"მა­მა დე­დას აბ­რა­ლებ­და, შე­ნი ბრა­ლია, ის ბი­ჭი რომ მა­ცე­მი­ნე, ახ­ლა გყავდეს ში­ნა­ბე­რაო"
23-02-2018
"მა­მა დე­დას აბ­რა­ლებ­და, შე­ნი ბრა­ლია, ის ბი­ჭი რომ მა­ცე­მი­ნე, ახ­ლა გყავდეს ში­ნა­ბე­რაო"
ქალ­ბა­ტო­ნი თეა ძა­ლი­ან დარ­დობს წლე­ბის წინ ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი შან­სის გა­მო. ამ­ბობს, რომ სიყ­ვა­რულს შეს­წი­რა გა­ნათ­ლე­ბა, მო­მა­ვა­ლი, სა­ვა­რა­უ­დო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და სა­ნაც­ვ­ლოდ მი­ი­ღო ში­ნა­ბე­რო­ბა. მი­სი წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:

"კა­ცი ბჭობ­და და ღმერ­თი იცი­ნო­დაო, რომ ამ­ბო­ბენ, მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა. მე და ჩე­მი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დიდ­ხანს ვოც­ნე­ბობ­დით ერ­თად ყოფ­ნა­ზე, ლა­მა­ზი ოჯა­ხის შექ­მ­ნა­ზე და ხში­რად დაგ­ვიწყ­ვია გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს თა­ნაცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და. გვინ­დო­და, მშობ­ლე­ბის­გან მა­ლუ­ლად გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით სად­მე ზღვის­პი­რეთ­ში. შინ უნ­და დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა წე­რი­ლე­ბი და რო­ცა წარ­მო­ვიდ­გენ­დით, ჩვენს
მშობ­ლე­ბს ამ წე­რი­ლე­ბის კითხ­ვი­სას რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­დათ, ამა­ზეც ბევრს ვხა­ლი­სობ­დით. წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი ხშირ-ხში­რად იც­ვ­ლე­ბო­და, რად­გან ხან გვე­ცო­დე­ბო­და მშობ­ლე­ბი, ხან კი და­უნ­დობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მი­ვახ­ლი­დით, რომ ამ ნა­ბი­ჯის­კენ თა­ვად გვი­ბიძ­გეს, რად­გან ჩემს მშობ­ლებს არ მოს­წონ­დათ გიო და გი­ოს მშობ­ლე­ბიც მი­წუ­ნებ­დ­ნენ, - ოჯახ­ში ასე­თი რძა­ლი არ გა­მოგ­ვად­გე­ბაო.

მოკ­ლედ, და­წუ­ნე­ბუ­ლე­ბი ჩვენს ბუ­დე­ში მივ­დი­ო­დით და მშობ­ლებ­ზე ვი­ცი­ნო­დით. გვე­გო­ნა, ვე­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებ­და, თუ არა სიკ­ვ­დი­ლი. ბუ­დე კი მე­გობ­რის სახ­ლ­ში გვქონ­და. ჩე­მი მე­გობ­რის დე­და საზღ­ვარ­გა­რეთ იყო სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი, მა­მა არ ჰყავ­და, შინ მხო­ლოდ თე­კო და მი­სი ბე­ბო იყ­ვ­ნენ, ისი­ნი კი ხელს არა­ფერ­ში გვიშ­ლიდ­ნენ, პი­რი­ქით - ქე­თე­ვან ბე­ბო (გა­ა­ნათ­ლოს ღმერ­თ­მა მი­სი სუ­ლი) ხში­რად გვი­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბო­და თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხა­ჭა­პუ­რით და იცი­ნო­და: მო­დით, ბავ­შ­ვე­ბო, და­ნაყ­რ­დით და არ და­მი­ვიწყოთ, იცო­დეთ, პირ­ვე­ლი შვი­ლი მე მო­მა­ნათ­ვ­ლი­ნეთ, რო­ცა და­ო­ჯახ­დე­ბით და პა­წია გე­ყო­ლე­ბა­თო. ის ხში­რად გვი­ამ­ბობ­და სა­კუ­თარ თავ­გა­და­სა­ვალ­საც, რომ სა­დე­დამ­თი­ლო იწუ­ნებ­და, ყველ­გან ლან­ძღავ­და თურ­მე, მაგ­რამ მე­რე, რო­ცა მის ოჯა­ხ­ში მა­ინც შე­ვი­და, ისე შე­აყ­ვა­რა თა­ვი, რომ სიკ­ვ­დი­ლამ­დე ქე­თე­ვან ბე­ბოს მზეს ფი­ცუ­ლობ­და და მის გამ­ზ­რ­დე­ლებს აქებ­და, - ასე­თი კარ­გი რომ გაგ­ზარ­დეს, მა­გი­ტო­მაც უნ­და იცოცხ­ლონ 100 წე­ლი­წა­დი. მე გი­წუ­ნებ­დი და თურ­მე, და­საბ­რ­მა­ვე­ბე­ლი თვა­ლე­ბი ოქ­როს ვერ ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ, უბ­რა­ლო ლი­თო­ნი მე­გო­ნეო. ჰო­და, გვა­ი­მე­დებ­და ქე­თე­ვან ბე­ბო, ოღონდ - გვაფ­რ­თხი­ლებ­და კი­დეც: ცუ­დი არა­ფე­რი იკად­როთ და არა­ფე­რი აკად­როთ პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს. იცო­დეთ, ვინც მო­ით­მენს, ის მო­ი­გებს. ცუდ­კა­ცო­ბით შორს ვერც ერ­თი ვერ გა­ცუ­რავთ. ისეთ რა­მეს ნუ გა­ა­კე­თებთ, რომ ის ტო­ტი მო­იჭ­რათ, რა­ზეც ზი­ხარ­თო... ვხვდე­ბო­დით მის გა­დაკ­რუ­ლებს და ბე­ბოს რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით კი­დეც. ცუ­დი მარ­თ­ლა არა­ფე­რი გაგ­ვივ­ლია გულ­ში. გი­ოც ნამ­დ­ვი­ლი ჯენ­ტ­ლ­მე­ნი­ვით იქ­ცე­ო­და, ზედ­მე­ტი არას­დ­როს არა­ფე­რი უკად­რე­ბია და მად­ლო­ბა ღმერთს, ასე რომ მოხ­და... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით