"ვერ ვხდები რძალს რა დავუშავე"
"ვერ ვხდები რძალს რა დავუშავე"
65 წლის ქალი ვარ. ორი ვაჟი მყავს. უფროსი დიდი ხანია, გერმანიაში ცხოვრობს, იქაური ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავს. უმცროსი შვილის შემყურეს კი, ლამისაა გული გამისკდეს.

გაგას გაჩენას (7 წლით უმცროსია თავის ძმაზე) კინაღამ ჩემი სიცოცხლე შეეწირა. შვილების გარჩევა როგორ შეიძლება, მაგრამ გაგა სუსტი ბავშვი იყო და განსაკუთრებულად ვზრუნავდი მასზე...

მერე, დათო უცხოეთში რომ გადაიხვეწა, გაგას სულ იმას ვეხვეწებოდი, შენ მაინც შეირთე ცოლად ქართველი გოგო, ყველანაირად დაგეხმარები-მეთქი. ძლივს მოვაყვანინე ცოლი. ეგეც
მე მოვიწონე და იმდენი ვუქე, დაინტერესდა, გაიცნო და მალევე დაქორწინდა.
სამი თვე არ იყო გასული, სიავე გამოიჩინა რძალმა. კარგა ხანს არაფერს ვუმხელდი შვილს, მაგრამ როცა რძლის უზრდელობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, გაგას შევაპარე, - ცოტა მკაცრად დაელაპარაკე შენს ცოლს, ჩემს ნალოლიავებ ოჯახს ნუ დამიქცევს-მეთქი...

დაწვრილებით არ
ღირს ჩემი ოჯახის უსიამოვნებებზე ლაპარაკი, მაგრამ ერთს გეტყვით, ჩვენ შორის ურთიერთობა გამწვავდა. მას ბავშვი არ უჩნდებოდა და ისეთი აგრესიული იყო, ვემალებოდი და ვცდილობდი, თვალში არ შევჩეხებოდი. ჩემს ოთახში შევიკეტებოდი ხოლმე, გაგა კი ერთს არ მკითხავდა, რამე ხომ არ გინდა ან ცუდად ხომ არ ხარო?
როცა დათოსთან გერმანიაში ჩავედი, მასთან გული მოვიოხე. უმცროს ძმას დაურეკა და უსაყვედურა. გაგა კი ძალიან გამიბრაზდა, - ჩემი ცოლი შენთან არ ტყუის, რა გალაპარაკებდა რძალზეო! გული მომიკვდა. ჩემი შვილი ცოლს ამართლებდა, მე კი - მადანაშაულებდა. ვერ გამეგო, რაში ვტყუოდი ან რა ბრალი მიმიძღვოდა რძლის წინაშე. მე ხომ მის სამსახურში ვიყავი სულ. გაგრძელება
30 ნოემბერი 2019 20:01
Amitomaa kanoni aq uzxowtshi shvilebi roza daqorzindebian im dgidanve martod zxovroben zolqmari ...... da teleponit moikitxacen ertmanets kiveldge da kidez stumroben ertmanettan roza enatrebat....... dzaluan kargi zesia es da saqartveloshiz bevr ojaxshi asea ukve migebulii...
ნინი
30 ნოემბერი 2019 06:03
ერთხელ ჩვენმა პატრიარქმა ქადაგებაზე თქვა.
ასაკიან მშობლებს ეხებოდა ალბად.
მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.
მშობლები ყველაზე ბედნიერები არიან როცა შვილების და შვილიშვილების გარემოში ცხოვრობს.
ხოდა მშობლებს მოუწოდა , რომ ძალიან შეეცადონ ოჯახში მისაღები და პატივსაცემი
იყვნენ.
მე სრულიად ვიზიარებ.
ახალგაზრდები თავის შეცდომებზე სწავლობენ და არ არის საჭირო მუდმივად ჭკუას არიგებდე
საერთოდ დაწერილი რეცეპტი არ არსებობს ყველა თვითონ უნდა შეეცადოს!
04 ოქტომბერი 2019 22:37
ზოგს ზედ რო გადაყვე მაინც ვერ დაანახვებ შენ პატივის ცემაც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?