"კა­ცის საქ­მეა ქა­ლის­თ­ვის სიყ­ვა­რულ­ში გა­მოტყ­დო­მა, მე კი ეს ვერ შევ­ძე­ლი და ბევ­რიც წა­ვა­გე"
12-03-2018
"კა­ცის საქ­მეა ქა­ლის­თ­ვის სიყ­ვა­რულ­ში გა­მოტყ­დო­მა, მე კი ეს ვერ შევ­ძე­ლი და ბევ­რიც წა­ვა­გე"
"ძა­ლი­ან მინ­და, ჩემ­ზე გი­ამ­ბოთ. მე ვარ მა­მუ­კა, 64 წლის. სულ მინ­დო­და, ჩემს სიყ­ვა­რულ­ზე ვინ­მეს­თან მე­ლა­პა­რა­კა, მაგ­რამ ამის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბას ვე­რას­დ­როს ვე­რა­ვის­თან ვბე­დავ­დი. ამ ხნის კა­ცი ვარ, შე­მიძ­ლია ვთქვა, არა­ვი­სი მე­ში­ნია და ტყვი­ა­საც კი მი­ვუშ­ვერ მკერდს, მაგ­რამ რო­ცა სიყ­ვა­რულ­ზეა ლა­პა­რა­კი, მა­შინ ძა­ლი­ან ვიბ­ნე­ვი, ვწით­ლ­დე­ბი... მოკ­ლედ, რა­ღაც უც­ნა­უ­რი მე­მარ­თე­ბა. მინ­და, ჩემს უიღ­ბ­ლო­ბა­სა თუ იღ­ბალ­ზე გე­ლა­პა­რა­კოთ და იმე­დია, არ დამ­ცი­ნებთ... თუმ­ცა, გა­მო­გიტყ­დე­ბით და თქვენ­თან ლა­პა­რა­კის ში­შიც მაქვს..."

ბა­ტონ მა­მუ­კას ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე, რად­გან შეხ­ვედ­რა­ზე არაფ­რით
დამ­თან­ხ­მ­და - პი­რის­პირ ლა­პა­რა­კი რომ შე­მეძ­ლოს, მე­გობ­რე­ბიც კი მყავს და მათ გა­და­ვუშ­ლი­დი გულს. რო­გორ­მე, სხვა დროს შევ­ხ­ვ­დე­ბით, ახ­ლა კი ტე­ლე­ფო­ნით ვი­სა­უბ­რო­თო.
- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში. და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა ჩემს ოჯახს საცხოვ­რებ­ლად რა­ი­ონ­ში მო­უხ­და გა­დას­ვ­ლა, მა­მის სამ­სა­ხუ­რის გა­მო. მას მე­რე მი­ვე­ჯაჭ­ვე აჭა­რის სუფ­თა ჰა­ერს და
აქა­უ­რო­ბას დღემ­დე ვერ ვე­ლე­ვი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა თბი­ლი­სის­კენ გარ­ბის და იქ მეც მაქვს სახ­ლი, აჭა­რი­დან და ჩე­მი სოფ­ლი­დან ფე­ხის გად­გ­მა არას­დ­როს მომ­ნ­დო­მე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა სიყ­ვა­რულს, სულ ორ­ჯერ მიყ­ვარ­და: ერ­თხელ, რო­ცა სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და მე­ო­რედ - რო­ცა უკ­ვე ქა­ლი შემ­რ­თეს. მარ­თ­ლაც, სულ სხვაა პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი! ჩემს ნას­ტი­ა­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი. მი­სი და­ნახ­ვი­სას ელეთ­მე­ლე­თი მე­მარ­თე­ბო­და. სულ მინ­დო­და, სიყ­ვა­რულ­ში გა­მოვ­ტყ­დო­მო­დი, მაგ­რამ ვერ ვბე­დავ­დი. მე­ში­ნო­და, ჩე­მი გუ­ლახ­დი­ლო­ბით სულ არ გამ­წყ­ვე­ტო­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- ვიდ­რე შე­გიყ­ვარ­დე­ბო­დათ, მას­თან მე­გობ­რობ­დით?

- ჩვენ კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მე­გობ­რე­ბიც. ჰო­და, ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ვუფ­რ­თხილ­დე­ბო­დი. თუმ­ცა, მე­რე უგო­ნოდ შე­მიყ­ვარ­და. მის გვერ­დით მყო­ფი, გა­მოშ­ტე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ეს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არა­ვის დარ­ჩე­ნია. კლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი მა­ქე­ზებ­დ­ნენ ხოლ­მე, ნას­ტია კი ასეთ დროს თავ­ჩა­ქინ­დ­რუ­ლი იჯ­და. ხვდე­ბო­და, რაც მე­დო გულ­ში, მაგ­რამ ბიძგს რა­ნა­ი­რად მომ­ცემ­და? - ის ხომ გო­გო­ნა იყო! კა­ცის საქ­მეა ქა­ლის­თ­ვის სიყ­ვა­რულ­ში გა­მოტყ­დო­მა, მე კი ეს ვერ შევ­ძე­ლი და ბევ­რიც წა­ვა­გე, ასე მგო­ნია.

- ანუ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თქვე­ნი გა­უ­ბე­და­ო­ბის გა­მო არ შედ­გა?
- კი, ასე მგო­ნია, თო­რემ უარს არ მეტყო­და. რამ­დენ­ჯე­რაც და­ვა­პი­რე მას­თან სიყ­ვა­რულ­ზე ლა­პა­რა­კი, იმ­დენ­ჯერ­ვე ავი­ლე­წე; გუ­ლი მიჩ­ქარ­დე­ბო­და, ცუ­დად ვხდე­ბო­დი... სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რეთ, ბან­კეტ­ზე დავ­თ­ვე­რი და გა­დავ­წყ­ვი­ტე, მის­თ­ვის სი­მარ­თ­ლე მეთ­ქ­ვა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი სიმ­თ­ვ­რა­ლე ცუ­დად და­მა­მახ­სოვ­რ­და: გო­ნე­ბა ამე­რია და ქა­ლის­თ­ვის სიტყ­ვის თქმა კი არა, სახ­ლ­ში ძლივს მი­მი­ტა­ნეს. მე­რე ნას­ტია თბი­ლის­ში გა­უშ­ვეს მშობ­ლებ­მა და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ გათხოვ­და კი­დეც... ეს იყო დი­დი დარ­ტყ­მა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის­გან პირ­ვე­ლად მი­ვი­ღე. მა­ნამ­დე მე­გო­ნა, რომ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, ნას­ტი­ას "ღა­ლატ­მა" კი გუ­ლი მატ­კი­ნა. ღა­ლატს ვაბ­რა­ლებ­დი, არა­და, ჩე­მი ბრა­ლია, რომ დავ­კარ­გე. რო­დემ­დე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო იმ იმე­დით, რომ რა­ი­მეს ამოვ­ღერ­ღავ­დი? რო­დემ­დე უნ­და დამ­ლო­დე­ბო­და? ახ­ლა მას­ზე აღარ ვბრა­ზობ, მაგ­რამ ად­რე ვი­მუქ­რე­ბო­დი კი­დეც, - ქმარს მო­ვუკ­ლავ-მეთ­ქი. უკ­ვირ­დათ ბი­ჭებს: მუშ­ტი-კრივ­ში მა­გა­რი ხარ. რო­ცა ჩვენ გვერ­დით ხარ, მტრის არ­მი­ა­საც კი შე­ვას­კ­დე­ბით, ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას კი რა ჯან­და­ბა გაბ­ნევ­სო? აბა, რა ვი­ცი, რა მაბ­ნევ­და? ეს იყო ალ­ბათ, ჩე­მი ბედ-იღ­ბა­ლი.

- თქვენს მე­ო­რე სიყ­ვა­რულ­ზე მი­ამ­ბეთ...
- ეს ამ­ბა­ვი არც ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ და­იწყო. რო­ცა უკ­ვე 30-ს მი­ვუ­კა­კუ­ნე, ჩე­მებ­მა თავ­ში ხე­ლე­ბი წა­ი­ში­ნეს, - ეს ბი­ჭი ბერ­ბი­ჭო­ბას აპი­რებს. თუ რა­მე არ ვუშ­ვე­ლეთ, დარ­ჩე­ბა უშ­ვილ­ძი­როდ და შვი­ლიშ­ვილს არ გვა­ღირ­სებ­სო. ჰო­და, დატ­რი­ალ­დ­ნენ მა­ჭან­კ­ლე­ბი, ხან ვინ "მო­არ­გეს" ჩემს ბედს, ხან - ვინ. ზოგს დე­და იწუ­ნებ­და, ზოგს - მა­მა, ზო­გის შერ­თ­ვას მე­გობ­რე­ბი არ მირ­ჩევ­დ­ნენ, ზოგს კი თა­ვად ვა­რი­დებ­დი თავ­საც და თვალ­საც. თან მიკ­ვირ­და, - უსიყ­ვა­რუ­ლოდ ოჯახს რო­გორ უნ­და მო­ვე­კი­დო-მეთ­ქი? ასე იყო თუ ისე, ერთ დღეს ძმა­კაც­მა მითხ­რა: ნა­თე­სა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე უნ­და გა­მომ­ყ­ვე, შე­ნი იმე­დი მაქვს, მან­ქა­ნის სა­ჭე უნ­და ჩა­გა­ბა­რო და ერ­თი დღე მო­მემ­სა­ხუ­რე, არა­ფე­რი გი­ჭირ­სო. ძმა­კაცს უარს რო­გორ ვეტყო­დი, არა­და, ღვი­ნის სმის "დი­ლი­ხორ­ზეც" ვი­ყა­ვი... მოკ­ლედ, იმ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩე­მი მის­ვ­ლა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში იმი­ტომ სურ­დათ, რომ ჩემ­თ­ვის ვე­ნე­რა გა­ეც­ნოთ. გვერ­დ­ზე მო­მის­კუ­პეს მშვე­ნი­ე­რი, კოხ­ტა გო­გო, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, ქორ­წი­ნე­ბამ­დე ვე­რაფ­რით შე­ვიყ­ვა­რე, მაგ­რამ ძა­ლი­ან კი მო­მე­წო­ნა. გვერ­დით მეჯ­და და ლა­მის, ერ­თა­დაც დაგ­ვ­ლო­ცეს. რო­გორც ყვე­ლი და პუ­რი, ისე უხ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთ­სო, - გვე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ. მე­რე მარ­ტო­ე­ბიც დაგ­ვ­ტო­ვეს, და­ი­ლა­პა­რა­კე­თო, მაგ­რამ ცხა­დია, მე ისევ და­ვი­ბე­ნი და არც ერთს არ გაგ­ვი­ღია ხმა. რო­ცა ოთახ­ში შე­მობ­რუნ­დ­ნენ, ჩვენ გა­ბუ­ტუ­ლე­ბი­ვით ვის­ხე­დით. ჰო­და, ჩემ­მა ძმა­კაც­მა იაქ­ტი­უ­რა - ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჰ­კითხა, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მე და­მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ჩე­მი ამ­ბე­ბიც თა­ვად უამ­ბო ვე­ნე­რას. შინ რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, მე­გო­ბარს ვუ­საყ­ვე­დუ­რე: რა გჭირ­და, ენა რომ არ გა­გი­ჩე­რე­ბია? ჩემ­ზე უკე­თე­სი სა­ლა­პა­რა­კო თე­მა ნუ­თუ, არ გქონ­და-მეთ­ქი? გა­ე­ცი­ნა, - შენს სახ­ლამ­დე მი­მიყ­ვა­ნე, რა. ოღონდ არ და­მამ­ტ­ვ­რიო და წელს ქა­ლი თუ არ შეგ­რ­თე, კა­ცი არ ვი­ყოო. მარ­თ­ლაც, ახ­და მი­სი სიტყ­ვე­ბი და იმ წელს, რო­გორც იყო, ვე­ნე­რა შე­ვირ­თე. გაგრძელება
მამუკა1987
12 მარტი 2018 17:09
მესმის თქვენი. მე 30 წლის ვარ, ჯერჯერობით უცოლო. 12 წლიდან მიყვარდა(ორმხრივად) სალომე, მაგრამ ჩემი სიმორცხვით დავკარგე. შემდეგ ის სხვა უბანში გადავიდა და როცა ყურადღება არ მივაქციე დაოჯახდა. მოგვიანებით სცადა ურთიერთობის აღდგენა.ვწერდით, ვსაუბრობდით ტელეფონით. მე ვუთხარი ცოლად მოგიყვან-მეთქი(2 შვილი ჰყავს). ვერ გარისკა. ქმარი თავს მოჭრიდა. აღარ შევხვდი თუკი ჩემი არ გახდებოდა. დავამთავრეთ ასე. აწი იცის, ვეღარ გამეკარება სათოფეზე, თორემ მწარედ წააგებს.

რედაქტორის რჩევით