40 წლის წინ მიღებული არასწორი გადაწყვეტილება
24-03-2018
40 წლის წინ მიღებული არასწორი გადაწყვეტილება
ღმერთი სიყვარულიაო, ამბობენ. არავისი არაფერი შემშურებია. რაც წლები მომემატა, შემშურდა იმ ქალებისა, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები გარს ეხვია. მერე თავს ვაჯობე და ბედს შევეგუე. ამ რამდენიმე ხნის წინ, პირველად ჩემს ცხოვრებაში ვინატრე, - ნეტავ, უქმროდ გამეჩინა შვილი, ხალხს კი რაც უნდოდა, ელაპარაკა-მეთქი...

ახალგაზრდობაში მეც მყავდა შეყვარებული. სტუდენტობა თბილისში გავატარე და სწორედ აქ ვეზიარე ამ გრძნობას. მის დანახვაზე სახეზე ალმური გადამკრავდა ხოლმე. ვატყობდი, ისიც ჩუმჩუმად მითვალთვალებდა. მორიდებული ბიჭი იყო, ვერ მიბედავდა
გრძნობის გამხელას, თორემ დარწმუნბული ვიყავი, რომ მასაც გულში ვყავდი ჩავარდნილი.

ერთხელ ახალი წლის წინა დღეებში მეგობრები შევიკრიბეთ და ქრიფი გადავწყვიტეთ. ვინაიდან ქირით ვცოვრობდი და სახლში მარტო ვიყავი, ჩემთან გადავწყვიტეთ შეკრება. კარგად მოვილხინეთ. გვიან ღამით დავიშალეთ. შოთაც ჩვენთან ერთად იყო. კარგ გუნებაზე გახლდათ, უჩვეულოდ მხიარულობდა. სტუმრები
გავაცილე, შინ შევბრუნდი და ის იყო, მაგდის ალაგება დავიწყე, რომ კარზე კაკუნი გავიგონე. შოთა იდგა თავხრილი. - სალაპარაკო მაქვს, ცოტა ხნით გარეთ გამოდიო, - მითხრა. შინ შევიპატიჟე. - გარეთ ცივა და ჯობია, შენ შემოხვიდე-მეთქი. მას ყავა მოვუდუღე, მე კი მაგიდის ალაგება გავაგრძელე და თან ვსაუბრობდით. მერე ადგა და მომეხმარა კიდეც. ჭუჭყიანი თეფშები გამოჰქონდა სამზარეულოში და კარადაზე ალაგებდა. ისეთი შინაურული სიტუაცია შეიქმნა, უდიდესი სითბო ვიგრძენი გულში. წარმოვიდგინე, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით, სტუმრები გვყავდა და ახლა სახლს ერთად ვალაგებდით. უზომოდ მომინდა, რომ ეს სინამდვილეში ასე ყოფილიყო. ამიტომ, როდესაც სამზარეულოში თეფშების მორიგი პარტია შემოიტანა, ხელები გაითავისუფლა და მოულოდნლად მომეხვია, წინაღმდეგობა არ გამიწევია...

2 დღე დაჰყო ჩემთან. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მეჩურჩულებოდა, რომ ვუყვარდი. მესამე დღეს სოფელში უნდა წავსულიყავი. მეხვეწებოდა, ნუ წახვალ, ცოლად გამომყევი, ჩემთან წავიდეთო. ნეტავ მაშინ დავთანხმებოდი. ვუთხარი - ახალ წელს მშობლებთან გავატარებ, თან ვეტყვი, რომ გათხოვებას ვაპირებ და რომ დავბრუნდებით, არდადეგების მერე დავქორწინდეთ-მეთქი. - ძველით ახალ წელს ჩამოვალ შენთან და შენს მშობლებს გავიცნობ, თუ წინააღმდეგი არ იქნებიო. სიხარულით დავთანხმდი. შევთანხმდით, მშობლებს საქმის კურსში ჩავაყენებდი და მერე შოთაც ჩამოვიდოდა. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით