სხვისი ჭირი და კეთილშობილი ტყუილი - კვირის პალიტრა

სხვისი ჭირი და კეთილშობილი ტყუილი

შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სარფიანად გავთხოვდი. ღარიბი ოჯახიდან ვარ.

დედა და მამა გამუდმებით შრომობდნენ, წელებზე ფეხს იდგამდნენ, მაგრამ თავი ძლივს გაგვქონდა. გარეგნულად კარგი ვარ. დედა სულ იმას მეუბნებოდა ხოლმე, - თავს ყველას ნუ გაუყადრებ, ბიჭებში ნუ "გაითქვიფები", სახელს ნუ გაიტეხ, გულთან ახლოს ნუ მიუშვებ სიყვარულს, შენს გარეგნობას თუ გამოიყენებ, კარგ ოჯახში მოხვდები და იქნებ მერე მაინც იყო ბედნიერი - მე და მამაშენმა ვერ შეგიქმენით ლაღი ბავშვობაო. მეც ვუჯერებდი და ვცდილობდი, მდიდარი საქმრო მომეძებნა. ამავდროულად, უსიყვარულოდ გათხოვებას არ ვაპირებდი და ველოდი ჩემი ოცნების პრინცს, რომელიც 25 წლის ასაკში გამოჩნდა. ჩვენი ურთიერთობა ერთი უბრალო შემთხვევით დაიწყო - ბანკში, სესხის ასაღებად მივედი, ის კი იქ მუშაობდა. ვინაიდან სესხის გაცემის დროს ბანკი ყველა მონაცემით ინტერესდება, მიშოც თამამად მაძლევდა კითხვებს და მეც ვპასუხობდი. თუმცა, მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ჩემ წინ ჩემი ოცნების პრინცი იჯდა. იმავე საღამოს დამირეკა და მითხრა, ვინც იყო. არ ვაპირებდი მასთან ფლირტის გაბმას, მაგრამ იმდენჯერ მომიწია ბანკში მისვლამ (თვითონ მიბარებდა), რომ ამასობაში მომეწონა კიდეც. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ერთი წლის შემდეგ დავქორწინდით. სადედამთილოს თავიდანვე ძალიან მოვეწონე. ზღაპრული ქორწილი გადაგვიხადეს მიშოს მშობლებმა და ისე გამომაწყვეს, თავი დედოფალი მეგონა. ცხოვრებაში არ მღირსებია ისეთი ძვირფასი ტანისამოსი, როგორიც მათ მიყიდეს. უფრო დავმშვენდი...

ბედნიერად ვცხოვრობდი და ვცხოვრობ დღესაც, მაგრამ ჩემს ბედნიერებას ერთი რამ უშლის ხელს: ჩემი მშობლები ისევ ისეთ გასაჭირში არიან. ჩემი დედამთილი ხელს არ ანძრევს საიმისოდ, რომ ცოტა მაინც დაეხმაროს მათ. რომ არ გადავაჭარბო, გეტყვით, რომ ჩემს მამამთილს თვეში 50 ათასი მაინც აქვს შემოსავალი. რამდენჯერმე ვთხოვე, მამაჩემისთვის თავის ფირმაში სამსახური მიეცა, მაგრამ არ შეიბერტყა ყური. ჰოდა, ახლა გადავწყვიტე, ვიეშმაკო და ჩემს მშობლებს დავეხმარო. გაგრძელება