"ჩემი ქმარი აღარავის მოერიდა და თავისი ოფიციალური საყვარელი გამოაჩინა"
05-04-2018
"ჩემი ქმარი აღარავის მოერიდა და თავისი ოფიციალური საყვარელი გამოაჩინა"
ვწერ ამ წერილს და გულით მინდა გთხოვოთ, რომ გამომიქვეყნოთ. ამჟამად ევროპაში ვმუშაობ, აქ ყოველკვირა ვყიდულობ პრესას და გულის ტკივილით ვკითხულობ ხოლმე ტკივილიან ისტორიებს. მეც ამიტომ მომინდა მოწერა. მინდა, ყველა ქალბატონს ვთხოვო, რომ ჩემნაირი შეცდომა არ დაუშვან.

დავიწყებ იმით, რომ ძალიან პატარა, 17 წლის გავთხოვდი. არ მესმოდა, რას ნიშნავდა ოჯახის შექმნა. ბუნებით ძალიან ბავშვური და მეოცნებე ვიყავი, რაც დღემდე მომყვება. ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ბედნიერები ვყოფილიყავით. 2
შვილი ზედიზედ გავაჩინე, რომ ჯარში არ წაეყვანათ. ვერც კი წარმომედგინა, თუ ოდესმე 2 წელი ერთმანეთის გარეშე გავძლებდით.

ჩემმა მშობლება ორივეს უმაღლესი განათლება მოგვცეს. ჩემს მეუღლეს ძალიან უყურადღებო ნათესავები ჰყავდა, არავინ გვკითხულობდა, ჩვენი ამბით არავინ ინტერესდებოდა, მაგრამ იმდენად მიყვარდა, რომ ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ ვაქცევდი. სიმართლე
გითხრათ, ბრმასავით მიყვარდა, რადგან მისი მხრიდან არასოდეს მიგრძნია არც სიყვარული და არც პატივისცემა. სხვები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი, ლამაზი თვალები მქონდა... მეუღლისგან კი მსგავსი სიტყვების მოსმენა მენატრებოდა. მისგან თბილი სიტყვაც კი არ მახსოვს. მას თავისი ცხოვრება ჰქონდა. ბიძაჩემმა სამსახური უშოვა და ის გახდა მისი ცხოვრება. ბოლოს, სახლში ღამის გასათევადღა თუ მოდიოდა. ვნატრობდი, რომ თუნდაც 1 საათი გაეტარებინა ჩემთან და ბავშვებთან.

19 წელი იმ ილუზიებით ვიცხოვრე, როგორიც მინდოდა, რომ ჩემი ოჯახი ყოფილიყო. წარმოვიდგინე, რომ ძალიან კარგი ოჯახი მქონდა და დავიჯერე. გარკვეული პერიოდის მერე ჩემი ქმარი უკვე აღარავის მოერიდა და თავისი ოფიციალური საყვარელი გამოაჩინა, ყველგან მასთან ერთად დადიოდა. მაშინ მივხვდი, რომ ფუჭი იყო ჩემი ილუზიები. ამის გამო ერთმანეთს დავცილდით. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით