"12 წე­ლია, გათხო­ვი­ლი ვარ და ქმრის ნათესავებმა სის­ხ­ლი გა­მიშ­რეს"
05-03-2018
"12 წე­ლია, გათხო­ვი­ლი ვარ და ქმრის ნათესავებმა სის­ხ­ლი გა­მიშ­რეს"
"ქმრის ნა­თე­სა­ვებ­თან პრობ­ლე­მა მაქვს და არ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე. 12 წე­ლია, გათხო­ვი­ლი ვარ და სის­ხ­ლი გა­მიშ­რეს. ვე­რაფ­რით შე­ეჩ­ვივ­ნენ ჩემს რძლო­ბას და მუ­დამ მაყ­ვედ­რი­ან, რომ მათ­მა ან­გე­ლოზ­მა, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი გო­გო მო­მიყ­ვა­ნა ცო­ლად. გან­სა­კუთ­რე­ბით ბე­ბია ვერ მი­ტანს, მულ­თა­ნაც გა­მუდ­მე­ბით კონ­ფ­ლიქ­ტი მაქვს. დე­დამ­თი­ლი ხა­სი­ა­თის ქა­ლია: ხან მი­ღი­მის, ხან - მკბენს, მა­მამ­თი­ლი კი გა­მუდ­მე­ბით კო­პებ­შეკ­რუ­ლია. თუმ­ცა, არა ჩემ გა­მო, უბ­რა­ლოდ, ასე­თია, უხა­სი­ა­თო კა­ცია. მაზ­ლი ცალ­კე ცხოვ­რობს. მას­თან და მის ცოლ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს; ქვრივ ბი­ცო­ლას
მი­აჩ­ნია, რომ მი­სი მაზ­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ვარ და გა­მუდ­მე­ბით მჭო­რავს მე­ზობ­ლებ­ში..." - ეს წე­რი­ლი 30 წლის გო­გო­ნამ მომ­წე­რა. მას­თან შეხ­ვედ­რა მო­ვა­ხერ­ხე. რო­ცა სა­კუ­თარ თავ­გა­და­სა­ვალს მიყ­ვე­ბო­და, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რ­ჩა, თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თა­ლია, მაგ­რამ ისიც უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მი­სი ოჯა­ხის წევ­რებ­საც ექ­ნე­ბათ თა­ვი­სე­ბუ­რი სი­მარ­თ­ლე და ალ­ბათ, ისი­ნი ამ
წე­რილს გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბი­ან კი­დეც...

- იქ­ნებ მი­ზე­ზი შენ­შია? ოჯახ­ში ყვე­ლას­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი რო­გორ აღ­მოჩ­ნ­დი?
- რა ვი­ცი, რა მი­ზე­ზი უნ­და იყოს? მარ­თ­ლა თავს ვიკ­ლავ სახ­ლ­ში საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბით, მა­ღა­ზი­ა­შიც ვმუ­შა­ობ და ოჯახ­ში ფუ­ლი შე­მაქვს, მე­ტი რა ვქნა? ვცდი­ლობ, ხა­ლი­სი­ა­ნი გან­წყო­ბა არ დავ­კარ­გო და დი­ლით ყო­ველ­თ­ვის ისე გავ­დი­ვარ სა­ძი­ნებ­ლი­დან, თით­ქოს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ; მინ­და, ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა სხვებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო, მაგ­რამ ისე­თი სა­ხე­ე­ბით მხვდე­ბი­ან, სი­ცი­ლის ხა­ლი­სი მე­კარ­გე­ბა. მა­გა­ლი­თად, დე­დამ­თი­ლი მთქნა­რე­ბით მე­უბ­ნე­ბა: რა მოხ­და, ასე კარგ ფეხ­ზე რამ აგა­ყე­ნაო? "დი­ლა მშვი­დო­ბი­სა­ზე" კი ბე­ბია მტუქ­სავს, - დი­ლა კი არა, უკ­ვე შუ­ადღეა. რით ვერ შე­ეჩ­ვიე დი­ლა­ად­რი­ა­ნად გაღ­ვი­ძე­ბას? ოჯა­ხის ქალს ასე­თი რამ არ შე­ე­ფე­რე­ბაო. არა­და, 10 სა­ათ­ზე გვი­ან არას­დ­როს წა­მოვ­მ­დ­გარ­ვარ ლო­გი­ნი­დან და ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბაც მხო­ლოდ უქ­მე­ებ­ზე მაქვს, სხვა დროს გა­ცი­ლე­ბით ად­რე ვდგე­ბი... მოკ­ლედ, გა­უ­საძ­ლი­სია ამ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ქმა­რი ვე­რაფ­რით ვა­ი­ძუ­ლე, რომ ცალ­კე გა­და­ვი­დეთ.

- შე­ნი ქმა­რი რას ამ­ბობს, ოჯა­ხის წევ­რებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ არ გაქვს?
- ხან მე მა­და­ნა­შა­უ­ლებს, ხა­ნაც - და­ნარ­ჩე­ნებს. ზოგ­ჯერ ვჩხუ­ბობთ კი­დეც და მე­რე ეს ჩხუ­ბი ჩვე­ნი შე­რი­გე­ბით მთავ­რ­დე­ბა, რაც მი­სი­ა­ნებს სუ­ლაც არ უხა­რი­ათ. რა ვქნა, მიყ­ვარს და ბევრ რა­მეს ვუთ­მენ, მაგ­რამ არ ვი­ცი, რო­დემ­დე შევ­ძ­ლებ თა­ვის შე­კა­ვე­ბას. ერ­თხე­ლაც შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერს მი­ვა­ფურ­თხო და გუ­ლი მო­ვი­ო­ხო, ყვე­ლას პირ­ში მი­ვა­ხა­ლო სათ­ქ­მე­ლი, მაგ­რამ ასე თუ მო­ვიქ­ცე­ვი, მო­მი­წევს იმ სახ­ლი­დან წა­მოს­ვ­ლა, მე კი არ მინ­და, ქმა­რი დავ­კარ­გო და შვილ­საც მა­მა წა­ვარ­თ­ვა.

- ერ­თი შვი­ლი გყავს?
- კი, ვა­ჟი მყავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს მა­მას. გი­ო­ზე ამოს­დით მზე და მთვა­რე, მაგ­რამ ვერც მი­სი ამ­ქ­ვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბით მო­ვი­გე ქმრის ნა­თე­სა­ვე­ბის გუ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ... ჩე­მი პა­ტა­რა რომ გაჩ­ნ­და, დე­დამ­თილ­მა გა­მო­მიცხა­და: ეს ბავ­შ­ვი მე უნ­და გავ­ზარ­დო, თო­რემ თქვე­ნი გაზ­რ­დი­ლი რა იქ­ნე­ბაო? თა­ვი­დან ამის უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ­დი, მაგ­რამ მე­რე დავ­ფიქ­რ­დი: რა უჭირს, თუ დღი­სით ბე­ბო მო­უვ­ლის? სა­მა­გი­ე­როდ, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, ვი­მუ­შაო-მეთ­ქი. მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ სა­ღა­მო­საც არ მა­ნე­ბებ­და შვილს და ხელ­ში რომ ამეყ­ვა­ნა, დე­დამ­თი­ლის­თ­ვის ნე­ბარ­თ­ვა უნ­და მეთხო­ვა. თა­ვი­დან ამა­საც ვუთ­მენ­დი, მაგ­რამ ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი ყელ­ში ამო­მი­ვი­და, სამ­სა­ხუ­რი მი­ვა­ტო­ვე და შვილ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე. მარ­თა­ლია, თა­ვი­დან დიდ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას წა­ვაწყ­დი, მაგ­რამ ქმა­რიც მხარ­ში ამო­მიდ­გა და ჩე­მი თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რა­ღაც პე­რი­ო­დით ჩემს მშობ­ლებ­თან გა­მიშ­ვა და და­ახ­ლო­ე­ბით ორ თვე-ნა­ხე­ვა­რი იქ დავ­რ­ჩი. რო­ცა ოჯახ­ში დავ­ბ­რუნ­დი, დე­დამ­თილ­მა ისევ მო­ინ­დო­მა პირ­ვე­ლო­ბა, მაგ­რამ ბავ­შ­ვი ისე იყო ჩემ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და. რო­ცა გიო 4 წლის გახ­და, ბაღ­ში შე­ვიყ­ვა­ნე და ისევ და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა... ახ­ლა მე - ბაღ­ში, შინ კი ბე­ბი­ას, მა­მი­დას ან მა­მას მიჰ­ყ­ავს. 7 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობ. სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბულს, შვი­ლი კარ­თან მე­გე­ბე­ბა, ყელ­ზე ჩა­მო­მე­კი­დე­ბა და ათას­გ­ვარ კითხ­ვას მის­ვამს. გაგრძელება
ეკა
21 ოქტომბერი 2019 14:19
ყველა ცუდი ვერ იქნება ალბათ შენიშნა რაღაც ისეთი რაც ვერ აკმაყოფილებს ოჯახს ან ვერ აკეთებ როგორც მათ უნდა ეხლა ყველა გადავარდა არავის აღარ უნდა ოჯახთან ცხოვრება და ალბათ ეს არის მიზეზი ეს ქალბატონო შენ ოჯახში მოაგვარა საჯაროთ კი არ უნდა წყვილი შენი ოჯახის საქმე კარგი მაშინ იქნები უკმაყოფილება ყველა ოჯახში მაგრამ საჯაროთ კი არ გამოგვაქვს
ქეთინო
19 ოქტომბერი 2019 00:46
ამიტომ ოჯახი უნდა ცხოვრობდეს ცალკე, დედამტილი მიეხმარება,მულიც მიეხმარება, დაფასება, მონატრებს და პატივისცემაც იქნება

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?