რატომ იწუნებს სადედამთილო?
რატომ იწუნებს სადედამთილო?
სამწუხაროდ, ხშირად უფროსები უხეშად ერევიან ახალგაზრდების საქმეში. ამას კი იმით ხსნიან, რომ შვილისთვის კარგი უნდათ.

მე და თათია სკოლიდან ვმეგობრობთ. მერე ორივემ თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარეთ. უკვე 5 წელია შეყვარებულები გვყავს. ჩემს შეყვარებულს მოსწონს ჩემი პროფესიული არჩევანი, თათიას ბესოც თითქოს შეგუებული იყო იმას, რომ ცოლი მსახიობი ეყოლებოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, სადედამთილომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. იმდენი ქნა, შვილი დააშორა თათიას. სიტყვით ძნელია, გადმოგცეთ, როგორ განიცადა ჩემმა
მეგობარმა ეს ამბავი.

გავიდა 2 წელი და ბესომ დედამისის მოწონებული გოგო შეირთო ცოლად, მაგრამ ეტყობა, თათიასავით ვერ შეძლო მისი შეყვარება, ხასიათითაც ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და მალე დაშორდნენ.

ბესო კვლავ მოუბრუნდა თათიას, პატიებას სთხოვს, მაგრამ ის თავს იკავებს, რადგან იცის, ბესოს დედა არ მოისვენებს და კვლავინდებურად
ჩაერევა მათ ცხოვრებაში. ვერ გეტყვით, როდემდე გასტანს თათიას და ბესოს ასე ცალ-ცალკე ყოფნა. ჩემთვის (და ბევრი ჩვენი მეგობრისთვის) გაუგებარია ბესოს პოზიცია. იგი თათიას კი სთხოვს, ცოლად გამომყევიო, მაგრამ აშკარაა, რომ დედასთან ჯერ არ გაურკვევია სიტუაცია.

იმ ქალს კი თათია რძლად არ უნდა. როგორ უნდა შევიდეს თათია იმ ოჯახში, სადაც პირს არ უჩვენებენ? როგორ ფიქრობთ, მკითხველო?
თეა გოცირიძე, თბილისი

natia
24 ივნისი 2010 20:07
ეგეთი დედამთილები ეგოისტები არიან..თავიანთი შვილების ბედნიერებაზე მეტად საკუთარი ბედნიერება აღელვებთ:)
n.k
03 ივნისი 2010 11:33
ახალგაზრდები როცა შეუღლდებიან, ერთი რამ უნდა იცოდნენ და გაითავისონ, უპირველეს ყოვლისა მათ თავიანთ ოჯახზე უნდა იზრუნონ. ქორწინების მერე ახალი ოჯახი იქმნება და ეს ოჯახი არის მათი და არა მშობლების, ასეა დასაბამიდან დღემდე, ახალგაზრდები ეყოფიან მშობლებს(აქ არ ვგულისხმობ მაინდამაინც ცალ-ცალკე ცხოვრებას, ამის საშუალება ყველას არ აქვს)ქმნიან ოჯახს, აჩენენ შვილებს და ასე დაუსრულებლად.
maguli
02 ივნისი 2010 20:18
"როგორ ფიქრობთ, მკითხველო?"


გულს ეამება ეს კითხვა.
მკითხველის აზრი რომ აინტერესებს, იმიტომაც არის "პალიტრა" ნამდვილი სახალხო, ე. ი. ხალხის საყვარელი გაზეთი.
აბა მთავრობა არც მკითხველს ეკითხება რამეს და არც მსმენელს. :D



ვფიქრობ, რომ თათიამ თავი უნდა გადადოს და შეყარებულს ცოლად გაყვეს. ბავშვის გაჩენამდე არც ისე ბევრი დროა და იქნებ ბავშვის გაჩენამ სულ სხვანაირ,-მზრუნველ დედამთილად გადააქციოს სადედამთილო.
საშინელებაა, ორი ადამიანის ბედნიერებას წინ ეღობებოდეს რაღაც უაზრო ახირება.
მსახიობი რა, მსახიობებში არ არიან ოჯახის ერთგული ქალები?
ეს პროფესიაზე კი არა, პიროვნულ სიძლიერეზეა დამოკიდებული.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები