ცოლისგან გადახდილი სამაგიერო
22-03-2018
ცოლისგან გადახდილი სამაგიერო
ქალს რომ ძალიან ბევრი შეუძლია, ეს ფაქტია. ხომ გაგიგონიათ, - ქალმა თუ გაიწია, 9 უღელი ხარ-კამეჩი ვერ შეაჩერებსო.

ჰოდა, ერთ ჩემს მეზობელ კახელ ნიკოზე მინდა მოგიყვეთ. მოკლედ, დიდი მაკვარანცხი ვინმე იყო ეს ნიკო. მთელი სოფლის ქალებთან დაძვრებოდა, სადაც კი შეუშვებდნენ. მოსინჯავდა ნიადაგს და თუ მიხვდებოდა, რომ ძალიან მყარ უარს არ ეუბნებოდნენ, იმდენს იზამდა, ეშმაკივით შეუჩნდებოდა და მაინც გულის წადილს აიხდენდა ხოლმე. თანაც, რაიონში რამდენიმე მაღაზია აქვს, მატერიალურად არ უჭირს და
ქალის პატივისცემაც არ ეშლებოდა, ოღონდ ეგაა, ერთი ცუდი თვისება ჰქონდა - ყოველი ახალი გამარჯვების შესახებ ძმაკაცებს უყვებოდა და მთელმა რაიონმა იცოდა, ვის ჰყავდა მოღალატე ცოლი და ვის - "არაქალიშვილი" შვილი.

ერთ მშვენიერ დღეს ნიკო დასთან წავიდა სტუმრად ქალაქში. იქიდან შეცვლილი დაბრუნდა. რაღაცნაირი, დადინჯებული იყო, ჩაფიქრებული
დადიოდა. შეუჩნდნენ ძმაკაცები, - რა დაგემართაო და ძლივს ათქმევინეს, რომ ქალაქელი გოგო მოსწონებია და გულში ჩავარდნია. მოკლედ, ეს ჩვენი ნიკო კვირაში სამჯერ გარბოდა ქალაქში და ყოველ დაბრუნებაზე უფრო და უფრო იმედიანად იყო. სამი თვის მერე განაცხადა, რომ ცოლის მოყვანას აპირებდა და ქორწილისთვის მზადებაც დაიწყო. მარტო თვითონ კი არა, მთელი სოფელი ემზადებოდა. ყველას გვაინტერესებდა, ვინ იყო ის გოგო, რომელმაც ნიკოს ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საცოლის ერთგული იყო - ყველა ქალი დაივიწყა.

როგორც იქნა, დადგა ქორწილის დღეც. პატარძალი რომ მოიყვანეს, ყველას აღტაცების შეძახილი აღმოხდა. მართლაც ძალიან ლამაზი გოგო იყო, სიძის შესაფერისიც გახლდათ და თავიც ამაყად ეჭირა. ნიკო კი გაბადრულ-გაბრწყინებული იფერებდა მილოცვებს. გამოხდა ხანი... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით