"თურმე, მამა გარდაცვლილი რომ მეგონა, თავის მეორე ოჯახთან ბედნიერად ცხოვრობს"
27-03-2018
"თურმე, მამა გარდაცვლილი რომ მეგონა, თავის მეორე ოჯახთან ბედნიერად ცხოვრობს"
როცა დედამ და ბებიამ დიდი ხნის საიდუმლო გამიმხილეს, ჯერ სახტად დავრჩი, მერე კი საშინლად დამწყდა გული. თურმე, მამა გარდაცვლილი რომ მეგონა, თავის მეორე ოჯახთან ბედნიერად ცხოვრობს.

დედას და ბებოს ვუსაყვედურე - აქამდე რატომ არ მეუბნებოდით სიმართლეს-მეთქი? - წადი, ნახე, გაიცანი და მიხვდებიო. სამი დღე ვემზადებოდი მამასთან შესახვედრად. ბოლოს, დავძლიე შიში და სამსახურში მივაკითხე. ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორი ყოფილა. მდივანს ვუთხარი, - პირად საქმესთან დაკავშირებით მინდა ველაპა
რაკო-მეთქი. არ უნდოდა შეშვება, მაგრამ შემატყო, რა დღეშიც ვიყავი და - მოვახსენებო. ეტყობა, დაინტერესდა, ვინ ელოდებოდა კარს მიღმა და მიმიღო.

ერთიანად ვკანკალებდი. ცნობისმოყვარეობით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. გარეგნობით ისე ვგავდით ერთმანეთს, რომ ტირილი მომინდა. პაუზა რომ გაგრძელდა, მკითხა, - რა გნებავთო? ძლივს ამოვღერღე, - მე თქვენი შვილი ვარ-მეთქი. სახე გაუქვავდა, ახლა ის დადუმდა. მე
კი აწურული ვიდექი და განაჩენივით ველოდი მის სიტყვას. ცოტა ხანში თითქოს გონს მოვიდაო, ადგა, სეიფის კარი გააღო და ფულის შეკვრა გამომიწოდა, - აჰა, გამომართვი, შენ ალბათ ბევრი რამ გაკლია და გამოიყენეო. ყველაფერს ველოდი და ამას - არა. იმ დალოცვილმა თუ იცოდა, რომ შეიძლებოდა ბევრი რამ მკლებოდა, რატომ აქამდე არ მინახულა? სად იყო 21 წელი? მას დედაჩემი დაბადებისთანავე მიუტოვებია და მერე აღარც კი გამოუხედავს ჩვენკენ, მე კი მამის სულს ვიფიცებდი ხოლმე... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით