგ­რან­ტი ქალ­ის ქმა­რი
"ეტყო­ბა, აღარ ვუყ­ვარ­ვარ" - რას ნა­ნობს ემიგ­რან­ტი ქალ­ის ქმა­რი
"სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის სკა­ი­პი­დან".

- მას მე­რე, რაც ჩე­მი ცო­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა. ასე მგო­ნია, აქ რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მა­ინც არა­ფე­რი გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეტყო­ბა, ჩემ­თან და­შო­რე­ბის სხვა გზა ვერ გა­მო­ნა­ხა და გა­იქ­ცა, მი­ზე­ზად კი შვი­ლე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და... რო­ცა მითხ­რა, - გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ან იტა­ლი­ა­ში უნ­და წა­ვი­დეო, მე­გო­ნა, ხუმ­რობ­და (რად­გან რო­ცა იგებ­და, ვი­ღაც სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­დაო, ამას
გა­ნიც­დი­და და იმ ქა­ლე­ბის ქმრებს აძა­გებ­და, რომ­ლე­ბიც ცო­ლებს სა­მუ­შა­ოდ უშ­ვებ­დ­ნენ და მე­რე მათ ხარ­ჯ­ზე ცხოვ­რობ­დ­ნენ), ჰო­და, მეც ხუმ­რო­ბით­ვე ვუთხა­რი: ჰო, წა­დი, ბევ­რი ფუ­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნე და მე აქ ვი­გუ­ლა­ვებ-მეთ­ქი. ჩემს სიტყ­ვებ­ზე დი­დი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია, მხო­ლოდ ის მითხ­რა: ის­ღა მაკ­ლია, შენს საყ­ვარ­ლებ­ში ფუ­ლი ვი­ხა­დოო. თურ­მე, ამ
დროს უკ­ვე წა­სას­ვ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და და მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით, სა­ბუ­თებ­საც აგ­რო­ვებ­და... თან­ხაც მო­ი­ძია რო­გორ­ღაც, პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლით წა­ვი­და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში...

- თუ არ გინ­დო­დათ, რომ წა­სუ­ლი­ყო და ფიქ­რობ­დით, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც არ გი­ჭირ­დათ ისე ძა­ლი­ან, რომ ერ­თ­მა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა ამის გა­მო მა­ინც აგე­ტა­ნათ, რა­ტომ არ შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გეთ?

- შე­ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე, მაგ­რამ ვინ და­მი­ჯე­რა? უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ამ­ბა­ვია, ვა­ლიც ავი­ღე და რომ არ წა­ვი­დე, მძი­მედ და­აწ­ვე­ბა ეს ვა­ლი ჩვენს ოჯახ­სო. მარ­თა­ლიც იყო ამ მხრივ. პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლის გა­დახ­და და წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლი ოჯახს სა­ძირ­კ­ველს ისე­დაც გა­მო­აც­ლი­და... მე­რე შვი­ლებ­მაც მთხო­ვეს, - დამ­შ­ვიდ­დი, ვალს გა­ის­ტუმ­რებს, ცო­ტა­ო­დენ ფულს იშო­ვის, რომ ამო­ვი­სუნ­თ­ქოთ და დაბ­რუნ­დე­ბა, ცო­ლი არ­სად გა­გექ­ცე­ვა, თქვენს 22-წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას დან­გ­რე­ვა არ ემუქ­რე­ბაო. თან დამ­ცი­ნეს, - კა­ცი ცოლს ასე მის­ტი­რო­დეს, პირ­ვე­ლად ვნა­ხე­თო. იმ დროს ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლი მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო, შუ­ა­თა­ნა სკო­ლას ამ­თავ­რებ­და, უმ­ც­რო­სი მეცხ­რე კლას­ში გახ­ლ­დათ... რო­ცა წა­ვი­და, თავს ვიმ­შ­ვი­დებ­დი, რომ მაქ­სი­მუმ, სამ წელ­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ მას მე­რე 9 წელ­ზე მე­ტი გა­ვი­და და ცოლს მხო­ლოდ ინ­ტერ­ტე­ნის წყა­ლო­ბით თუ ვხე­დავ, მა­ში­ნაც, ჩემ­თ­ვის სიტყ­ვა არ ემე­ტე­ბა, სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის "სკა­ი­პი­დან"... მე მას ისევ ვე­ლო­დე­ბი და თან მტან­ჯავს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა.

- ის ამის სა­ფუძ­ველს გაძ­ლევთ?

- იმა­ზე მე­ტი სა­ფუძ­ვე­ლი რა უნ­და იყოს, რომ ჩემ­თან ლა­პა­რა­კი არ უნ­და? ეტყო­ბა, აღარ ვუყ­ვარ­ვარ. ისე, რომ ვყვა­რე­ბო­დი, ჩე­მი სიტყ­ვა მის­თ­ვის ფა­სე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და და თა­ვის დრო­ზე არ მი­მა­ტო­ვებ­და. ახ­ლა ლა­პა­რა­კიც ეზა­რე­ბა ჩემ­თან, გა­ურ­ბის ყვე­ლა დას­მულ კითხ­ვას. იცის, რომ მი­სი ერ­თ­გუ­ლი ვარ და ამის­თ­ვის მად­ლო­ბა ერ­თხე­ლაც არ უთ­ქ­ვამს. ამას წი­ნათ ხუმ­რო­ბა ვცა­დე, რო­დის ბრუნ­დე­ბი? იცო­დე, მეც კა­ცი ვარ და შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს მი­ვე­პა­რო-მეთ­ქი. იცით, რა მი­პა­სუ­ხა? - კი, ბა­ტო­ნო, შე­გიძ­ლია, ცო­ლიც შე­ირ­თოო. რომ გავ­ცეცხ­ლ­დი, გე­ხუმ­რეო, გა­ი­ცი­ნა... თან, აქე­დან რომ წა­ვი­და, ტი­პუ­რი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი იყო, შვი­ლებ­ზე გა­დამ­კ­ვ­და­რი, ახ­ლა კი კეკ­ლუ­ცო­ბა და­უწყია, მა­კი­აჟ­საც ხმა­რობს. თით­ქოს წლე­ბი კი არ აკ­ლ­დე­ბა, ახალ­გაზ­რ­დავ­დე­ბა. ცხა­დია, ეს მომ­წონს, მაგ­რამ მინ­და, ჩემ გვერ­დით იყოს საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი და ამის გა­მო იმე­დია, არა­ვინ გამ­კიცხავს. (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (1)
kaci romelmac icis
28 ივნისი 2017 17:00
კაი რა,არც არასოდეს ჰყვარებიხარ,ქალს მხოლოდ შვილი უყვარს,ის კაცია ბედნიერი ვინც ეს იცის და ამაზე ზედმეტად არ ნერვიულობს,თუ რამეს გიგზავნის შეირგე,ისიამოვნე,სულ ესაა,ქალის სიყვარული არ შეიძლება,მავნეა!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
დღის კითხვადი სტატიები