რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები?
ეს წერილი არ არის იოლი წასაკითხი, მაგრამ ვფიქრობთ, სიმძიმის მიუხედავად, მაინც ღირს მისი განხილვა. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად იცის, რომ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ღვთის გმობა და დიდი ცოდვაა. დღეს, აფექტში ჩავარდნილ ახალგაზრდებს კი, საქმეს რომ ვეღარაფრით შველიან, მაშინვე საშინელი განაჩენი გამოაქვთ...

გიო
იგი დედისერთა გახლდათ, ოჯახის ნებიერა. პატარაობიდანვე იყო მიჩვეული სურვილის დაუყოვნებლივ შესრულებას. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა პრესტიჟულ სასწავლებელში განაგრძო, მაგრამ გული აიცრუა. მამის ფულმა და ავტორიტეტმაც ვეღარ გაჭრა და
ერთ წელიწადში გამორიცხეს.  უსაქმობამ ნარკოტიკების გასინჯვა მოანდომა. მერე...

კარგა ხანს არ იცოდნენ მშობლებმა, რატომ სთხოვდათ შვილი წარამარა ფულს. მამამ ერთ დღეს უსაყვედურა, - ფულის საჭრელი მანქანა კი არ მაქვს, დღე და ღამე ვმუშაობ, რომ ოჯახი შევინახო და ასე ჰაიჰარად აღარ დაგახარჯვინებო. იმ დღეს აღარ მისცა
ფული, რასაც მამა-შვილს შორის სერიოზული შელაპარაკება მოჰყვა. დედას მაინც ებრალებოდა "დაჩაგრული" შვილი და ქმრის ჩუმად ჯიბეში უდებდა ხოლმე ფულს.

მერე, მამის ბრძანებით, დედამაც შეუწყვიტა დახმარება და გიო ძალიან აგრესიული გახდა. შინიდან ნელ-ნელა გაქრა ძვირფასი ანტიკვარული ნივთები, დედის სამკაულები და მიხვდა ოჯახი, რა უბედურებაც სჭირდათ.

გვიანი იყო ვიშვიში... რა არ სცადეს, მაგრამ... მალე გიო დამნაშავედ იქცა. უბნის ბიჭებმა ფული რომ ვერსად იშოვეს, გიოს მამის მდიდარი მეგობარი გაძარცვეს. დანაშაული მალე გაიხსნა, თუმცა იმ კაცმა მეგობრის შვილი არ გაწირა და გიო გადაურჩა ციხეს. ამის მერე გიოს მკაცრად აკონტროლებდნენ მშობლები. ერთხელ, უბნელმა ბიჭმა ორი ყმაწვილი გააცნო, - ამათ სუბოტექსის გაყიდვა უნდათ, იქნებ, შენი არხებით გააყიდვინო, ფული საკმაოდ დაგვრჩება და მერე სადმე  შევუბეროთ, დრო გავატაროთო.

პირველი პარტია კარგად წავიდა. ამით გათამამებულმა გიომ სიფრთხილე დაკარგა, საეჭვო ხალხს ვიღაცის ბინაში კი არა, უკვე ქუჩაში ხვდებოდა. სწორედ ქუჩაში გარიგებების დროს ჩაავლეს ხელი. დარდისაგან გიოს მამას ინსულტი მოუვიდა და მესამე დღეს გარდაიცვალა. გიომ ვეღარ გაუძლო ამხელა დარდს, დედის ცრემლს, მიხვდა, რომ ოდესღაც ბედნიერი ოჯახის დაქცევა-განადგურების თავიდათავი თვითონ იყო. ისიც იცოდა, პატიმრობა არ ასცდებოდა და მცირე ხნით თავდებით გათავისუფლებულმა გადაწყვეტილება მიიღო  - აღარ ღირს ჩემი სიცოცხლეო და... თავის ოთახში  ჩამომხრჩვალი იპოვეს. მაშინ ის 21 წლის იყო.

ლაშა
ლაშას ძალიან უყვარდა თანაკლასელი თიკო. სკოლა ჯერ არ ჰქონდათ დამთავრებული და ძლივს გადააფიქრებინეს ცოლის შერთვა. მერე თიკოს დეიდაშვილი ავარიაში დაიღუპა და შეყვარებულებმა ქორწილი ერთი წლით გადადეს. დათქმულ დრომდე სამი თვე იყო დარჩენილი, რომ თიკომ, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, პროექტში გაიმარჯვა და ერთი წლით ჩეხეთში სასწავლებლად წავიდა. სწორედ იქ გაიცნო ქართველი ბიზნესმენი,  ერთმანეთი შეუყვარდათ და ჩეხეთშივე დაინიშნენ.

ამ ამბავს ლაშას კარგა ხანს უმალავდნენ, მაგრამ დამალვას რა აზრი ჰქონდა?! გოგონა აღარ ეხმიანებოდა და ტელეფონით მასთან ლაპარაკსაც გაურბოდა. თბილისში დაბრუნებულმა თიკომ და მისმა საქმრომ ჯვარი დაიწერეს და მაშინვე თაფლობის თვის გასატარებლად ეგვიპტეში გაემგზავრნენ. როცა ლაშამ თიკოს გათხოვების ამბავი გაიგო, ის უკვე ეგვიპტეში იყო. ბიჭი თავს ვერ ერეოდა, ასე ეგონა, ცა თავზე დაემხო. შეურაცხყოფილი და განადგურებული იყო. მერე კოჯორში, თავის აგარაკზე განმარტოვდა. მშობლები და ახლობლები ფიქრობდნენ, სიმშვიდეში დაწყნარდება და გულიდან დარდს გადაიყრისო, მეგობრებიც მიაკითხავენ, გაერთობიან, დროს გაატარებენ და ბიჭი ნელ-ნელა დაუბრუნდება ცხოვრებასო. 

ერთ დღეს მეგობრებმა პურმარილით ააკითხეს განმარტოებულ ლაშას. მთელი საღამო ილხენდნენ. დილით კი მარანში იპოვეს ვენებგადაჭრილი. ლაშას რამდენიმე დღეში 20 წელი უნდა შესრულებოდა...

KvirisPalitra.Geმაიკო
მაიკო 5 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედა და ბებია ზრდიდნენ. საკუთარი სახლი კი ჰქონდათ, მაგრამ ყველაფერს კაცის ხელი აკლდა და ოჯახსაც თანდათან ძალიან გაუჭირდა. მაიკოს უფროსი და  ხშირად ავადმყოფობდა და უფროსების ყურადღება სულ ქეთისკენ იყო მიპყრობილი. მაიკომ იცოდა, დედის ხელფასი და ბებიის პენსია პატარა გოგოს სურვილებს ვერ გასწვდებოდა, მთელი შემოსავალი ქეთის მკურნალობას ხმარდებოდა...

14 წლისას პირველი სიყვარული ესტუმრა - დედამ ლამის ძალით გააგდო მეგობრის დაბადების დღეზე. ...იმ საღამოს რამაზმა მაიკო საცეკვაოდ გაიწვია. ბიჭმა ქათინაურიც არ დაიშურა - ძალიან კარგად ცეკვავო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გოგოს თავდავიწყებით შეჰყვარებოდა რამდენიმე წლით უფროსი ყმაწვილი. ამის ხმამაღლა თქმას როგორ გაბედავდა, მაგრამ როცა გულში გრძნობა ვეღარ დაეტია, ეკას გამოუტყდა, ძალიან მიყვარს შენი მამიდაშვილიო...

ეკამ რამაზს გააგებინა ეს ამბავი და იმანაც მოუხშირა მაიკოსთან სტუმრობას. არავინ იცის, რა მოხდა მათ შორის. ძალიან გვიან, როცა დაკარგულ მაიკოზე ძებნა გამოცხადდა, ათასი რამ ითქვა. ერთ-ერთი ვერსია ისიც გახლდათ, ბიჭმა ძალა ხომ არ იხმარაო. დაჰკითხეს კიდეც რამაზი, მაგრამ მან კატეგორიულად უარყო, - 15 წლის გოგოს თითს როგორ დავაკარებდი, უბრალოდ ვაგრძნობინე, რომ არ მიყვარდა და ჩვენ შორის სერიოზული ურთიერთობა არ გაიბმებოდაო.

სამი დღის შემდეგ მაიკო მტკვარში იპოვეს. თურმე მას თავის მოკვლა იმ დღეს გადაუწყვეტია, როცა რამაზმა სიყვარულზე უარი უთხრა.

P.S. ზემოთ მოთხრობილი ამბები ალბათ ღირს დაფიქრებად. დიდმაც და პატარამაც უნდა იცოდეს, რომ ცხოვრება მარტო ლხინითა და სიამით კი არა, ტკივილითაც არის სავსე, ამიტომ სირთულეებთან გამკლავება ყველას უნდა შეგვეძლოს.
nino
26 სექტემბერი 2010 19:08
es statiebi rom wavikitxe guli damewva..icit mec dammartnia aseti ram,titkosda yvelaperi tavze mekceva iset mdgomarobashi var..erti weli myavda sheyvarebuli,chemi pirveli siyvaruli da mitxra agar miyvarxaro,rada mastan ertad rom viyavi tavi zgaparshi megona..me isev dzalian miyvars,kargia tu cudi mainc chemi didi siyvarulia,tan wels chavabare,magram gadasaxadi bevri iyo da ver gavagrdzele swavla..es yvelaperi guls dzalian mtkens da sicocxlec ar minda,magram es yvelaperi rom wavikitxe sxvagvarad daviwye pikri..
keto
18 ივლისი 2010 13:05
საინტერესო ამბებია მე პირადად ძალაინ მომწონს !!!
lelo
04 ივლისი 2010 17:42
ქ-ნო მარინა .ზალიან კარგი სტატიები გაქვტ.იქნებ მოიძიოთ იმ ახალგაზრდების შესახებაც ვინც ამ მაზავჩიკებისგან გაუბედურდნენ.ზოგმა თავი მოიკლა.ზოგმა ოჯახი დაანგრია.ზოგი მათხოვრად იქცა.ზოგი ციხეში მოხვდა და რავიცი რომელი ერთი უბედურება ვთქვა.რამდენი ოჯახი და რამდენი დედაა გამცარებული.პირადად მე-ბევრჯერ ვიფიქრე თავის მოკვლა მარა ისევ შვილის დარდმა გადამაფიქრებინა.მერე რა მოუვიდოდა მას.ერთი ბიჭის პატრონი ვარ.ჩემს გარშემო ზალიან ბევრია ჩემნაირად.რა გვეშველება???????????

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები