"ეჭვი არასოდეს შემპარვია, რომ ჩემი მეუღლე ჩემგან რამეს მალავდა, თუმცა..."
30-03-2018
"ეჭვი არასოდეს შემპარვია, რომ ჩემი მეუღლე ჩემგან რამეს მალავდა, თუმცა..."
მე და ჩემი მომავალი მეუღლე 17 წლისანი ვიყავით, როცა ოჯახი შევქმენით. მაშინ გულუბრყილო ბავშვი ვიყავი და ყველაფერს იოლად ვიჯერებდი. ეჭვიც არასოდეს შემპარვია, რომ შესაძლოა, ჩემი მეუღლე ჩემგან რამეს მალავდა.

არასოდეს ვეჭვიანობდი, მაგრამ ერთხელ ირაკლი უმნიშვნელო ტყუილში გამოვიჭირე. ამის შემდეგ ჩვევად მექცა, მისი ყველა ნათქვამი გადამემოწმებინა. რამდენჯერმე ისევ გამოვიჭირე ტყუილში. ძალზე ვნერვიულობდი, ვეძებდი მიზეზს, რის გამოც ირაკლი იტყუებოდა, მაგრამ ვერ ვპოულობდი.

წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე ერთსა და იმავე სამსახურში მუშაობდა და
ვიცოდი, რომ დასვენების დღე მხოლოდ კვირას ჰქონდა. დანარჩენ დღეებში შინ 9-10 საათზე ბრუნდებოდა. ყოველ მე-4 დღეს კი მორიგეობდა და მთელი დღე-ღამე იქ რჩებოდა. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მის სამსახურში შაბათი დასვენების დღე იყო, ხოლო მორიგეობა საერთოდ არ არსებობდა. ამის გაგებამ საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა, მაგრამ ირაკლისთვის არაფერი
მითქვამს.

გადავწყვიტე, მეთვალთვალა მისთვის და ერთ შაბათ დღეს, შინიდან გასულს, უკან ავედევნე. დიდუბის სადგურში, მცხეთაში მიმავალ "მარშრუტკაში" ჩაჯდა და წავიდა. მე, რა თქმა უნდა, ვეღარ გავყვებოდი. შემდეგ, როცა სამსახურში "მორიგეობა" უწევდა, ისევ გავყევი უკან. ისევ მცხეთისკენ აიღო გეზი. შაბათსაც იგივე განმეორდა. მომდევნო "მორიგეობაზე" კი მის "მარშრუტკას" ტაქსით ავედევნე. საკუთარი თვალით დავინახე, მცხეთაში, ერთ-ერთ კერძო სახლის ეზოში როგორ შევიდა. ტაქსი გავუშვი, შორიახლოს დავდექი და ვუთვალთვალებდი. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით