"ვისაც ლოთი კაცის ცოლობა არ გამოუცდია, ის ვერ გაიგებს ჩემს გასაჭირს"
15-03-2018
"ვისაც ლოთი კაცის ცოლობა არ გამოუცდია, ის ვერ გაიგებს ჩემს გასაჭირს"
ვისაც ლოთი კაცის ცოლობა არ გამოუცდია, ის ვერ გაიგებს ჩემს გასაჭირს. გამოუფხიზლებელი ქმარი მტერს ჰყავდეს. გია დილით რომ ადგებოდა, ერთ ჩაის ჭიქა არაყს გადაჰკრავდა - ეს აზრზე რომ მოვიდე, იმისთვისო.

მერე წავიდოდა და გვიან ღამით ისეთი მთვრალი ბრუნდებოდა, ძლივს აგნებდა სახლის კარს. ასე მეორდებოდა ყოველდღე. თანაც, ზოგიერთ კაცს მშვენიერი სიმთვრალე აქვს: მოვა სახლში, დაწვება და დაიძინებს. ეს კიდევ, ლაპარაკისა და ჭკუის დარიგების მეტს არაფერს აკეთებს. კარგი დედის შვილი ვიყავი და
რამეში არ დავთანხმებოდი. იწყებოდა აყალმაყალი და ჩხუბი, ჭურჭლის მტვრევა და დედის გინება...

ბავშვებიც შეშინებული ელოდნენ ხოლმე მის გამოჩენას. ჩემს ადგილზე სხვა ქალი ერთ წელსაც ვერ გაუძლებდა, მე კი მთელი 6 წელი ვითმენდი მისგან დამცირებასა და შეურაცხყოფას. ერთ მშვენიერ დღეს კი გავიგე, საყვარელი ჰყავსო. სიმართლე გითხრათ,
გამიხარდა კიდეც. ვიფიქრე, იქნებ ახლა მაინც შევძლო და მისგან თავი დავაღწიო-მეთქი. თან ძალიან გამიკვირდა და ინტერესით ვკვდებოდი - მინდოდა გამეგო, ვინ იყო ის ქალი, რომელიც მასთან ურთიერთობას დათანხმდა. რაც ის დალოცვილი გა-მოჩნდა მის ცხოვრებაში, ცოტა ამოვისუნთქე. შინ მოსული აღარ ჩხუბობდა, ღიღინით დადიოდა... მეც მეტი რა მინდოდა? მივუშვი ბოლომდე. არც რეალურად ვეჭვიანობდი და არც მოჩვენებით დამიდგამს სცენები. სრულ თავისუფლე-ბას ვაძლევდი და გაშალა ფრთები. ასეთ ყოფაში კიდევ 2 წელი გავიდა. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით