ვიღაც ბოროტმა ქორწილი ჩამიშალა
ვიღაც ბოროტმა ქორწილი ჩამიშალა
თქვენი მკითხველის უამრავი წერილი რომ არა, ალბათ ვერც მე გავბედავდი მოწერას. მინდა ჩემი წუხილი გაგიზიაროთ...

32 წლისამ გარიგებით შევირთე ცოლი. იგი უშვილო გამოდგა. მიუხედავად ამისა, მაინც პატივს ვცემდი და ყურადღებას არ ვაკლებდი. არც მიფიქრია განშორება, მაგრამ უშვილობის გამო თვითონ წავიდა. აღარ შევხვეწნივარ. ცოტა ხანში ერთ ბორჯომელ გოგონასთან ავაწყვე ურთიერთობა და ვფიქრობდი, რომ კარგ ოჯახს შევქმნიდით, მაგრამ არ ვიცი, ვინ მმტრობს, რას მერჩის ან რატომ არ უნდა ჩემი ბედნიერება...

ბოროტი ენები
დაატრიალეს და იმდენი ქნეს,  დამაშორეს. გული მეტკინა, მაგრამ რა მექნა? თამუნა აღარ მენახვებოდა... ვიღაცას აშკარად არ უნდოდა ჩემი ბედნიერება და უხეშად ერეოდა ჩემს პირად ცხოვრებაში.  მაქვს პატარა ბიზნესი, დღე-ღამეს ვასწორებ. თუკი ოჯახი არ მექნება, რიღასთვის ვშრომობ და ვწვალობ?

გამოხდა ხანი და თბილისელი გოგო გავიცანი. ამ
ურთიერთობას საიდუმლოდ ვინახავდი. საქმე ქორწილამდე რომ მივიდა, ცხადია, გავამჟღავნე და ისევ დაატრიალეს ენები. ნეტავ, ის მაინც ვიცოდე, რას ეუბნებიან ამ გოგოებს, რომ მერე ჩემკენ გამოხედვაც აღარ უნდათ. ხანდახან ვფიქრობ, ჩემი ყოფილი ცოლის ოინები ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ეჭვის გამო ხელს ვერ დავადებ.

წლები კი გარბის...

პატივისცემით - რამაზი ხაშურიდან

მკითხველის კომენტარი (13)
24 აგვისტო 2019 21:29
Rad gindat iseti coli.romelic enis amyolia.unda gixarodet rom gadarchit.albat uaresi iqneboda aseti rom mogeyvanat.vinc kargi adamiania is meorenaxevrisaganac igives itxovs.da sxva rame rom xvdeba win.amitom ingreva ojaxi.ar inerviulot da momavals imedis tvalit shexedet
Nune
01 აგვისტო 2019 13:45
Ganarjobat imedi ar dakargit yvelaperi gamoswirdeba
თეო
31 ივლისი 2019 19:17
ალბათ არ გქონიათ არცერთ გოგონასთან მყარი ნამდვილი სიყვარული თორემ სხვის ენებს არ აყვებოდნენ და არ მიგატოვებდნენ.ადამიანი უნდა გიყვარდეს მისი ყველა დადებითით და უარყოფითით ....სიყვარული თუ გაქვს ადამიანის მიმართ ბოროტ ენებს კიარა დედამიწას შეებრძოლები.მთლად სხვის ენებსაც ნუ დაუჯერებთ
Tamari
31 ივლისი 2019 14:02
Sxva sxvis omshi brdzeniao natkvamia tkveni tavi warmoidginet mis adgilas sxvisi sakmis garcheva advilia
Tamari
31 ივლისი 2019 13:59
Zogiertebma rogor icit sxvis chrilobaze marilis dakraa
Nstela
22 აპრილი 2019 13:13
Gamarcobat.tkveni azri ar ikneba martali titkosda litveli zi gikmnides ltoblemas,rametu tkven agnisnavt tviton zavidao,albad arsebobda ragaz piroba ojaxis daslisa,tu namdvili ocaxi gkondat usviloba araa amisi mizezi,arsebobs atasnairi siznelis dasazlevi liroba,ristvisaz ar gobrzoliat.nu itkvit zodvas romeliz.seizleba saertod ar arsebobdes,arz tkveni morigi msurvelebi araa martlebi,vin izis zinaszar ekolebat tuara svili.aserom tkventavsi ezebet problema uketesia vidre sxvisken gaisverdet tits.zarmatebebi pirad zxovrebasi
56
20 აპრილი 2019 12:42
რომელი სამეფო ტახტის მემკვიდრე თქვენ ხართ,რომ უხმაუროდ ვერ ახერხებთ ცოლის შერთვას!
!!!!!!!!!!!!!!
11 იანვარი 2019 13:17
აბა გამოიარეეე??
kato kato
11 იანვარი 2019 00:53
მე ვფიქრობ რომ პირველი ცოლი რომ უსჰვილო გამოდგა ალბატ ამისი ესჰინიატ რომ ტვიტონ ეს არ იყოს უსჰვილო.............. ცჰემი აზრია
rena
05 ნოემბერი 2017 15:31
საქმე ისაა,რომ შენშია პრობლემა იქნებ დაფიქრდე და მიხვდე რას ეუბნებიან იმ გოგონებს.თუ გასაქცევია და მისატოვებელი ხარ, ცოლიც მიგატოვებს .უკვე ''ცოლსაც ''ეტყვიან და ისიც გაიქცევა.ასე რომ სანამ ურთიერთობას დაიწყებ იქნებ გულახდილი იყო ,და სიმარტლე უთხრა შენს არჩეულ გოგონას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?