"სიყვარულში" გაცვლილი შვილები - კვირის პალიტრა

"სიყვარულში" გაცვლილი შვილები

გეკითხებით და გთხოვთ, მიპასუხოთ, იმ ქალს რა ჰქვია (ან მის საქციელს), რომელსაც ერთ მამაკაცთან გული არ უჩერდება და აცხადებს: - მეგონა, მიყვარდა, მაგრამ შევცდი, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ახლა მეწვიაო...

ჩემს მეგობარს ერთი ქალი შეუყვარდა, შვილიანი და ქმარს გაცილებული. არ უნდოდათ მის მშობლებს განათხოვარი რძალი, მაგრამ რა ექნათ? ნოდიკომ - ან ეს ქალი იქნება ჩემი ცოლი, ან არავინო. ასე მოიყვანა ნინო. ნოდიკო მის შვილს თავს ევლებოდა, არაფერს აკლებდა. მალე ვაჟი შეეძინათ, ბაბუის სახელი დაარქვეს, - გიორგი. ერთ მშვენიერ დღეს კი, ნინო შინიდან გაიპარა, ბავშვები კი ნოდიკოს და მის მშობლებს დაუტოვა...

თურმე, დაქალის ოჯახში ვიღაც ბიზნესმენი გაუცვნია, ურთიერთობა ფლირტით დაწყებულა, რომელიც მალე რომანში გადაზრდილა. ის კაციც ცოლს გაცილებული ყოფილა, უკრაინაში საქმიანობდა, ხილის წვენების კომბინატი ჰქონია. რაღა ბევრი გავაგრძელო, ქმარს წერილი დაუტოვა, - რა ვქნა, ვერ მოგატყუებ, აღარ მიყვარხარ, მერაბს მივყვებიო და წავიდა. გაგრძელება