განა შრომა სირცხვილია!
42 წლის გახლავართ, ვცხოვრობ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, მყავს 3 შვილი. ათი წლის წინ დავქვრივდი, მაშინ ჩემი უფროსი ვაჟი 12 წლის გახლდათ.

ჩემი მეუღლე სამ ადგილას მუშაობდა, რომ ჩვენთვის არაფერი მოეკლო... ბევრჯერ გამჭირვებია ქმრის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ასე არ ჩამწყვეტია გული, როგორც ახლა. ჩემი ჯაბა 15 წლიდან მუშაობს, ყველანაირად ცდილობს, მხარში ამომიდგეს. მე უმაღლესის დამთავრება ვეღარ მოვახერხე, რადგან ძალიან ადრე გავთხოვდი.

სამაგიეროდ, კარგად ვკერავ, მანქანაზე ქსოვაც მეხერხება და ჯაბასთან ერთად
ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექით. ჯაბა ახლა 21 წლის გახლავთ, ჩემი გოგონები 14 და 11 წლისანი არიან. ჯაბა ორი წელია ქალაქის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ჰყავდა შეყვარებული თაკო. ვიცნობ, კარგი გოგოა... ამ ბოლო ხანს ჯაბას დარდიანობა შევატყვე, გამოვკითხე და გული დამეწვა -  თაკოსთან მოსვლია შელაპარაკება.

თურმე, როცა გოგონას
გაუგია ჯაბას სამსახურის შესახებ, კატეგორიულად მოუთხოვია: ან თავი დაანებე მენაგვეობას, ან მე დამემშვიდობეო. ჯაბას უთქვამს: - ახლა სხვა, უფრო შემოსავლიანი სამსახურის იმედი არ მაქვს, დაბალი ხელფასით კი ოჯახს ვერ ვარჩენ. თუ გიყვარვარ, ისეთი მიმიღე, როგორიც დღეს ვარო. თაკომ ვერ მიიღო და დაშორდნენ. იმ დღიდან სამ თვეზე მეტი გავიდა. ჯაბა ძალიან დარდობს. ენა მოუტანეს, თაკო და მისიანები მენაგვეს გეძახიანო.

ვატყობ, ჩემს შვილს ის გოგო, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან უყვარს. ვთხოვე, ჩვენზე ნუ იდარდებ, მოძებნე სხვა სამუშაო-მეთქი, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - მე ეს სამუშაო სულაც არ მეთაკილება, სულ აქ კი არ ვიქნები, უკეთესსაც მოვძებნიო. ჩემი შვილი მუშაობს, ოჯახს არჩენს. იგი არავისზე ნაკლები არ არის. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმეს მუშაობა მიაჩნია სამარცხვინოდ და არა ქუჩაში უსაქმოდ დგომა.

მაგდა ტაბიძე, თბილისი

mari
09 აგვისტო 2010 17:05
ეტყობა თაკოს არასოდეს ყვარებია ჯაბა.....არასოდეს ჩაუხედავს ჯაბას სულში თორემ ასე არ მოიქცეოდა...........ჯაბა აუცილებლად შეხვდები ადამიანს რომელიც შენს სულიერ სილამაზეს და სივაჟკაცეს დაინახავს........მაგარი ადამიანი ხარ იყავი ისეთი როგორიც ხარ არასოდეს შეიცვალო
naTi
23 ივლისი 2010 17:24
დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის, თქვენი შვილის ღირსი არ ყოფილა ის გოგო, მოვა დრო და ძალიან ინანებს გოგო. ხოლო თქვენი ბიჭი ბევრად უკეთეს გოგოსაც ნახავს და ცხოვრებაში დიდ წარმატებასაც მიახღწევს, გული არ გაიტეხოთ, მეტიჩარა გოგოს გამო...
mzia
23 ივლისი 2010 13:27
ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა თქვენი შვილი,მერწმუნეთ ის ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს და მისი შეყვარებული ძალიან ინანებს -მენაგვეზე-რომ უარი თქვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები