"დედამთილი შვილის გაზრდასაც არ მანებებს"
"დედამთილი შვილის გაზრდასაც არ მანებებს"
"მე და ზურამ ერთმანეთი 4 წლის წინ გავიცანით. გაცნობიდან ნახევარ წელიწადში გავიპარეთ. დედამთილი ძალიან ცივად შემხვდა. არ ვიცი, რატომ არ მოვეწონე.

პირველ დღეებში დაძაბულობა არ იგრძნობოდა, თითქოს ცხოვრება ჩვეულებრივად (ალბათ უფრო ერთფეროვნად) მიდიოდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ მოულოდნელად გამომიცხადა, - ეს ბინა ჩემია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდაო. უხერხულად ვიგრძენი თავი, ვერ მივხვდი, ამით რისი თქმა უნდოდა. ვამჯობინე, არ შევკამათებოდი, რადგან ვატყობდი, საჩხუბარ მიზეზს ეძებდა.

ჩემი გაკეთებული არც
საჭმელი მოსწონდა, არც გარეცხილი, არც დალაგებული. ჩუმად ვიტანდი მის დაუსრულებელ ბუზღუნს. იმდენი ქნა, ყველაფრის გაკეთების სურვილი დამიკარგა. ზარმაცი და უსაქმურიაო - მლანძღავდა შვილთან, მეზობლებთანაც კი ჩემს "უმაქნისობაზე" ლაპარაკობდა. თავს ვიკავებდი და არაფერს ვამბობდი. სამაგიეროდ, დუმილი ძვირად დამიჯდა.

ღამეებს ტირილში ვატარებდი, ისეთი ნევროზი ჩამომიყალიბდა, სერიოზული მკურნალობა
მჭირდება. ჩემს მშობლებს და ახლობლებს არაფერს ვეუბნები, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გავძლებ.

ბავშვის გაჩენის მერე უფრო დაგვეძაბა ურთიერთობა. ჩემი შვილის გაზრდაც თავისებურად სურს. ზურამ იმის ნახევარიც არ იცის, რაც ჩვენს ოჯახში ხდება. ძალიან მინდა ცალკე ვიცხოვროთ მე და ჩემმა ქმარმა, მაგრამ ვიცი, ამის გამხელას დიდი ომი მოჰყვება და ალბათ, როგორც ყოველთვის, ისევ მე დავმარცხდები. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. ზურა მეცოდება, თორემ იმ ქალთან ერთი დღეც აღარ გავჩერდებოდი".

ნ.დ.
მკითხველის კომენტარი (31)
...
24 მარტი 2019 22:36
Armoitminot mosvit egeti sheugnebeli dedamtili tavis adgilas
Chita
24 მარტი 2019 14:11
Arc me movewone, ratom dgemde ar vici. Ogond me ver movitmine, oro weli omi mqonda. Chemi qmris tandaswrebit yvela angelozi iyo. Xoda sanam tetr xalats chamacmevdnen wamovedi ;)
fui
24 მარტი 2019 13:32
დაიკიდე. ეგეც და ოჯახიც. გაგულავდი, ბავშვით ისპეკულიანტე. წავიყვან და წავალთქო. მუშაობა დაიწყე. სამსახურში გვიანობამდე დარჩი, ალოდინე და ნერვები უშალე. თუ არ უნდათ, კარგად იყვნენ. კაცების მეტი რაა.
29 ივნისი 2017 02:25
შენ ჩემი ისტორია დაწერე ოღონდ რბილ ფარგლებში. მე პირველივე დღეს გამომიცხადა და 8წელი კიდე უარესებს გავუძელი.
თა-თა
28 ივნისი 2017 22:54
ქმარს თუ არ ეტყვი ვინ მოგიგვარებს პრობლემას. ერთი ომი გადაიტანო ჯობია. კარგად დაგეგმე სა გაიმარჯვებ... ვინც არ რისკავს შამპანურს ვერ სვამს
xo
28 ივნისი 2017 17:12
იმიტმ იტმენ რომ შენახვის ტავი არ გაქვტ შენ და მეუღლეს, ხოდა ან წადიტ ცალკე ანდა აიტანე
ადვილი გადაწაყვეტია
ფსიქოლოგs
28 ივნისი 2017 17:08
მარტლა ფსიქოლოგი ხარ და ტან მაგარი!
ეგებ ტქვენი ფბ ლიკ დადოტ მოგაკიტხავდი
მადლობა
ნანა
28 ივნისი 2017 16:33
ზოგი სადედამთილო წინასწარ აწყობს საქმეს, ოტხი წელი სარძლო მის ოჯახში რომ ივლის და რძლისთვის ოტახს ისე მოაწყობს, რომ არაფერს არ შეეკიტხება, იქ იმ სახლში შეიდზლება შესვლა?
28 ივნისი 2017 15:41
ასე მსჯელობა არ შეიძლება რახან გაიპარნენ და ოჯახი შექმნეს ის დედამთილი უნდა შეეგუოს იმ აზრს რომ მისი შვილი ზრდასრული მამაკაცია და აქვს ოჯახი რატო ფიქრობს ზოგიერთი დედამთილი რომ მის შვილს ოჯახი რო დაენგრას უფრო ბედნიერად იცხოვრებს მაგრამ არ ფიქრობენ რო შეიძლება მისი შვილი გზას ასცდეს მიყოს ხელი სასმელს ან ნარკოტიკს
mzia
28 ივნისი 2017 13:06
ქმარს და დედამთილს ერთად მოელაპარაკე, თქვი ყველაფერი რაც გულში გაქვს და მოსთხოვე აგიხსნას რატომ გექცევა ასე, აუხსენი რომ შენ გიყვარს შენი ოჯახი და დიდი სურვილი გაქვს დედამთილთან თბილი ურთიერთობა გქონდეს, აუცილებლად ქმართან ერთად უთხარი ყველაფერი,მართლა მიკვირს ზოგი დედამთილების,რძალი ხომ მათი შვილის "პატრონია", დედის მერე ხომ ცოლთან ერთად უნდა გაატაროს ცხოვრება,რატომ უნგრევენ შვილებს ბედნიერებას დედამთილები?! მეც დედამთილი ვარ,

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები