"იმის შიში მაქვს, რომ ცოლი ოდესღაც აუცილებლად მიღალატებს" - კვირის პალიტრა

"იმის შიში მაქვს, რომ ცოლი ოდესღაც აუცილებლად მიღალატებს"

35 წლის ისე გავხდი, რომ ცოლი არ მყოლია. არც შეუხადევი ვარ, არც ღარიბი. უბრაოდ, იმის შიში მაქვს, რომ ცოლი ოდესღაც აუცილებლად მიღალატებს.

ამის გამო, მირჩევნია, უცოლოდ დავრჩე, ვიდრე რქებდადგმულმა ვიარო. ჯერ არ შემხვედრია ქალი, გათხოვილი თუ გასათხოვარი, რომ არ შემებას. საითაც გაიხედავ, ყველას საყვარელი ჰყავს. ჰოდა, ქალებისგან კარგს რას უნდა ელოდე? რამდენიმე წლის წინ ასეთი ამბავი შემემთხვა: კერძო ფირმაში, დირექტორად ვმუშაობ. სამსახურში ახალგაზრდა გოგო მივიღე. ძალზე უპასუხისმგებლო ვინმე აღმოჩნდა, როცა უნდოდა მოდიოდა, როცა უნდოდა სულაც აცდენდა სამსახურს. დავიბარე და ვუთხარი, - თავისუფალი ხარ-მეთქი. მეორე დღეს ცემს ოთახში მარალი, შავგვრემანი ქალი შემოვიდა. სწორედ ისეთი, "ბაუნტის" რეკლამაში რომ არის. თავი გათავისუფლებული თანამშრომლის დედად გამაცნო, მომხიბლელად გამიღიმა და მითხრა - ნუ გაუშვებთ ჩემს შვილს სამსახურიდან, მისთვის ეს აუცილებელიაო. ენა ვერ მოვატრიალე, რომ უარი მეთქვა. გოგონა სამსახურში დავაბრუნე და დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ შემება დედამისი. ისიც გავიგე, რომ მისი ქმარი საკმაოდ წარმატებული და ტანაც, 2-მეტრიანი "მუტრუკი" იყო. არც ამას შევუშინდი და აქტიურად დავიწყე შეტევა. გაგრძელება