10 წელი ცოლსა და საყვარელს შუა
13-03-2018
10 წელი ცოლსა და საყვარელს შუა
"მყავს ცოლი, რომელიც საშინლად მძულს და 10 წელია, მყავს საყვარელი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს". ჩემი ცოლის საშინელმა ხასიათმა და საქციელმა მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საყვარელი გამეჩინა.

ეს შემთხვევით არ მომხდარა. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ მომეძებნა ქალი, რომელიც ჩემი ცოლისგან განსხვავებული იქნებოდა და მასთან თავშესაფარი მეპოვა. კარგა ხანი მოვანდომე ასეთი ქალის პოვნას. ის მაშინ 35 წლის იყო, გაუთხოვარი... თვეების განმავლობაში ვცდილობდი მისი გულის მოგებას. თავიდან მიცილებდა - ცოლიანი კაცი არ შემიყვარდება, შემეშვიო,
მაგრამ მე მაინც ვეძალებოდი. მეუბნებოდა, - აქამდე კაცი არ მყოლია, ქალწული ვარ, გათხოვება, ოჯახი მინდაო, მაგრამ არ ვუჯერებდი. არა, იმას კი ვუჯერებდი, გათხოვება რომ უნდოდა, რადგან ყველა ქალი მაგაზე ოცნებობს, მაგრამ იმას არ ვუჯერებდი, რომ ქალწული იყო...

როგორც იქნა, ჩემსას მივაღწიე, თავი შევაყვარე და ურთიერთობაზეც
დავითანხმე. როცა დავრწმუნდი, რომ მისთვის პირველი მამაკაცი ვიყავი, მის მიმართ გრძნობა გამიათმაგდა. ბინა ვუქირავე, მოვუწყვე და მართლაც ბედნიერად ვგრძნობდი თავს. 5 წლის წინ, ჩემი ინიციატივით შვილიც გამიჩინა. ამის შემდეგ ბინა ვუყიდე და ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი შევქმენი. უფროსი შვილი უკვე 22 წლისაა, ის უცხოეთში სწავლობს და ცხოვრობს. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით