"18 წლისამ გადავწყვიტე, რომ ცოლს აღარასოდეს მოვიყვანდი, მაგრამ..."
29-03-2018
"18 წლისამ გადავწყვიტე, რომ ცოლს აღარასოდეს მოვიყვანდი, მაგრამ..."
გურული ბიჭი ვარ, ჩოხატაურში გავიზარდე და ახლაც აქ ვცხოვრობ. სულ თბილისში ცხოვრებაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეგეც ბედის ირონიაა ალბათ, რომ თოხი და ბარი ვერ გამიგდია ხელიდან.

ცოლი პირველად 17 წლისამ მოვიყვანე. ჩემი კარის მეზობელი, ჩემი თანატოლი გოგონა იყო. ისე მიყვარდა, მეგონა, უიმისოდ ვერ გავძლებდი.ერთი წელი ვიცხოვრეთ მე და ნაირამ. შემდეგ გამექცა, თუმცა არც მე დამიხევია კაბის კალთები - არ წახვიდე, დარჩი-მეთქი. 18 წლისამ გადავწყვიტე, რომ ცოლს აღარასოდეს მოვიყვანდი, მაგრამ ისევ ბედის
ირონია; ზაფხულში ჩემს მეზობლად, სტუმრად ჩამოვიდა ქუთაისელი გოგონა. დავიწყე მისი შებმა. ჩემს ყოფილ ცოლს შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს და ერთხელ ღვარძლიანად მითხრა: - ყველა ჩემნაირი სულელი ხომ არ გგონია? ტყუილად ცდილობ მაგ გოგოს მოხიბვლასო. გავბრაზდი და უფრო მოვიწადინე. ნაირასთან განშორების მე-7 თვის თავზე ისევ მოვიყვანე
ცოლი. მეორემ წელიწადი და 4 თვე გამიძლო. თუმცა, არ ვიცი, გასაძლები რა მჭირს. თავს ვევლებოდი ყველა ცოლს, ცივ ნიავს არ ვაკარებდი, საქმესაც კი არ ვაკეთებინებდი, მაგრამ მაინც არ მაფასებდნენ. მეორეც რომ გაიქცა, დედაჩემმა თავში ხელი შემოირტყა - დიდუუ! დავიღუპე და დავიქეციო! - მაგრამ დავამშვიდე: ვიდრე 30 წლის არ გავხდები, რძალს აღარ მოგიყვან-მეთქი. ჩემი პირობა მალე დამავიწყდა და 23 წლის ასაკში მესამე ცოლი შევირთე, რომელიც სულ 6 თვე მყავდა და ძალით გავაგდე. რაც მართალია - მართალია, თვითონ წასვლა არ უნდოდა, მაგრამ გადამიყვარდა და რა მექნა?.. ჩემი მეგობრების უმეტესობა ჯერაც არ დაქორწინებულა, მე კი იცით, რამდენი ცოლი მყავდა? - 7! მეოთხე ცოლი იმ პირობით გამომყვა, რომ ქალაქში წავიდოდით საცხოვრებლად. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით