"მეგონა, ბავშვს რომ ვერ ვაჩენდი, იმიტომაც აიცრუა ჩემმა ქმარმა ჩემზე გული, თუმცა..."
26-03-2018
"მეგონა, ბავშვს რომ ვერ ვაჩენდი, იმიტომაც აიცრუა ჩემმა ქმარმა ჩემზე გული, თუმცა..."
ზაფხულში მოწმენდილი ციდან თოვლის წამოსვლას უფრო ვირწმუნებდი, მაგრამ ჩემი მეზობელი და თანშეზრდილი მაია თუ მიღალატებდა, ან ოდესმე ჩემი შეშურდებოდა, ვერასოდეს დავიჯერებდი...

V კლასში ვიყავით, როცა მაიას მამა გარდაეცვალა. დარჩა საწყალი თინა დეიდა მარტო, ორ შვილთან ერთად. ოჯახს ძალიან გაუჭირდა. ჩემი მშობლები და მეზობლები ეხმარებოდნენ ქვრივ ქალს, მაგრამ მაინც უჭირდათ. მერე, თინა დეიდამ საბნებისა და ლეიბების კერვა
დაიწყო და მალე ბევრი კლიენტიც გაიჩინა.
იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. თინა დეიდამ ერთი ოთახი გამოათავისუფლა და ატელიე გააკეთა, სადაც ნაირ-ნაირი საბან-ლეიბი იკერებოდა. ოჯახმა სული მოითქვა.

მე და მაიკომ ერთად ჩავაბარეთ უმაღლეს სასწავლებელში. ირაკლი პირველსავე კურსზე გავიცანით. ის ჩვენზე ორი წლით უფროსი იყო
და ძალიან პოპულარული ბიჭი გახლდათ. ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, სპორტსმენი იყო და გიტარაზეც უკრავდა. ყველას მოგვწონდა, მათ შორის მეც და მაიასაც. ირაკლი ჩვენთან ერთად დადიოდა ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე. გოგონები სულ იმის ფიქრში ვიყავით, - ვინ მოსწონდა ირაკლის. ყველას თბილად და ყურადღებით გვექცეოდა, ამიტომაც ვერ ვხვდებოდით, ვის ეპრანჭებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი კინოში მე დამპატიჟა.

სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი. მაიამ და სხვებმაც მომილოცეს. მესამე კურსზე ვიყავი, ირაკლის კი უკვე დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი და ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა, როცა დავქორწინდით... ქორწილში უამრავი საჩუქარი მივიღეთ. მაიკოს დედამ სამზითვოდ ულამაზესი საბნები შემიკერა. გავიდა ერთი წელი. ბავშვი არ მიჩნდებოდა და ჩემი ერთადერთი სადარდებელი ეს იყო. დედამთილი მამშვიდებდა, - ნუ დარდობ, ჯერ მაინც სტუდენტი ხარ, რა გეჩქარებაო, მაგრამ დედობა სიგიჟემდე მინდოდა. ამასობაში ჩემი მშვიდი და გაწონასწორებული, თბილი და მოსიყვარულე ირაკლი თანდათან გამოიცვალა, აგრესიული გახდა, შინ გვიან ბრუნდებოდა. საგონებელში ჩავვარდი. მეგონა, ბავშვს რომ ვერ ვაჩენდი, იმიტომაც აიცრუა გული ჩემზე, აღარ ვიცოდი, რა მექნა. მალე ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა, ხშირად ვჩხუბობდით; დედამთილს არაფერს ვეუბნებოდი, არადა, ტირილით თვალები სულ დასივებული მქონდა. მამიდაშვილს ვერ დავუმალე ჩემი საწუხარი და ყველაფერი ვუამბე. მითხრა, - ვიღაცამ ჯადო გაგიკეთა, თორემ სანაქებო ბიჭი ასე როგორ გადაგვარდებოდაო? მირჩია, მღვდელი მომეყვანა და ბინა მეკურთხებინა. ჯადო და მისთანები არ მწამდა და მაშინ მის ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე.

გავიდა რამდენიმე თვე და ირაკლიმ გამომიცხადა, შენ გვერდით ვეღარ ვწვები, სული მეხუთება, არ ვიცი, რა მჭირსო! ამჯერად თვითონაც გაოცებული ჩანდა. მე კი ჩავთვალე, რომ ეს ერთ-ერთი საბაბი იყო გასაყრელად. ვიწექი ჩემთვის მარტო და ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით