ვიღაც ბოროტმა ქორწილი ჩამიშალა
ვიღაც ბოროტმა ქორწილი ჩამიშალა
თქვენი მკითხველის უამრავი წერილი რომ არა, ალბათ ვერც მე გავბედავდი მოწერას. მინდა ჩემი წუხილი გაგიზიაროთ...

32 წლისამ გარიგებით შევირთე ცოლი. იგი უშვილო გამოდგა. მიუხედავად ამისა, მაინც პატივს ვცემდი და ყურადღებას არ ვაკლებდი. არც მიფიქრია განშორება, მაგრამ უშვილობის გამო თვითონ წავიდა. აღარ შევხვეწნივარ. ცოტა ხანში ერთ ბორჯომელ გოგონასთან ავაწყვე ურთიერთობა და ვფიქრობდი, რომ კარგ ოჯახს შევქმნიდით, მაგრამ არ ვიცი, ვინ მმტრობს, რას მერჩის ან რატომ არ უნდა ჩემი ბედნიერება...

ბოროტი ენები
დაატრიალეს და იმდენი ქნეს,  დამაშორეს. გული მეტკინა, მაგრამ რა მექნა? თამუნა აღარ მენახვებოდა... ვიღაცას აშკარად არ უნდოდა ჩემი ბედნიერება და უხეშად ერეოდა ჩემს პირად ცხოვრებაში.  მაქვს პატარა ბიზნესი, დღე-ღამეს ვასწორებ. თუკი ოჯახი არ მექნება, რიღასთვის ვშრომობ და ვწვალობ?

გამოხდა ხანი და თბილისელი გოგო გავიცანი. ამ
ურთიერთობას საიდუმლოდ ვინახავდი. საქმე ქორწილამდე რომ მივიდა, ცხადია, გავამჟღავნე და ისევ დაატრიალეს ენები. ნეტავ, ის მაინც ვიცოდე, რას ეუბნებიან ამ გოგოებს, რომ მერე ჩემკენ გამოხედვაც აღარ უნდათ. ხანდახან ვფიქრობ, ჩემი ყოფილი ცოლის ოინები ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ეჭვის გამო ხელს ვერ დავადებ.

წლები კი გარბის...

პატივისცემით - რამაზი ხაშურიდან

24 აგვისტო 2019 21:29
Rad gindat iseti coli.romelic enis amyolia.unda gixarodet rom gadarchit.albat uaresi iqneboda aseti rom mogeyvanat.vinc kargi adamiania is meorenaxevrisaganac igives itxovs.da sxva rame rom xvdeba win.amitom ingreva ojaxi.ar inerviulot da momavals imedis tvalit shexedet
Nune
01 აგვისტო 2019 13:45
Ganarjobat imedi ar dakargit yvelaperi gamoswirdeba
თეო
31 ივლისი 2019 19:17
ალბათ არ გქონიათ არცერთ გოგონასთან მყარი ნამდვილი სიყვარული თორემ სხვის ენებს არ აყვებოდნენ და არ მიგატოვებდნენ.ადამიანი უნდა გიყვარდეს მისი ყველა დადებითით და უარყოფითით ....სიყვარული თუ გაქვს ადამიანის მიმართ ბოროტ ენებს კიარა დედამიწას შეებრძოლები.მთლად სხვის ენებსაც ნუ დაუჯერებთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თვის კითხვადი სტატიები