"ძალიან მინდოდა, დიდი ქორწილი გვქონოდა და თეთრი კაბა ჩამეცვა, მაგრამ..."
16-03-2018
"ძალიან მინდოდა, დიდი ქორწილი გვქონოდა და თეთრი კაბა ჩამეცვა, მაგრამ..."
ჩვენ საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს. მე 18 წლის ვიყავი, გიგა - 22-ის.

ჩემი მშობლები ქალიშვილის გათხოვებას ნაადრევად მიიჩნევდნენ და არც გიგა მოსდიოდათ თვალში.

გიგა ეჭვიანი და მძიმე ხასიათის გამოდგა. პირველივე უსიამოვნების შემდეგ მივხვდი, რომ დიდხანს ვერ ვიქნებოდით ერთად. ცოტა ხანში გიგა ლანძღვა-გინებიდან ცემაზე გადავიდა და 4 თვის ორსულს მუცელი მომეშალა. გამწარებული მშობლებთან დავბრუნდი. გიგა კი დღემდე ბრალს მდებს - ნათიამ დედის რჩევით აბორტი გაიკეთაო.

ძალიან მინდოდა, დიდი ქორწილი
გვქონოდა და თეთრი კაბა ჩამეცვა, მაგრამ გიგამ მთხოვა, - არ გვინდა ზედმეტი ხარჯი, სჯობს, სადმე წავიდეთ, თაფლობის თვე იქ გავატაროთო. დაქორწინების შემდეგ გიგას ბებიამ თავისი ბინა დაგვითმო. თავდაპირველად ძალიან გამიხარდა, - ვის არ უნდა ცალკე ცხოვრება, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, მშობლებთან ერთად რომ გვეცხოვრა, გიგა თავისი
პათოლოგიური ეჭვიანობის სცენებს ვერ გამიმართავდა...

ჩემებმა პატარა ქორწილი მაინც გადაგვიხადეს. მერე მამამ ბორჯომში გაგვიშვა. თბილისში რომ დავბრუნდით, იმ დღიდან დაიწყო კოშმარი. ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ლექციებზე სიარული ხომ უნდა გამეგრძელებინა? გიგას კი ნერვები ეშლებოდა. ერთ-ერთი წაკამათების შემდეგ ვკითხე, - რა გინდა, სწავლას თავი დავანებო-მეთქი? მიკიბ-მოკიბა - ლექციების შემდეგ არ უნდა იგვიანებდე, გათხოვილი ქალი ხარ და არ შეგფერის დაგვიანებაო. ისედაც თავპირისმტვრევით მივრბოდი შინ, რომ გიგა არ წამჩხუბებოდა, მეტი რა უნდა მექნა?

ერთხელ, ჯგუფელებმა დამირეკეს, მეგობრის ოჯახში იყვნენ შეკრებილი, - მოდი და ქმარიც წამოიყვანეო. როგორ არ მეხვეწნენ, მაგრამ ვუარობდი, არ მინდოდა გიგასთან ერთად წასვლა, რადგან ვიცოდი, შემარცხვენდა. მარტო წასვლა ხომ წარმოუდგენელი იყო. კვირადღე იყო და გიგა ეზოში მეზობლებთან ერთად ნარდს თამაშობდა. შინ ისე შემოვიდა, ვერც გავიგე. მოისმინა, მე რომ მეგობრებს ვუხსნიდი, - შინ საქმე მაქვს და ვერ წამოვალ-მეთქი. უცებ გამომტაცა ყურმილი, გიჟივით ჩასძახა - რომ გეუბნებათ, გაიგეთ, თუ არა და, სხვანაირად ვიცი მე ლაპარაკიო და ისეთი გინება დაიწყო, კინაღამ გული გამისკდა. ყურმილი რომ დაახეთქა, ვუსაყვედურე, - ასე რატომ მოიქეცი-მეთქი? ისეთი სილა გამაწნა, თვალთ დამიბნელდა და წავიქეცი. მუცელზე ვიფარებდი ხელს, რომ წიხლი არ მომხვედროდა. მერე მომაძახა, - არ გაბედო სახლიდან ფეხის გადგმა, თორემ ყელს გამოგჭრიო და გარედან ჩამკეტა, ტელეფონი კი გამორთო. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით