ჩემს ქმარს ის ინტერნეტში რომ არ გაეცნო, ოჯახი არ დამენგრეოდა?
28-03-2018
ჩემს ქმარს ის ინტერნეტში რომ არ გაეცნო, ოჯახი არ დამენგრეოდა?
ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ჩემნაირი პრობლემები არავის აქვს, მაგრამ როცა მსგავს ისტორიებს ვაწყდები, ვხვდები, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასე. მოდით, მკითხველი რომ არ დავაბნიო, პირდაპირ თხრობაზე გადავალ.

გოგა და მე კლასელები ვიყავით, თუმცა, მაშინ ჩვენ შორის არაფერი ყოფილა. თერთმეტი კლასი ისე დავამთავრეთ, რომ ახლო მეგობრებიც კი არ ვყოფილვართ. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ძალიან დავახლოვდით, ერთი სამეგობრო წრე გვყავდა, სულ ერთად ვიყავით. ვქეიფობდით, ვსეირნობდით, ქალაქგარეთ დავდიოდით, მეც არ ვიცი როგორ
შემაყვარა თავი. ფაქტი ერთი იყო - ყურებამდე ვიყავი შეყვარებული და მის გარდა ვერაფერს ვხედავდი. გოგა ყველას უყვარდა, მართლაც ძალიან კარგი ადამიანი იყო, ყურადღებიანი, ზრდილობიანი, სულ იმაზე ფიქრობ
და, რით ვესიამოვნებინე. მასაც ძალიან შევუყვარდი, უჩემოდ ვერ ძლებდა, ჩემს ფანჯრებთან ათენებდა და აღამებდა. უნივერსიტეტში ყოველ დილას მაცილებდა, მელოდებოდა და მერე სადმე მივდიოდით. მთელი ჩემი ჯგუფი იცნობდა. ერთხელ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით, ორივემ დავლიეთ... მერე აღარ მახსოვს რა მოხდა, დილით გოგას საწოლში გავიღვიძე. გოგა მომეფერა და მითხრა, რომ სულ მალე მისი ცოლი გავხდებოდი და სანერვიულოც არაფერი იყო. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მინანია. იმდენად მიყვარდა, რომ ამ ნაბიჯისთვისაც მზად ვიყავი. უბრალოდ იმაზე ვღელავდი, ჩემებს რა რეაქცია ექნებოდათ. დილას, როცა სახლში მივედი, ავუხსენი, რომ ყველა იმ მეგობართან დავრჩით-მეთქი. დედაჩემი ყველა ჩემს მეგობარს იცნობდა და ამიტომ მხოლოდ ერთი საყვედურით დამთავრდა ყველაფერი. გადიოდა თვეები, მალე მივხვდით, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. გოგა მეხვეწებოდა, ჩემებისთვის მეთქვა. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, გოგას ვარწმუნებდი, რომ ჩემები ვერასდროს გამიგებდნენ, ბავშვსაც მომაშორებინებდნენ და ერთმანეთსაც დაგვაშორებდნენ. სანამ შემეძლო, უნდა დამემალა, მერე კი, როცა უკვე მუცელი დამეტყობოდა, ისედაც ყველაფერს გაიგებდნენ. პირველად დედაჩემმა გაიგო და გაგიჟდა, ქალმა ისე ინერვიულა, გული წაუვიდა და "სასწრაფოებით" გახდა მოსასულიერებელი. მამაჩემმა სახლიდან გამაგდო. რა თქმა უნდა, გოგასთან გადავედი, არც მე და არც გოგას არ გველაპარაკებოდნენ. ისიც გალანძღეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ვერ გეტყვით გოგა როგორი ყურადღებიანი ქმარი იყო, ექიმთან დამყვებოდა, მაკონტროლებდა კარგად ვიკვებებოდი თუ არა, პატარა ბავშვივით მეფერებოდა და მიფრთხილდებოდა. როცა ანა დაიბადა, ხომ საერთოდ ჭკუიდან გადავიდა. სამშობიაროში იყო დაყუდებული, იქიდან ფეხს არ იცვლიდა, იქნებ რამე დაგჭირდესო, საჭმელად და დასაბანად თუ წავიდოდა. სამსახურსაც კი აცდენდა. მერეც სულ მეხმარებოდა სახლში.

ანა არ იყო ცუდი გასაზრდელი, ღამეები ნამდვილად არ მითენებია, მხოლოდ ჭამაზე იღვიძებდა, ისიც გოგას გადმოჰყავდა ჩემთან. თან ჩემი მშობლებიც შეგვირიგდნენ, მიხვდნენ, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და მათ ასეთ საქციელს აზრი არ ჰქონდა.

ანა სამი წლის იყო, პირველად რომ ვიჩხუბეთ. გოგას უყურადღებობამ ნამდვილად გამომიყვანა მდგომარეობიდან. სახლში მოდიოდა, ჭამდა, ტელევიზორს უყურებდა და ეგრევე იძინებდა. ხანდახან თუ ეთამაშებოდა ბავშვს. ვერ ვიგებდი, რა სჭირდა, რომ ვეკითხებოდი, არაფერი, უბრალოდ დავიღალე და რაღაც ცვლილება მინდაო. ერთხელ ისიც კი წამოსცდა, ჩვენი დაოჯახება შეცდომა იყოო... სწორედ მაშინ ვიჩხუბეთ, გოგა გიჟივით გავარდა სახლიდან და იმ ღამეს არც მოსულა. მერე თანდათან გაახშირა ღამე სახლში არმოსვლა. სამსახურში საქმეებია და მორიგეობა მიწევსო. თავიდან სიმართლე მეგონა, რადგან ის კომპიუტერულ ფირმაში მუშაობდა და ვფიქრობდი, რომ ნამდვილად საჭირო იყო ღამე დარჩენა, თან ბევრჯერ დავრეკე სამსახურში შუაღამისას და იქ იყო. ეს მამშვიდებდა... თუმცა, ყველაფერი იმ ღამეების თევის დროს ხდებოდა... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით