"მშობლებმა დაგვაშორეს ერთმანეთს... ასე დამტოვეს შინაბერად"
"მშობლებმა დაგვაშორეს ერთმანეთს... ასე დამტოვეს შინაბერად"
ქალ­ბა­ტო­ნი თეა ძა­ლი­ან დარ­დობს წლე­ბის წინ ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი შან­სის გა­მო. ამ­ბობს, რომ სიყ­ვა­რულს შეს­წი­რა გა­ნათ­ლე­ბა, მო­მა­ვა­ლი, სა­ვა­რა­უ­დო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და სა­ნაც­ვ­ლოდ მი­ი­ღო ში­ნა­ბე­რო­ბა. მი­სი წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:

"კა­ცი ბჭობ­და და ღმერ­თი იცი­ნო­დაო, რომ ამ­ბო­ბენ, მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა. მე და ჩე­მი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დიდ­ხანს ვოც­ნე­ბობ­დით ერ­თად ყოფ­ნა­ზე, ლა­მა­ზი ოჯა­ხის შექ­მ­ნა­ზე და ხში­რად დაგ­ვიწყ­ვია გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს თა­ნაცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და. გვინ­დო­და, მშობ­ლე­ბის­გან მა­ლუ­ლად გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით სად­მე ზღვის­პი­რეთ­ში. შინ უნ­და დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა წე­რი­ლე­ბი და რო­ცა წარ­მო­ვიდ­გენ­დით, ჩვენს
მშობ­ლე­ბს ამ წე­რი­ლე­ბის კითხ­ვი­სას რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­დათ, ამა­ზეც ბევრს ვხა­ლი­სობ­დით. წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი ხშირ-ხში­რად იც­ვ­ლე­ბო­და, რად­გან ხან გვე­ცო­დე­ბო­და მშობ­ლე­ბი, ხან კი და­უნ­დობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მი­ვახ­ლი­დით, რომ ამ ნა­ბი­ჯის­კენ თა­ვად გვი­ბიძ­გეს, რად­გან ჩემს მშობ­ლებს არ მოს­წონ­დათ გიო და გი­ოს მშობ­ლე­ბიც მი­წუ­ნებ­დ­ნენ, - ოჯახ­ში ასე­თი რძა­ლი არ გა­მოგ­ვად­გე­ბაო.

მოკ­ლედ, და­წუ­ნე­ბუ­ლე­ბი ჩვენს ბუ­დე­ში მივ­დი­ო­დით და მშობ­ლებ­ზე ვი­ცი­ნო­დით. გვე­გო­ნა, ვე­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებ­და, თუ არა სიკ­ვ­დი­ლი. ბუ­დე კი მე­გობ­რის სახ­ლ­ში გვქონ­და. ჩე­მი მე­გობ­რის დე­და საზღ­ვარ­გა­რეთ იყო სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი, მა­მა არ ჰყავ­და, შინ მხო­ლოდ თე­კო და მი­სი ბე­ბო იყ­ვ­ნენ, ისი­ნი კი ხელს არა­ფერ­ში გვიშ­ლიდ­ნენ, პი­რი­ქით - ქე­თე­ვან ბე­ბო (გა­ა­ნათ­ლოს ღმერ­თ­მა მი­სი სუ­ლი) ხში­რად გვი­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბო­და თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხა­ჭა­პუ­რით და იცი­ნო­და: მო­დით, ბავ­შ­ვე­ბო, და­ნაყ­რ­დით და არ და­მი­ვიწყოთ, იცო­დეთ, პირ­ვე­ლი შვი­ლი მე მო­მა­ნათ­ვ­ლი­ნეთ, რო­ცა და­ო­ჯახ­დე­ბით და პა­წია გე­ყო­ლე­ბა­თო. ის ხში­რად გვი­ამ­ბობ­და სა­კუ­თარ თავ­გა­და­სა­ვალ­საც, რომ სა­დე­დამ­თი­ლო იწუ­ნებ­და, ყველ­გან ლან­ძღავ­და თურ­მე, მაგ­რამ მე­რე, რო­ცა მის ოჯა­ხ­ში მა­ინც შე­ვი­და, ისე შე­აყ­ვა­რა თა­ვი, რომ სიკ­ვ­დი­ლამ­დე ქე­თე­ვან ბე­ბოს მზეს ფი­ცუ­ლობ­და და მის გამ­ზ­რ­დე­ლებს აქებ­და, - ასე­თი კარ­გი რომ გაგ­ზარ­დეს, მა­გი­ტო­მაც უნ­და იცოცხ­ლონ 100 წე­ლი­წა­დი. მე გი­წუ­ნებ­დი და თურ­მე, და­საბ­რ­მა­ვე­ბე­ლი თვა­ლე­ბი ოქ­როს ვერ ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ, უბ­რა­ლო ლი­თო­ნი მე­გო­ნეო. ჰო­და, გვა­ი­მე­დებ­და ქე­თე­ვან ბე­ბო, ოღონდ - გვაფ­რ­თხი­ლებ­და კი­დეც: ცუ­დი არა­ფე­რი იკად­როთ და არა­ფე­რი აკად­როთ პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს. იცო­დეთ, ვინც მო­ით­მენს, ის მო­ი­გებს. ცუდ­კა­ცო­ბით შორს ვერც ერ­თი ვერ გა­ცუ­რავთ. ისეთ რა­მეს ნუ გა­ა­კე­თებთ, რომ ის ტო­ტი მო­იჭ­რათ, რა­ზეც ზი­ხარ­თო... ვხვდე­ბო­დით მის გა­დაკ­რუ­ლებს და ბე­ბოს რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით კი­დეც. ცუ­დი მარ­თ­ლა არა­ფე­რი გაგ­ვივ­ლია გულ­ში. გი­ოც ნამ­დ­ვი­ლი ჯენ­ტ­ლ­მე­ნი­ვით იქ­ცე­ო­და, ზედ­მე­ტი არას­დ­როს არა­ფე­რი უკად­რე­ბია და მად­ლო­ბა ღმერთს, ასე რომ მოხ­და...

სკო­ლა და­ვამ­თავ­რეთ (კლა­სელე­ბი ვი­ყა­ვით) და ბან­კე­ტის შემ­დეგ ვა­პი­რებ­დით გა­პარ­ვას. ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი და გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი გვქონ­და, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ბან­კეტ­ზე ლა­მის მთე­ლი სა­ნა­თე­სა­ვო მახ­ლ­და, მე­ო­რე დღეს კი თბი­ლის­ში გა­მიშ­ვეს იძუ­ლე­ბით. თურ­მე, ჩემს მშობ­ლებს ვი­ღაც კე­თი­ლის მსურ­ველ­მა უთხ­რა, შე­ნი შვი­ლი გა­პარ­ვას აპი­რებ­სო. თბი­ლის­ში დე­დაც წა­მომ­ყ­ვა. გა­მოც­დებ­ზე გას­ვ­ლის სურ­ვი­ლიც არ მქონ­და, ძა­ლით გა­მიყ­ვა­ნეს, მე კი რაც ვი­ცო­დი, ისიც არ გა­ვა­კე­თე, არ მინ­დო­და, უნი­ვერ­სი­ტეტს ხე­ლი შე­ე­შა­ლა ჩე­მი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის. მე­გო­ნა, თუ სო­ფელ­ში და­მაბ­რუ­ნებ­დ­ნენ, გი­ოს­თან ერ­თად გა­პარ­ვას მო­ვა­ხერ­ხებ­დი... ჩა­ვი­ჭე­რი. დე­და ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა ამ ამ­ბავ­მა, რად­გან ფიქ­რობ­და, რომ კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი. სო­ფელ­ში ჩა­სულს, მას­წავ­ლებ­ლებ­მაც მწა­რედ მი­საყ­ვე­დუ­რეს, - რა­ტომ მოგ­ვ­ჭე­რი თა­ვი, მთე­ლი წე­ლი იმის­თ­ვის გამ­ზა­დებ­დით და გა­ქებ­დით, რომ წყალ­ში ჩა­გე­ყა­რა ჩვე­ნი მონ­დო­მე­ბაო?..

მოკ­ლედ, გარ­შე­მო ყვე­ლა მსაყ­ვე­დუ­რობ­და, მე კი სო­სო­ი­ა­სი არ იყოს, რა­ღაც მი­ხა­რო­და. მსჯიდ­ნენ, მსაყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ და მე კი მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან სო­ფელ­ში გახ­ლ­დით და გი­ოს ნახ­ვის სურ­ვი­ლი მკლავ­და. მშობ­ლე­ბი ეზო­დან ფე­ხის გად­გ­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­დ­ნენ. ჰო­და, მე­გო­ნა, ის ჩე­მი სახ­ლის ირ­გ­ვ­ლივ და­ბო­რი­ა­ლებ­და, რომ ვე­ნა­ხე. სულ ჭიშ­კ­რის­კენ ვიც­ქი­რე­ბო­დი, მაგ­რამ ვე­რა და ვერ მოვ­კა­რი თვა­ლი...

ერთ დღეს, რო­გორც იქ­ნა, თბი­ლი­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჩე­მი მე­გობ­რე­ბი მეს­ტუმ­რ­ნენ. მათ­თან ვცა­დე გი­ოს ამ­ბე­ბის გარ­კ­ვე­ვა. მითხ­რეს, რომ გი­ო­მაც ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი, იური­დი­ულ­ზე მო­ეწყოო. გუ­ლი დამ­წყ­და, მის გა­მო ხომ გა­მოც­დებ­ზე თი­თიც არ გა­ვან­ძ­რიე, ბი­ჭი კი თურ­მე, სტუ­დენ­ტი გამ­ხ­და­რა. ვი­ნა­ნე, რომ არ მო­ვინ­დო­მე გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ უკ­ვე გვი­ა­ნი იყო...

მიკ­ვირ­და, ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემს ნახ­ვას რომ არ ცდი­ლობ­და. გუ­ლი მე­წუ­რე­ბო­და ცუ­დის მო­ლო­დინ­ში. ვფიქ­რობ­დი, იქ­ნებ თბი­ლის­ში სხვა გო­გო მო­ე­წო­ნა-მეთ­ქი. ვდარ­დობ­დი, ვდარ­დობ­დი უსაშ­ვე­ლოდ...

გა­მიკ­ვირ­და, ერთ დღეს მშობ­ლებ­მა სახ­ლი­დან გას­ვ­ლის ნე­ბა რომ დამ­რ­თეს, მე­გობ­რებ­თან წას­ვ­ლის უფ­ლე­ბა მომ­ცეს. გა­ხა­რე­ბულს, შინ რა გა­მა­ჩე­რებ­და და მო­ვირ­ბი­ნე მთე­ლი სო­ფე­ლი. თვა­ლი გი­ოს სახ­ლის­კე­ნაც მქონ­და, მაგ­რამ ვე­რა­ვინ და­ვი­ნა­ხე, მხო­ლოდ ბა­ბუ­ა­მი­სი დას­დევ­და ეზო­ში ხბოს...

ჩვენს ბუ­დე­ში შე­ვი­ა­რე. ბე­ბო სი­ხა­რუ­ლით შე­მე­გე­ბა, - რო­გორ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი შენ გა­მო. გა­მა­გე­ბი­ნე, გა­მოც­დე­ბი რო­გორ ვერ ჩა­ა­ბა­რე? ჩე­მი შვი­ლიშ­ვი­ლი მო­ეწყო და შენ, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან რომ ბრწყინ­ვა­ლედ სწავ­ლობ­დი, რამ ჩაგ­ჭ­რაო? გა­მო­ვუტყ­დი, რომ ჩა­ბა­რე­ბა არც მიც­დია. თავ­ში ხე­ლი შე­მო­იკ­რა, - ჰო­და, დე­დი­შე­ნის გი­ჭა­მია. ეს რო­გორ გა­ა­კე­თე? ახ­ლა მო­გი­წევს მთე­ლი წე­ლი სო­ფელ­ში უქ­მად ჯდო­მა, შე­ნი კლა­სე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი, გი­ოს ჩათ­ვ­ლით, სტუ­დენ­ტო­ბას ზე­ი­მო­ბე­ნო. ჩემს მე­გო­ბარს ვთხო­ვე, - იქ­ნებ გიო მო­იყ­ვა­ნო-მეთ­ქი. - თბი­ლის­შია ისე­ვო, - მითხ­რა. მე­რე გა­მო­მიტყ­და: თურ­მე, გი­ოს მშობ­ლებ­საც გა­უ­გი­ათ, გა­პარ­ვას რომ ვა­პი­რებ­დით. დე­და­მისს გა­უ­ხარ­და, შე­ნებ­მა აქა­უ­რო­ბას რომ მო­გა­ცი­ლეს და გი­ო­საც მთე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი გაჰ­ყ­ვა თბი­ლის­ში, რომ შენ­თან მოს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქო­ნო­და. ახ­ლაც იქ არი­ან დე­და­მი­სი და მი­სი და. რო­გორც ვი­ცი, ჩა­მოს­ვ­ლას არც აპი­რე­ბე­ნო..

დი­დი წვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე, სა­დაც იყო, მე­რე სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც მომ­ცეს. მივ­დი­ო­დი ყო­ველ­დღე ფოს­ტა­ში და ვრე­კავ­დი ნო­მერ­ზე, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის სხვა იღებ­და ყურ­მილს, მე კი ვერ ვბე­დავ­დი მეთ­ქ­ვა, გი­ოს და­უ­ძა­ხეთ-მეთ­ქი. ერ­თხელ მე­გო­ბა­რი ბი­ჭი გა­ვი­ყო­ლე. მან უთხ­რა გი­ოს ნა­თე­სავს, ვის­თა­ნაც გვინ­დო­და სა­უ­ბა­რი. გიო მო­ვი­და ტე­ლე­ფონ­თან და მე­გო­ბარ­მა მო­მა­წო­და ყურ­მი­ლი. გიომ წა­მო­იყ­ვი­რა, - თე, რო­გორ ხა­რო და "და­ვიწ­ვით". დე­და­მის­მა ყურ­მი­ლი გა­მოჰ­გ­ლი­ჯა ხე­ლი­დან და მიყ­ვი­რა, - არ გრცხვე­ნია, ბიჭს რომ დას­დევ კუდ­ში და გვა­წუ­ხე­ბო? მე­რე არ ვი­ცი, რა მოხ­და, მაგ­რამ გიო სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და, ჩემს სახ­ლ­ში მო­ვი­და და მა­მა­ჩემს უთხ­რა, - ერ­თ­მა­ნე­თი გვიყ­ვარს და ნუ დაგ­ვა­შო­რებ­თო. მა­მამ უყ­ვი­რა, - ვის უბე­დავ, შე ცინ­გ­ლი­ა­ნო ამის თქმას? აქე­დან და­მე­კარ­გეო! გი­ომ ფე­ხიც არ მო­იც­ვა­ლა, - თუ ნე­ბით არა, ძა­ლით წა­ვიყ­ვა­ნო და მა­მა­ჩემ­მა ისე მი­ბეგ­ვა, თუ გა­დარ­ჩე­ბო­და, არ მე­გო­ნა. მე­რე მა­მა მეც გა­მი­ჯავ­რ­და და ნა­თე­სავ­თან გამ­გ­ზავ­ნეს მარ­ტ­ვი­ლის რა­ი­ონ­ში. იქ ვსწავ­ლობ­დი ტექ­ნი­კუმ­ში და ყო­ველ­დღე გი­ოს­თან ერ­თად გა­პარ­ვის გეგ­მას ვად­გენ­დი, მაგ­რამ თან მე­ში­ნო­და, რად­გან მა­მა და­მე­მუქ­რა: თუ კი­დევ მას­ზე იფიქ­რებ, მოვ­კ­ლა­ვო. მი­უ­ხე­და­ვად ამ ში­ში­სა, ერ­თხელ, რო­ცა უკ­ვე კურ­სი უნ­და დაგ­ვე­ხუ­რა, გავ­რის­კე და თბი­ლის­ში გა­ვი­პა­რე იმ იმე­დით, რომ გი­ოს "გე­პე­ი­ში" ვი­პო­ვი­დი. ვერ მი­ვა­გე­ნი... (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები