"ვერ ვხდები რძალს რა დავუშავე"
23-03-2018
"ვერ ვხდები რძალს რა დავუშავე"
65 წლის ქალი ვარ. ორი ვაჟი მყავს. უფროსი დიდი ხანია, გერმანიაში ცხოვრობს, იქაური ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავს. უმცროსი შვილის შემყურეს კი, ლამისაა გული გამისკდეს.

გაგას გაჩენას (7 წლით უმცროსია თავის ძმაზე) კინაღამ ჩემი სიცოცხლე შეეწირა. შვილების გარჩევა როგორ შეიძლება, მაგრამ გაგა სუსტი ბავშვი იყო და განსაკუთრებულად ვზრუნავდი მასზე...

მერე, დათო უცხოეთში რომ გადაიხვეწა, გაგას სულ იმას ვეხვეწებოდი, შენ მაინც შეირთე ცოლად ქართველი გოგო, ყველანაირად დაგეხმარები-მეთქი. ძლივს მოვაყვანინე ცოლი. ეგეც
მე მოვიწონე და იმდენი ვუქე, დაინტერესდა, გაიცნო და მალევე დაქორწინდა.
სამი თვე არ იყო გასული, სიავე გამოიჩინა რძალმა. კარგა ხანს არაფერს ვუმხელდი შვილს, მაგრამ როცა რძლის უზრდელობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, გაგას შევაპარე, - ცოტა მკაცრად დაელაპარაკე შენს ცოლს, ჩემს ნალოლიავებ ოჯახს ნუ დამიქცევს-მეთქი...

დაწვრილებით არ
ღირს ჩემი ოჯახის უსიამოვნებებზე ლაპარაკი, მაგრამ ერთს გეტყვით, ჩვენ შორის ურთიერთობა გამწვავდა. მას ბავშვი არ უჩნდებოდა და ისეთი აგრესიული იყო, ვემალებოდი და ვცდილობდი, თვალში არ შევჩეხებოდი. ჩემს ოთახში შევიკეტებოდი ხოლმე, გაგა კი ერთს არ მკითხავდა, რამე ხომ არ გინდა ან ცუდად ხომ არ ხარო?
როცა დათოსთან გერმანიაში ჩავედი, მასთან გული მოვიოხე. უმცროს ძმას დაურეკა და უსაყვედურა. გაგა კი ძალიან გამიბრაზდა, - ჩემი ცოლი შენთან არ ტყუის, რა გალაპარაკებდა რძალზეო! გული მომიკვდა. ჩემი შვილი ცოლს ამართლებდა, მე კი - მადანაშაულებდა. ვერ გამეგო, რაში ვტყუოდი ან რა ბრალი მიმიძღვოდა რძლის წინაშე. მე ხომ მის სამსახურში ვიყავი სულ. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით