ვიღაც ბოროტმა ქორწილი ჩამიშალა
ვიღაც ბოროტმა ქორწილი ჩამიშალა
თქვენი მკითხველის უამრავი წერილი რომ არა, ალბათ ვერც მე გავბედავდი მოწერას. მინდა ჩემი წუხილი გაგიზიაროთ...

32 წლისამ გარიგებით შევირთე ცოლი. იგი უშვილო გამოდგა. მიუხედავად ამისა, მაინც პატივს ვცემდი და ყურადღებას არ ვაკლებდი. არც მიფიქრია განშორება, მაგრამ უშვილობის გამო თვითონ წავიდა. აღარ შევხვეწნივარ. ცოტა ხანში ერთ ბორჯომელ გოგონასთან ავაწყვე ურთიერთობა და ვფიქრობდი, რომ კარგ ოჯახს შევქმნიდით, მაგრამ არ ვიცი, ვინ მმტრობს, რას მერჩის ან რატომ არ უნდა ჩემი ბედნიერება...

ბოროტი ენები
დაატრიალეს და იმდენი ქნეს,  დამაშორეს. გული მეტკინა, მაგრამ რა მექნა? თამუნა აღარ მენახვებოდა... ვიღაცას აშკარად არ უნდოდა ჩემი ბედნიერება და უხეშად ერეოდა ჩემს პირად ცხოვრებაში.  მაქვს პატარა ბიზნესი, დღე-ღამეს ვასწორებ. თუკი ოჯახი არ მექნება, რიღასთვის ვშრომობ და ვწვალობ?

გამოხდა ხანი და თბილისელი გოგო გავიცანი. ამ
ურთიერთობას საიდუმლოდ ვინახავდი. საქმე ქორწილამდე რომ მივიდა, ცხადია, გავამჟღავნე და ისევ დაატრიალეს ენები. ნეტავ, ის მაინც ვიცოდე, რას ეუბნებიან ამ გოგოებს, რომ მერე ჩემკენ გამოხედვაც აღარ უნდათ. ხანდახან ვფიქრობ, ჩემი ყოფილი ცოლის ოინები ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ეჭვის გამო ხელს ვერ დავადებ.

წლები კი გარბის...

პატივისცემით - რამაზი ხაშურიდან

მკითხველის კომენტარი (13)
დალი
04 ნოემბერი 2017 15:35
ჭორი რა შუაშია, ქალს და კაცს ერთმანეთი თუ უყვარს და ერთად თავს კარგად გრძნობენ?! აქ რამე სხვა პრობლემა იქნება.....
natia
12 იანვარი 2012 00:00
მაგას რათ უნდა გარჩევა რომ,თქვენი ყოფილი ცოლის ოინებია,ნეტას ვეთანხმები მოიყვანეთ და მერე გაიგოს ყველამ,მაგის გარდა ქალს ბევრი რამ შეუძლია მოიფიქროს,:))))))))
neta
12 ივლისი 2010 15:59
ჩემო რამაზ, რით განუგეშო? პრობლემა აშკარად შენშია, სანამ ქვეყანას ნუ მოსდებ ცოლი მომყავსო, მოიყვანე და მერე გააგებინე, ეტყობა ეუბნებიან ცოლი თვითონ წავიდა , ესე იგი კაცია უშვილოოო, აბა სხვა რა უნდა უთხრან? ხომ გაგიგია "საქმე ლაპარაკის ნაცვალად" !

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?